ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:31
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ელექტროენერგიაზე ტარიფი, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე შემცირდება
06:24
ელექტროენერგიაზე ტარიფი, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე შემცირდება

ელექტროენერგიაზე ტარიფი, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გაიაფდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.

„ყოველდღიურად ისმის ახალი თემები, რომ შესაძლოა, ტარიფის განახევრება და საზოგადოებაში ეს ძალიან ცუდად აღიქმება. თითქოს შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გამორიცხულია და წარმოუდგენელია ტარიფების განახევრება. შემცირებას რაც შეეხება, ეს ნამდვილად შესაძლებელია", - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ ციფრს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. კითხვაზე, სად ხედავს სამინისტრო გაიაფების რესურსს, მინისტრმა განაცხადა, რომ ძირითადად ეს გამანაწილებელი კომპანიები იქნებიან. მისივე ინფორმაციით, დღეს და ხვალ იგეგმება შეხვედრა „ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებთან, ასევე, მოლაპარაკებები იქნება კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების პირასაა და სახელმწიფო ამ კომპანიის მიმართ სუბსიდირებას განახორციელებს, რომ ერთ კონტექსტში მოვიდეს ტარიფი მთელი ქვეყნის მოსახლეობასთან", - განაცხადა კახი კალაძემ.

ნანახია: 1412 | დაამატა: კობა
სულ კომენტარები: 2811 2 3 ... 18 19 »
0  
1 კობა   (30.11.2012 06:26) [Материал]
კობა,ჩემი ნიკით ვერაფრით ვერ შემოვედი,რა ჯანდაბა სჭირს ვერ გავიგე,შენით დავალაგე თემები tongue

0  
2 კობა   (30.11.2012 06:26) [Материал]
ტერი ვარ tongue

0  
3 ბიბი   (30.11.2012 10:38) [Материал]
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin ტერი-კობა!

საიტის გალამაზება-რეკონცტრუქციამ, ტერის თვითლიკვიდაცია გამოიწვია!

0  
4 ბიბი   (30.11.2012 10:39) [Материал]
ტერიკო, სად გაქრა სასრიალო ისარი? wacko wacko tongue happy

0  
5 ბიბი   (30.11.2012 10:42) [Материал]
მიდით, გააკეთეთ თქვენი საქმე! angry აბა რა, მარტო დაჭერების ინფორმაციები, რომ გახადეთ საჯარო, ხალხის კეთილდღეიობისთვის გადადგმული, სულ მცირე მაბიჯიც, კი უნდა გამოქვეყნოთ, თორემ ხომ ხედავთ, ჩასაფრებულია უსინდისო ნაცების ბანდა და ყველაფერს სათავისოდ ქადაგებენ!!! ხალხი უნდა მოიმადლიეროთ!!! angry sad

0  
6 ბიბი   (30.11.2012 10:50) [Материал]

0  
7 ბიბი   (30.11.2012 10:53) [Материал]
სად ხართ? angry
არალე, შენ ამ დროს ყოველთვის აქ იყავი! რატომ არარ შემოდიხარ? sad გუშინ მოგკარი თვალი, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე გასული იყავი sad ხომ კარგად ხარ?

კორშა როგორ ხარ? იმედია კარგად ხარ smile

0  
8 ბიბი   (30.11.2012 11:01) [Материал]
გია ხუხაშვილი - "მეცხრე არხის" მისამართით ბევრი კითხვის ნიშანია
30/11/12 16:18
"მეცხრე არხს" მეტი შესაძლებლობები და რესურსი აქვს, ვიდრე ამას იყენებს. ამის შესახებ "ივერონს" ექსპერტმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

"მე-9 არხი არც ადრე მომწონდა არც ახლა. ის არ არის იმ დონის ტელევიზია, რა დაფინანსების პირობებშიც იმყოფება". დასტურად კი ხუხაშვილმა რეიტინგის მონაცემები მოიყვანა.

"მე-9 არხი არ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგად დაფინანსებული ტელევიზია იყო. რეიტინგში მას მეექვსე ადგილი ეკავა. იქ რომ რაღაცა შესაცვლელი იყო, მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი. "მე-9 არხის" მიმართ, პრეტენზია მქონდა და დღესაც მაქვს. მე არ ვუყურებ "მე-9 არხს", - აცხადებს ექსპერტი.

მანვე, მე-9 არხიდან ჟურნალისტების წამოსვლის ფაქტს კი, სამწუხარო და უსაფუძვლო უწოდა.

"ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი რაც ახლა, "მე-9 არხზე" ვითარდება. ლუბა ელიაშვილს ჯერ არაფერი გაუკეთებია და ამხელა აგრესია წამოვიდა მის მიმართ. ეს უსაფუძვლოა. დალოდებოდნენ მოვლენებს, თუ რამეს დააშავებდა ეს ადამიანი რამეს, მერე გაეკეთებინათ შესაბამისი განცხადებები. ლუბა იქ მუშაობდა და დირექტორის მოადგილე იყო, აქამდე არ იყვნენ მისით აღშფოთებულები არც ასეთი ისტერია ყოფილა, მისი მისამართით. თუ ბექაური იყო მათი სიტყვის გარანტი, არ ვიცი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მიჩნდება", _ განუცხადა "ივერონს" ხუხაშვილმა.

მე-9 არხის" დილის გადაცემის ჟურნალისტებმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ ტელეკომპანია დატოვეს.

ჟურნალისტების პროტესტი მე-9 არხის დირექტორის კახა ბექაურის მოხსნას და ამ თანამდებობაზე ლუბა ელიაშვილის დანიშვნას მოჰყვა.

0  
9 ბიბი   (30.11.2012 11:05) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gfaXkbTst3Q#!

0  
10 ბიბი   (30.11.2012 11:07) [Материал]
რა ხდება, ბოიკოტია? sad ბოლო-ბოლო სიმართლეს იტყვის ვინმე? angry

მოეშვით ამ იწილო-ბიწილოს და ან თქვით რა ხდება, ან ჩუმად აკეთეთ თქვენი საქმე!!! angry angry
მოისვენეთ თქვენც და ჩვენც მოგვასვენეთ! angry angry angry angry

0  
11 კორშა   (30.11.2012 11:07) [Материал]
ბიბი

0  
12 ბიბი   (30.11.2012 11:08) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=rhO8rGgnHOc

0  
13 ბიბი   (30.11.2012 11:09) [Материал]
კორშა!!!!! როგორ ხარ, საყვარელო?

0  
14 კორშა   (30.11.2012 11:10) [Материал]
"მე-9 არხი არ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგად დაფინანსებული ტელევიზია იყო. რეიტინგში მას მეექვსე ადგილი ეკავა. იქ რომ რაღაცა შესაცვლელი იყო, მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი. "მე-9 არხის" მიმართ, პრეტენზია მქონდა და დღესაც მაქვს. მე არ ვუყურებ "მე-9 არხს", - აცხადებს ექსპერტი

სამაგიეროდ რუსთავი 2 ხომ იყო პირველ ადგილზე.
მე მომწონს 9 არხი.თან ჯერჯერობით ახლები არიან და ბევრი გამოუცდელიც ყავთ არხზე.

0  
15 ბიბი   (30.11.2012 11:11) [Материал]
ირაკლი ბათიაშვილი - „ნაციონალებმა“ თვალებში შემომხედონ და პოლიტიკურ დევნაზე მერე ისაუბრონ
30/11/12 17:43
ირაკლი ბათიაშვილი საქართველოში მიმდინარე პოცესებს აფასებს და მაღალი თანამდებობის პირთა დაპატიმრებებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ თვლის. "ივერონის" პრეს-კლუბში სტუმრობისას მან "ნაციონალებს" შეთავაზებაც გაუკეთა და ისინი ამ თემაზე სასაუბროდ, დებატებში გამოიწვია: "ბევრს ლაპარაკობენ, რომ რაც ქვეყანაში ხდება, არის "ნაციონალების" პოლიტიკური დევნა. მოწადინებული ვარ, რომელიმე "ნაციონალი" დებატებში დამიჯდეს, ისინი ყოველთვის თავს არიდებდნენ ამას. ძალიან მინდა, აკაკი მინაშვილი, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ან რომელიმე სხვა მოვიდეს, თვალებში შემომხედოს და მერე დაიწყონ ლაპარაკი პოლიტიკურ დევნაზე.
აბსურდული და ცინიკურია, როცა პოლიტიკურ დევნილებზე ლაპარაკობენ "ნაციონალები", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

1-15 16-30 31-45 ... 256-270 271-281
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025