მთავარი » 2012»ნოემბერი»1 » გენერალი ნაირაშვილი: "ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ"
07:25
გენერალი ნაირაშვილი: "ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი ვარ"
"გურია
ნიუსი" აგრძელებს ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის _ სერგო
თეთრაძის მკვლელობის ჟურნალისტურ გამოძიებას.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის წევრი, "გურია
ნიუსის" გამომცემელი, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე
გლდანის #8 დაწესებულებაში დავით ლონდარიძეს და გიორგი გორელაშვილს
შეხვდა. ზემოხსენებულ პირებს, სერგეი ჩაპლიგინთან ერთად, ბრალი დაედოთ
ჯაშუშობასა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო
საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემაში.
დავით ლონდარიძე სამხედრო პოლიციამ 2011 წლის 17 სექტემბერს,
გამთენიისას დააკავა. მას ჯაშუშობაში და უცხო ქვეყნების
სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
გადაცემაში დასდეს ბრალი. იმავე დღეს დააკავეს გორელაშვილი, ჩაპლიგინი და
თეთრაძე.
ლონდარიძემ სამხედრო პოლიციის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ვინმე
ელიზბარ რაქვიაშვილს რუსთავის შესასვლელში მდებარე ნაკვეთის მიყიდვაზე
უარი უთხრა. რაქვიაშვილმა, რომლის უკანაც, ჩვენი წყაროების ინფორმაციით,
გიორგი უდესიანი და გუბერნატორი დავით კირკიტაძე იდგნენ, ლონდარიძეს
სამხედრო პოლიციის ზეწოლით აიძულა ნაკვეთის დათმობა. დავით ლონდარიძე
სამხედრო პოლიციამ სამსახურიდან _ თავდაცვის სამინისტროდან რუსთავში
ჩაიყვანა, რათა მას ნაკვეთის გაყიდვაზე საკუთარი დედა დაეთანხმებინა.
რაქვიაშვილმა სასურველ შედეგს მიაღწია _ ლონდარიძეებმა ნაკვეთი დათმეს;
თუმცა, ლონდარიძის დედამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა სავალალო
შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა საკუთარი ქონების მისთვის სასურველ ფასად
გაყიდვის სრულიად კანონიერ უფლებას, ნაკვეთის თითქმის მუქთად გაცემაზე უარი
თქვა და ფასის ცოტათი გაზრდა მოითხოვა. ლონდარიძეს მაშინვე მიანიშნეს, რომ
ამის გამო პრობლემები შეექმნებოდა. დავით ლონდარიძე ამბობს, რომ ნაკვეთის
იაფად დათმობით, პრობლემა მოხსნილად ჩათვალა და მოვლენების ასე ტრაგიკულად
განვითარებას აღარ ელოდა.
სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ლონდარიძე იმ ადამიანების ყურადღების
არეალში, რომლებიც "ჯაშუშური ქსელების გამოვლენის" სცენარების შეთხზვით და
ამ ქსელების "განეიტრალებით" იყვნენ დაკავებულნი. ამჯერად, ჯაშუშების საქმე
მფრინავების ე.წ. "ენვერის საქმის" გაგრძელება უნდა ყოფილიყო. მოქმედი
პირებიც შეარჩიეს: მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც თავდაცვის
სამინისტროს გაერთიანებული შტაბის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა,
გადამდგარი სამხედრო პირი _ სერგო თეთრაძე, რადიომოყვარული გორელაშვილი,
ჩაპლიგინი და რუსული კვალი.
დავით ლონდარიძე ამბობს, რომ ქვეყნის მმართველ პირველ პირებს, ზოგადად,
მფრინავები თვალში არ მოსდიოდათ, როგორც ელიტარული სამხედრო პირები და
სწორედ ამ მოტივით გადაწყვიტეს ტოტალურად სწორედ მფრინავებისთვის
გაესწორებინათ ანგარიში _ ჯარის დაჩოქებას ცდილობდნენ და მფრინავები -
ზოგადად ამაყი და ელიტარული სამხედრო პირები "ეჩხირებოდათ ყელში".
დავით ლონდარიძე აღიარებითი ჩვენების დაწერამდე,
მისივე თქმით. სამხედრო პოლიციაში სპეციალურად მოწყობილ ე.წ. "აბივკებიან"
ოთახში აწამეს. ბაჩო, დათა ახალაიები, მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე
უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სამხედრო მოსამსახურის წამებაში: "ბაჩო
ახალაია ბოროტ კაცს თამაშობდა, დათა _ კეთილს. ბაჩო რომ მირტყამდა, დათა
მეუბნებოდა, ხომ იცი, რა არანორმალურია, რაზე აკვლევინებ თავს, უთხარი,
რასაც გთხოვსო. ბაჩო ახალაიამ საკუთარი პისტოლეტი "გლოკი" პირში ჩამიდო.
ვინატრე, რომ იარაღი დატენილი ყოფილიყო, ახალაიას ხელში ვწვდი და
ვცდილობდი, სასხლეტისთვის თითის გამოკვრას, რომ ჩემი ტანჯვა
დასრულებულიყო. ბაჩომ მითხრა, საკუთარი ჯაშუშობის აღიარების გარდა, ხელი
უნდა დამედო სხვა მონაწილეებისთვისაც. ქაღალდზე სამი გვარი ეწერა: სერგო
თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე გვარი, რომელიც არ მახსოვს.
მითხრეს, რომ მათთვის სულ ერთი იყო, რომელს დავადებდი ხელს... თვალები
დავხუჭე და თითი შემთხვევით დავადე ერთ-ერთ გვარს, როგორც გაირკვა _
თეთრაძეს. ასე გაჩნდა თეთრაძე ჯაშუშების საქმეში," _ ამბობს დავით ლონდარიძე.
დავით ლონდარიძემ თვითმკვლელობა სცადა _ თავის ჩამოხრჩობას შეეცადა,
თუმცა, სიკვდილის უფლება არ მისცეს. გაბმულად თვითმკვლელობაზე ფიქრი
მხოლოდ მისი სულიერი მოძღვრის ციხეში შეხვედრის შემდეგ მოიშორა თავიდან.
ლონდარიძე იხსენებს, რომ დაპატიმრების შემდეგ, მას სტუდენტობისდროინდელ
მეგობარ ედუარდ ტომაშუკთან შეხვედრა და ფარულად ჩაწერა აიძულეს.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, დავით ლონდარიძეს ტომაშუკმა დაურეკა და
უთხრა, რომ "აყვავებული საქართველოს და განათებული ბათუმის" ნახვა უნდოდა;
საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთ ფიარს აკეთებდნენ, ტომაშუკმა, რომელიც
საქართველოში სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, მეუღლესთან ერთად,
მოგზაურობა გადაწყვიტა. ლონდარიძემ იცოდა, რომ მისი სატელეფონო საუბარი
ისმინებოდა და შეეცადა, ტელეფონით ნაკლები ელაპარაკა: "ნაკვეთის
ამბის შემდეგ, სამხედრო პოლიცია ჩემს ტელეფონს უსმენდა; ამიტომ, ტომაშუკს
ბევრი რომ არ ელაპარაკა, რიცხვი 37 ვუხსენე. ვერ მიხვდა და დავუკონკრეტე:
37 წელი ხომ გაგიგია,-მეთქი?! როდესაც სამხედრო პოლიციაში მცემდნენ და
მაწამებდნენ, სწორედ ამ საუბარს მახსენებდნენ: როგორაა საქმე _ 37 წელი
დადგა საქართველოშიო?!"
ლონდარიძის თქმით, დაპატიმრების შემდეგ, ის ტომაშუკს ორჯერ შეახვედრეს,
ერთხელ _ სახლში და მეორედ _ რესტორანში. ორივე შეხვედრა სამხედრო
პოლიციაში დაიგეგმა. სამხედრო პოლიციაში ლონდარიძეს უთხრეს, რომ ტომაშუკის
ცოლი გრუ-ს აგენტი იყო.
"გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ თავისი
ხელით გამიკეთა მხარში ნემსი, რის შემდეგაც წარმოუდგენელი ძალა მომეცა.
აღარც წამება მახსოვდა, აღარც ნაცემი სხეულის ტკივილს ვგრძნობდი.
ტანსაცმელი მომიტანეს , მოსასმენი აპარატურა ჩამიმონტაჟეს და ტომაშუკი
რესტორანში დამაპატიჟებინეს," _ იხსენებს ლონდარიძე.
ახალაიებს ჯაშუშობის სცენარისთვის რუსული გვარი სჭირდებოდათ, რომელსაც
საქართველოსთან კავშირი ექნებოდა. ტომაშუკი, რომელსაც თბილისში სამხედრო
სასწავლებელი ე. წ. ტაო ჰქონდა დამთავრებული, ამ საქმისთვის იდეალური
კანდიდატურა იყო. ტომაშუკი მიმოწერით იცნობდა რადიომოყვარულ გორელაშვილსაც.
ტომაშუკი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. როგორც გორელაშვილის მეუღლე ქეთი გაბიჩვაძე
იხსენებს, მას აეროპორტში სხვა უნდა დახვედროდა (სავარაუდოდ, ლონდარიძე.
რედ.), თუმცა, ის ადამიანი დანიშნულ დროს და ადგილას არ მივიდა. ქუჩაში
დარჩენილმა ტომაშუკმა ძველ ნაცნობს _ გიორგი გორელაშვილს სთხოვა
დახმარება. გორელაშვილმა ტომაშუკი ოჯახში მიიყვანა და უმასპინძლა.
რესტორანში, დათო ლონდარიძესთან შეხვედრისას, ტომაშუკმა ახსენა
გორელაშვილი, რომელმაც მას "ნამდვილი ქართული მასპინძლობა გაუწია."
ასე გაჩნდა "ჯაშუშების საქმეში" რადიომოყვარული გიორგი გორელაშვილი. რაც
შეეხება მესამე "ჯაშუშს" _ სერგეი ჩაპლიგინს, ის, ჩვენი ინფორმაციით,
ლონდარიძის და ტომაშუკის ჯგუფელია და ჯაშუშების საქმეშიც მხოლოდ ამის გამო
აღმოჩნდა.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავების დროს, ედუარდ ტომაშუკი ჯერ კიდევ
საქართველოში იმყოფებოდა. ჰქონდა თუ არა გამოძიებას მის მიმართ კითხვები,
ჩვენთვის უცნობია. ფაქტია, რომ ტომაშუკმა და მისმა მეუღლემ ქვეყანა
უპრობლემოდ დატოვეს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, თავისუფლებაში მათ ფული
გადაიხადეს.
ლონდარიძე ამბობს, რომ გლდანის საპყრობილეში გადაყვანისას, მისი
ფიზიკური მდგომარეობის გამო, ე.წ. "კარანტინი" არ გაუვლია და მის მიმართ
ფიზიკურ ზეწოლას ამ დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მანამდე,
"სამხედრო პოლიციის "აბივკიან" ოთახში, მან ჯოჯოხეთი გამოიარა, რომლის
დეტალების გაცნობამაც, შესაძლოა, მკითხველი შოკურ მდგომარეობამდე
მიიყვანოს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ია
მამალაძემ გლდანის მე-8 დაწესებულებაში ახალაიების კიდევ ერთი მსხვერპლი,
ჯაშუშობისთვის გასამართლებული გიორგი გორელაშვილი მოინახულა. გორელაშვილი
წამებში ციხის უფროს მუხაძეს, მის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილს და მეგის
ქარდავას ადანაშაულებს. გიორგი გორელაშვილს სერგო თეთრაძის წამების დროს
მისი ყვირილის ხმა ესმოდა, ვარაუდობს, რომ სპეციალურად ასმენინებდნენ;
შემდეგ კი დაინახა, როგორ გამოასვენეს უგონო მდგომარეობაში მყოფი თეთრაძე
ოთახიდან: "სერგო თეთრაძის გაყვანის შემდეგ, ოთახში მე შემიყვანეს.
მუხაძემ მითხრა, ისე აღარ გვაწვალო, როგორც ამან, მეც ქრისტიანი ვარ და
პირჯვარს ვიწერო. ოთახში იყო ვიქტორ ყაჭეიშვილი და მაღალი, შემელოტებული
კაცი, როგორც შემდგომში გავიგე _ მეგის ქარდავა; დანარჩენების ვინაობა
დღემდე არც კი ვიცი...
თავიდან პლასტმასის ჯოხით დამიწყეს ცემა; მეუბნებოდნენ, ეს ის
ჯოხია, მიტინგებზე რომ ატრიალებთო. მიტინგზე არასოდეს ვყოფილვარ, არ ვიყავი
პოლიტიკით დაინტერესებული, თუმცა, მათთვის ეს არ მითქვამს... წამების
მეორე ეტაპზე ე.წ. "ბორჯღებიანი" ჯოხით დამიწყეს ცემა. ხელკეტზე ხის ბურთი
ჰქონდათ დამაგრებული, რომელშიც რკინის ბორჯღები იყო ჩასმული. ეს რკინის
კლანჭები კუნთებზე დარტყმისას ქსოვილს გლეჯს და კვალი მთელ სხეულზე
რჩება. აღიარებითი ჩვენების მიცემის გარდა, მოითხოვდნენ ჯაშუშობაში ჩემთვის
უცნობი ადამიანები მემხილებინა, რაზედაც ვერ დამითანხმეს," _ ამბობს გიორგი გორელაშვილი.
ამის შემდეგ, გორელაშვილის წამების მეთოდები შეცვალეს _ პოლიეთილენის
პარკით მოხრჩობა, ბალახის საკრეჭი მაკრატლით თითების დაჭრის იმიტაცია...
ბოლოს კი, ყაჭეიშვილი პატიმარს გაუპატიურებით დაემუქრა: "ვუთხარი, რომ
ამას ვერ იზამდნენ, რაზედაც მშვიდად მიპასუხეს, რატომაც ვერა, რამდენიც
გინდა, იმდენი გვყავს გაუპატიურებულიო. ვუთხარი, რომ დავინახე ოთახიდან
გამოსვენებული პატიმარი და ამ საქმეში მეორე გვამი მათ ნამდვილად არ
აწყობდათ. უკან დახევას არ აპირებდნენ, რის შემდეგაც, ჯიბიდან სათვალე
ამოვიღე, გავტეხე და სათვალის ყურსაცვამი გულში გავიყარე. ძალიან შეშინდნენ
და თავი დამანებეს."
გორელაშვილი იხსენებს, რომ წინასწარი დაკავების საკანში ყოფნის დროს, ციხის ადმინისტრაცია ვიღაც პოლკოვნიკს ეძებდა.
გვარიც კი არ იცოდნენ, უბრალოდ დავალებული ჰქონდათ პოლკოვნიკის მოძებნა: "საკნიდან გამომიყვანეს და მკითხეს, შენ ხარ პოლკოვნიკიო? ეხლა პოლკოვნიკიც გამხადეთ,-მეთქი? ვუპასუხე".
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, პოლკოვნიკი, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია
ეძებდა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ნიკოლოზ გიგაურია. გიგაური 8
დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ჩვენი ინფორმაციით, გიგაურის
გვარის დასახელებას სერგო თეთრაძისგან მოითხოვდნენ. "გურია ნიუსი" ნიკოლოზ
გიგაურს დაუკავშირდა; გაირკვა, რომ ის თავდაცვის სამინისტროში აღარ მუშაობს
_ ცოცხლად გადარჩენის შემდეგ, მან საქართველო დატოვა.
"8 დღის განმავლობაში ვეძებდით, ისიც კი არ ვიცოდით, რომ დაკავებული
ჰყავდათ. სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, აიპადი, ბავშვების ფოტოები... 8
დღის შემდეგ კი, ჩემი მეუღლე ცოცხალმკვდარი მოიყვანეს და სრული ამ სიტყვის
მნიშვნელობით, დააგდეს საწოლზე საშინლად ნაწამები, ნაცემი, აბსოლუტურად
გალურჯებული. დღემდე არ ვიცი, რას ერჩოდნენ. ნიკოლოზი არც სერგო თეთრაძეს
იცნობდა და არც სხვა ბრალდებულებს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში გიგაურის მეუღლემ.
ცნობილი "ენვერიდან" ერთი წლის თავზე, მორიგი "ენვერის" გადაღება
დაიგეგმა. ახალი სცენარი ძველის ზუსტი ასლი იყო შეცვლილი სახელებითა და
გარემოებებით. "გურია ნიუსისთვის" წყაროებიდან ცნობილია, რომ ახალაიები,
მფრინავების საქმეში გენერალ დავით ნაირაშვილის ჩართვას გეგმავდნენ,
რომელსაც იმ პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების
სარდლის, ხოლო 2008 წლიდან, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის
თანამდებობა ეკავა.
2010 წელს, "ენვერის" ოპერაციის მონაწილე მფრინავების დაკავების
შემდეგ, ნაირაშვილი ჩამოაქვეითეს და დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშის
სტატუსით 3 წლით გაამგზავრეს.
"გურია ნიუსი" ლონდონში დაუკავშირდა გენერალს. ნაირაშვილმა ვრცელ
კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა, ჩვენი ინფორმაცია, რომ ახალაიები მის
წინააღმდეგ მორიგ შეთქმულებას გეგმავდნენ, არ გაკვირვებია: "თქვენ
ალბათ გესმით, რომ სანამ თანამდებობაზე ვარ, ბევრი რამის ლაპარაკი არ
შემიძლია; რა თქმა უნდა, მე ვიცი ბევრი რაღაც და მაქვს ჩემი შეხედულება
ბევრ საკითხზე. ის, რომ სამხედრო მოსამსახურეს ჩემი გვარი დაუდეს, პირველად
თქვენგან მესმის, თუმცა, არ მიკვირს. ვხვდები, რომ შემთხვევით გადარჩენილი
ვარ. ასევე შემთხვევით ბევრ საქმეში ვარ გადარჩენილი ამ ცხოვრებაში," _ თქვა გენერალმა ნაირაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბარში.
არნო ხიდირბეგიშვილი: „რისთვის მოკლეს სერგო თეთრაძე ნაც-ანალური ხელისუფლების ჯალათ-პედერასტებმა“
თანამემამულენო! სააკაშვილის ხელისუფლება, მთელი ეს წლები გადაჰქონდა რა ჩვენი ყურადღება ტყუილებზე რუსული სამხედრო მუქარის, „მეხუთე კოლონის“, „ფე-ეს-ბე“-ს ჯაშუშებისა და კრემლის აგენტების შესახებ, ციხეებში ჩვენს შვილებს, ქმრებსა და ცოლებს, ძმებსა და დებს, მამებსა და დედებს აუპატიურებდა და სცემდა! ხოლო აშშ და ევროპა, რომლებმაც მილიარდობით დოლარი შეაჭამეს ამ ხელისუფლებას, ფიქრობდნენ, რომ ეს ფული დანიშნულებისამებრ – საქართველოში დემოკრატიის მშენებლობაზე დაიხარჯა... როგორც აღმოჩნდა, ის ციხეებში წამებაზე დაიხარჯა და ხელისუფლების ჯიბეში წავიდა, რაც დღეს ჩვენი დასავლეთელი „პარტნიორ-მეგობრების“, როგორც ყოველთვის, დაგვიანებულ გაკვირვება-აღშფოთება-შეშფოთებას იწვევს.
თანამემამულენო! ჩვენი პატიმრების ტკივილმა, ჩვენი შვილების ტკივილმა დღეს სასწაული მოახდინა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ხელეწიფებოდა – გააერთიანა ქართველი ხალხი, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. ყველა, ვისაც მისხალი სინდისი მაინც შერჩა და ვისაც სისხლში არ აქვს ხელები დასვრილი, განუდგა „ნაც-ანალურ მოძრაობას“! დანარჩენებს ამისათვის ზუსტად ერთი კვირა დარჩათ – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე.
მაშ, სახეში შევაფურთხოთ ყველას, ვინც ნაც-ანალურ ხელისუფლებაშია ან მხარს უჭერს მას, და მნიშვნელობა არა აქვს – ქალი იქნება თუ კაცი, მეზობელი თუ ნათესავი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, ბიზნესმენი თუ ომბუდსმენი! მოსვენება არ მივცეთ ჯალათ-პედერასტებს არც დღისით, არც ღამით, შევარცხვინოთ და ისხდნენ ეს ვირთხები ცხვირგამოუყოფლად თავიანთ სოროებში, სანამ ნარებზე გადასხდებოდნენ, რომლებზეც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს შვილებზე ძალადობდნენ!
ერთ დღეში – 2012 წლის 18 სექტემბერს, როდესაც ციხეებში გადაღებული რამდენიმე ვიდეო გვაჩვენეს – ნაც-ანალების ხელისუფლებამ არჩევნები წააგო და გაანადგურა მითი საქართველოს სამართალდამცავ, პენიტენციარულ და სასამართლო სისტემებში რეფორმების შესახებ: დღეს ჩვენთან კვლავ პოპულარულები გახდნენ ქურდები, რომლებიც დღევანდელ ქვეყნის მბრძანებლებთან შედარებით გმირები და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები არიან!
ნამდვილი გმირი და ვაჟკაცი კი ჯალათ-პედერასტების ამავე ნაც-ანალური გუნდის მიერ ციხეში მოკლული 57 წლის თადარიგის ოფიცერი სერგო თეთრაძე იყო, რომელიც არასოდეს ყოფილა დაზვერვის პოლკოვნიკი, მაგრამ იყო ავღანეთის გმირი – წითელი ვარსკვლავის ორდენის ორგზის კავალერი, და აფხაზეთის ომის ვეტერანი. 2011 წლის 17 სექტემბერს, მისი დაბადების დღეს, ღამის 3 საათზე ის – უკვე 5 წლის განმავლობაში სამოქალაქო პირი – სახლიდან გაიტაცეს არა პოლიციელებმა, არამედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა კამუფლირებულ სამხედრო ფორმებში, რომლებიც ერთმანეთს მეგრულად ელაპარაკებოდნენ: გახსოვთ, წინამძღვრიშვილის ქუჩა №67-ის მეზობლებო?! ექვსი დღის შემდეგ კი – 23 სექტემბერს, ისევ ღამით, გლდანის №8 საპყრობილეში თეთრაძის ოჯახს მისი ცხედარი დაუბრუნეს – ცემისაგან გაშავებული, მაგრამ ახალ იაფფასიან ტანსაცმელში, რადგან მისი ტანსაცმელი წამებისგან სისხლით იყო გაჟღენთილი...
იცით, რატომ მოკლეს ის?! ხელისუფლებამ მაშინ მორიგი „დოკუმენტური“ ფილმი ჩაიფიქრა საქართველოში „რუსეთის ჯაშუშების“ სერიიდან – „ენვერი 3“, და მისი მთავარი პერსონაჟი უნდა გამხდარიყო ეთნიკური სომეხი და საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა – სერგო თეთრაძე, რომლის მეშვეობითაც „გაიხსნებოდა მთელი ჯაშუშური ქსელი“! ჯალათ-პედერასტები, რომლებიც ვერასოდეს ეღირსებიან სამხრეებზე დიდ ვარსკვლავებს, რომლებიც პოლკოვნიკმა თეთრაძემ მრავალწლიანი უმწიკვლო სამსახურით მოიპოვა (ადამიანები, რომლებსაც ვარსკვლავები მხრებზე აქვთ ამოსვირინგებული, მალე „გააპეტუხებენ“ მათ!), რეზინის ხელკეტით უკანა ტანიდან აუპატიურებდნენ მას (როგორც კადაფის – ავტომატის ლულით) სწორედ იმიტომ, რომ ის არ გატყდა – არ დაადო ხელი სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, რომელთა სია წინ დაუდეს, რითაც ჯალათების საზიზღარი გეგმები ჩაფუშა!
ცნობისათვის: სერგო თეთრაძე თავდაპირველად სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო და ავღანეთის შემდეგ თბილისში საინჟინრო ბაზაზე მსახურობდა (ელიას უბანში, რომელსაც თბილისელები არსენალს ეძახიან) პოდპოლკოვნიკ ალექსანდრე გრინბერგის მეთაურობით. გასული საუკუნის მძიმე 90-იან წლებში მაიორი თეთრაძე შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა თბილისელებს – ბენზინით, რომლის მწვავე დეფიციტიც იყო მაშინ საქართველოში, ჩუქნიდა სატვირთო მანქანის სათადარიგო ნაწილებს, ნაჯახებს, ნიჩბებს – ყველაფერს, რაც მის საქვეუწყებო საწყობში ინახებოდა. ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის შემდეგ თეთრაძე მაშინვე გადავიდა ქართული არმიის რიგებში და იმავე საინჟინრო ბაზის მეთაური გახდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „КЗакВО“-მ გადასცა; მერე იყო აფხაზეთი, საარტილერიო ბრიგადასა და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებში სამსახური. მაგრამ სადაც უნდა ემსახურა სერგო თეთრაძეს, ის დიდი ავტორიტეტით და თანამოსამსახურეთა პატივისცემით სარგებლობდა (რატომ დუმხართ, ვეტერანებო?!). 2007 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის წოდებით ის თადარიგში იქნა დათხოვნილი. და მას შემდეგ უმუშევარი იყო. მის ოჯახს ძალიან უჭირდა და იძულებული იყო, დარაჯად ემუშავა.
რამდენიმე გეოგრაფიული რუკის, როგორიც ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდება, ერთი ვაზნისა და ერთი მჭიდის გამო, რომლებიც მის სარდაფში იპოვეს და მისთვის შეგდებული „ფლეშკის“ გამო, რომელიც შემდგომი ჩხრეკისას აღმოაჩინეს (ჩხრეკა მოწმეებისა და თვით თეთრაძის გარეშე ჩატარდა – ამ დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაში რეზინის ხელკეტით „თანამშრომლობაზე“ მის დაყოლიებას ცდილობდნენ!), პოლკოვნიკი, ავღანეთისა და აფხაზეთის გმირი, ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში... თანაც საქმე გასაიდუმლოებული იყო და საგანგებოდ ჩატარებულ სასამართლოზე მხოლოდ ადვოკატი – თამარ იასეიშვილი შეუშვეს, რომელსაც გახმაურების შემთხვევაში ისეთივე ანალური პროცედურებით დაემუქრნენ, რომლებსაც ნამდვილი თბილისელისა და ვაჟკაცის – სერგოს, გულმა ვერ გაუძლო. მისგან მხოლოდ ნათელი ხსოვნა და ოქროს ჯვარი დარჩა, რომელიც მან, როცა ჯალათ-პედერასტებს სახლიდან მიჰყავდათ, კისრიდან მოიხსნა და ჩამოჰკიდა თავის პატარა ვაჟს, სახელად – დათას... დიახ, პატივცემულო მკითხველო, სერგო თეთრაძის ვაჟი საკუთარი მამის მკვლელის ღვიძლი ძმის – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის – დათა ახალაიას სეხნიაა, რომელსაც იმ დროს კუდ-ის უფროსის თანამდებობა ეკავა.
სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ადვოკატმა თამარ იასეიშვილმა, რომელმაც მოახერხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვა, გაბედა და ოჯახს შეატყობინა, რომ სერგო საშინლად ნაცემი იყო. მომხდარის შესახებ ინფორმაცია თეთრაძის ოჯახის ახლობლებმა მაშინვე გაუგზავნეს ქართულ მედიასაშუალებებს და პარტიებს, მათ შორის – საქინფორმს, მაგრამ მისმა შეშინებულმა მეუღლემ, რომელსაც გახმაურების შემთხვევაში ვაჟიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ჩვენთან საუბარზე უარი თქვა (მომიტევოს ქალბატონმა ნანამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ მან თავის მეუღლეს – სერგოს, უღალატა...). მხოლოდ სტუდია „GNS“-მა და ნანა ლეჟავამ მიუძღვნეს ამას „კვირის რეპორტაჟი“ ტვ „მაესტროზე“, ხოლო პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ირაკლი ალასანიამ გაბედა, საჯაროდ განეცხადებინა ამ ამაზრზენი დანაშაულის შესახებ და საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მეგის ქარდავას პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. როგორც დღეს გვაცნობებს იძულებით ემიგრაციაში მყოფი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც გლდანის №8 საპყრობილეში საშინელ წამებებზე ვიდეოები გადაიღო, სწორედ მათი ბრძანებით პოლიციის ხელკეტით გაუპატიურების დროს შემოაკვდათ თეთრაძე ალექსანდრე მუხაძეს და ოლეგ ფაცაციას.
P.S. ჩვენო ძვირფასო დასავლეთელო „მეგობრებო“! გულზე ხელი დაიდეთ და გვიპასუხეთ: განა თქვენ თვითონ მოგწონთ, როგორი „დერმოკრატიაც“ საქართველოში ააშენეთ? ახლა მაინც დარწმუნდით, რომ ვერასოდეს გაუგებთ აღმოსავლეთს, და რომ საქართველო – აღმოსავლეთია და არა დასავლეთი?! თქვენ იმდენი რამ გაგვიკეთეთ, რომ უკანასკნელადაც დაგვდეთ პატივი: წასვლისას ეს ჯალათ-პედერასტების ნაც-ანალური ხელისუფლება თან წაიღეთ, რომელიც 9 წლის წინ მოგვიყვანეთ! პედერასტებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ოღონდ – საქართველოში არა...
"დათო და ბაჩო ახალაიებმა, გია დგებუაძემ - "მასტერამ", დავით ჭაკუამ, სოსო თოფურიძემ, ალექსანდრე მუხაძემ დღემდე ვერ მოახერხეს თურქეთიდან გაღწევა
2012-10-23 10:58:16 "ალიას" მასალების მიხედვით
"ეს დოკუმენტები გაცემულია ქალაქ რიზეს სასტუმროში, სადაც 2012 წლის 5 ოქტომბრიდან თავი შეაფარეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ჭაკუამ, კუდ-ის უფროსის მოადგილემ სოსო თოფურიძემ და გლდანის მერვე საპყრობილის ცნობილმა ინკვიზიტორმა, რომელმაც პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე წამებით მოკლა - ალექსანდრე მუხაძემ! მათ იქ დახვდათ დათა და ბაჩო ახალაიები და ასევე "მასტერა", ანუ გია დგებუაძე", - აცხადებს "ხალხის პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი ჯუმბერ თავართქილაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა სკანდალურ დოკუმენტებს აწვდიან "ალიას" ახალაიების, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძის, დავით ჭაკუას, "მასტერასა" და ალექსანდრე მუხაძის ადგილსამყოფელის შესახებ?!
"თოფურიძეს, ჭაკუასა და მუხაძეს რიზეში თან ახლდათ სასულიერო პირი, რომლის ვინაობაც დადგენელია - ჩემმა წყარომ ის სასულიერო პირი ვერ იცნო. ეს ხალხი საბაჟოზე გადაიყვანა აჭარის კუდ-ის უფროსმა თემურ პატარიძემ და ჩაიყვანა ისინი რიზეში, სადაც სასტუმროში დააბინავა კიდეც. ის მარტო არ ყოფილა - მას თან ახლდნენ ცნობილი კრიმინალები: ვალერი ჟღერია, რომელსაც ბათუმში იცნობენ როგორც პატარიძეს ნათლულს, ასევე თემურ ნაკაშიძე და ოთარ ცინცაძე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ეს პირები ყველანი არიან ნასამართლევები და ესენი საზღვარზე გადავიდნენ ერთი ჯიპით, რომელიც თოფურიძეს, ჭაკუასა და მუხაძეს უკან მიჰყვებოდა. ჩემმა ინფორმატორმა დაინახა, თუ როგორ გამოემშვიდობა "მასტერასა" და თოფურიძეს უკან გამობრუნებისას პატარიძე" ,- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯუმბერ თავართქილაძე.
"ჩემი ინფორმატორის თქმით, ესენი აპირებდნენ ევროპაში წასვლას, მაგრამ ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა შეიტყვეს მათი გეგმის შესახებ და ისინი მზად იყვნენ, ამათ იქ დახვედროდნენ. ეს ამბავი, როგორც ჩანს, ამათაც გაიგეს და ევროპაში წასვლა გადაიფიქრეს. ცდილობდნენ თავიანთი ახლობელი თურქი ბიზნესმენების საშუალებით გაფრენილიყვნენ. ამერიკაში, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხეს თურქეთიდან გაღწევა და დღემდე ტრაპიზონში იმყოფებიან კონსპირაციულად. მე 21 ოქტომბერს გადავკვეთე სარფის საბაჟო, ვესაუბრე ჩემს ინფორმატორს და იმავე დღესვე გადმოვკვეთე საქართველოს საზღვარი: ჩემი ინფორმატორის ცნობით, ახალაიებიც ტრაპიზონში არიან, ამის გადამოწმება ყველას შეუძლია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩემი ინფორმატორი არის კაცი, რომლსაც ამ ხელისუფლებამ 30 წელი მიუსაჯა შეკრებითობის პრინციპით და რომლის პირადი მტერიც არის აჭარის კუდ-ის უფროსი თემურ პატარიძე! სწორედ მან მომაწოდა ეს ყველაფერი - მინდა გითხრათ, რომ ევროპაში მყოფი ჩვენი ემიგრანტები იქ ძალიან მაგრად აკონტროლებენ სიტუაციას და ესენი რომ რიზეში იყვნენ სასტუმროში, მან ეს ბელგიაში გაიგო, ჩამოვიდა ბელგიიდან და მომაწოდა ეს ყველაფერი. პატარიძე ახლა ბათუმშია და ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრას თემურ პატარიძის წინააღმდეგ!" - დასძენს ჯუმბერ თავართქილაძე და შეკითხვას - "ეს ქვეყნის დამაქცევრები მირბიან ქვეყნიდან და ეზიდებიან აურაცსელ ქონებას, სარფის საბაჟოზე არავინაა ისეთი, ვინც ამ ვირთხებს საქართველოს ქონებას არ გაატანს?" - პასუხობს:
"ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, სხვა ამას ვერავინ გააკეთებს. ჯერჯერობით ასეთი რეჟიმი სარფის საბაჟოზე შექმნილი არ არის და აწი ვნახოთ!"
სარფი ერთადერთი გზაა, რომლითაც საქართველოდან გაღწევა შეუძლიათ ამ სახელმწიფო დამნაშავეებს და ნუთუ სამართალდამცავებს კონტროლის ქვეშ აქ აქვთ აყვანილი იქაური საბაჟო- გამსვლელი პუნქტი?
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]