ხუთშაბათი, 19.06.2025, 02:06
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » ვინ გასცემდა პოლიტიკური ოპონენტების მოსმენების ბრძანებას და სად ინახება სკანდალური ჩანაწერები
07:28
ვინ გასცემდა პოლიტიკური ოპონენტების მოსმენების ბრძანებას და სად ინახება სკანდალური ჩანაწერები

მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოსამზადებელი პროცედურა

არჩილ კბილაშვილის უწყება კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნების საქმეების ირგვლივ ახალ დეტალებზე მუშაობს. გამოკვეთილი ვერსიების მიხედვით,  ,,ეშმაკუნები დეტალებშია’‘ და სხვა მაღალჩინოსნების დაჭერის ალბათობას მიანიშნებენ. ,,ვერსიამ’‘ უკვე გამოაქვეყნა შსს-ს იმ მაღალჩინოსნების სია, რომელთაც ბრალი სასამართლოში ძირითადად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე, 285-ე მუხლებით წარედგინებათ. 

 უკვე გამოკვეთილია და ბრალის დაუსწრებლად წაყენების ბრძანებაც კბილაშვილს გაცემული აქვს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მიმართ. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პროკურატურის მასალებში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის შესაძლო ფიგურირებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. თუმცა თავად ,,ნაცმოძრაობის’‘ გენერალურმა მდივანმა ყველაზე უკეთ უწყის, რომ ივანიშვილის პროკურატურა ვანოზე გასვლას გეგმავს. მერაბიშვილი, ადეიშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი... გახდება თუ არა შოთა ხიზანიშვილი მერაბიშვილის დაკავებისთვის ,,ლაკმუსის ქაღალდი’‘, მისი ჩვენების მიხედვით გახდება ცნობილი. მანამდე პროკურატურას უკვე აქვს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ბექა კვარაცხელიას ჩვენება:   ,,ბექა კვარაცხელიამ განახორციელა უკანონო შეღწევა კომპიუტერთა ბაზებში, შეარჩია რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი, დააკოპირა დისკზე და გადასცა ხიზანიშვილს. 27 სექტემბერს, ხიზანიშვილმა დაურეკა კვარაცხელიას, დაარეგისტრირებინა ბესო სურმავა ,,იუთუბზე’‘ და აატვირთვინა კვარაცხელიას მის მიერვე შერჩეული მასალები. ბესო სურმავა, ჩანაწერის გამოქვეყნების შიშით, დათანხმდა კუდ–თან თანამშრომლობას და მისი სახელის გამოყენებას. ის გადაიყვანეს მოდულის შენობაში, წახალისების მიზნით და უშუალოდ შოთა ხიზანიშვილის დავალებით, გადაუხადეს 150 ათასი ევრო და ამის შემდეგ ბესო სურმავამ წინასწარ მომზადებული ტექსტი ვიდეოკამერაში თქვა, რაც აიტვირთა ვიდეოპორტალ „იუთუბზე", _ ასეთია მთავარი პროკურორის მიერ გაჟღერებული ჩვენება, რომლის მიხედვითაც ბრალი წაუყენეს შსს-ს მაღალჩინოსნებს. რა ირკვევა ამ განცხადებიდან? _ ცალსახად ჩანს, რომ ჩანაწერები შსს-ს არ ჰქონდა და უკანონო მოსმენებსა და ჩაწერას ვიღაც სხვა ახორციელებდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალეულობის ძირითადი ნაწილი სხვის კომპიუტერში შეღწევაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს-ს მაღალჩინოსან კვარაცხელიას არაფერში სჭირდებოდა ვიღაცის კომპიუტერულ ბაზაში შეღწევა და იქედან ამ მასალების მოპოვება, თუ შსს თავად უსმენდა ამ პოლიტიკოსებს. ან რა პრობლემა უნდა ყოფილიყო შსს-სთვის, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო სატელეფონო მოსმენების ბუმზე ლაპარაკობდნენ და ათასგზის გამოუქვეყნებია სატელეფონო ჩანაწერები სამხილებად, რომ პირდაპირ სატელიტური საშუალებებით მოესმინა ამა თუ იმ პოლიტიკური პირებისთვის? მაშ, რაში სჭირდებოდა სურმავა და კომპიუტერში მოტყუებით შეღწევა? საკითხავია, ვისი დავალებით ხდებოდა და ვინ ახორციელებდა იმ მოსმენებს, რაც ამ კომპიუტერში ინახებოდა? ეს ყოველივე და კბილაშვილის განცხადებაც, რომ ,,ბესო სურმავა, ჩანაწერის გამოქვეყნების შიშით, დათანხმდა კუდ-თან თანამშრომლობას’‘, მაინც ვერ პასუხობს კითხვას _ ვინ იწერდა ამ პოლიტიკოსებს, შსს-ს თანამშრომლები თუ სურმავა?!  ბექა კვარაცხელია აცხადებს: ,,პროცედურულად ეს ასე ხდებოდა: დაინტერესებულ ობიექტს ელექტრონულ ფოსტაზე ვუგზავნით რაიმე მისთვის საინტერესო ფაილს, ეს შეიძლება იყოს სურათი, ვიდეო, რაიმე წერილი ან სხვა და მისი გახსნის შემთხვევაში უკვე პროგრამა ავტომატურად ინსტალირდება კომპიუტერში და იწყებს მოქმედებას. ასევე დავამატებ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გაგვეგო, კომპიუტერში კლავიატურით შეყვანილი კომბინაციები (კოდები). პროგრამა ახდენდა კომპიუტერის მიმდებარედ (და არა სხვა ადგილას და სხვა სატელეფონო საუბრები, რასაც ვისმენდით, _ ე.ს.) საუბრების ფარულად ჩაწერას, რის შემდგომაც შესაძლებელი ხდებოდა აღნიშნული საუბრების ჩვენს კომპიუტერში გადმოტანა და შემდგომ საუბრების გაშიფვრა. მოპოვებული ინფორმაცია ინახებოდა ჩვენს კომპიუტერებში და, საჭიროების შემთხვევაში, ხდებოდა დისკებზე კოპირება’‘.  კბილაშვილს არაფერი უთქვამს იმ ,,კომპიუტერული ქურდობის’‘ თაობაზე, რომ ,,ოტოს’‘ ,,ჰაკერებმა’‘ ბიძინას პირადი ოჯახური არქივიდან მისი საცვლებში გადაღებული ფოტო და ასევე ბავშვის დაბადების დღეზე ბუშტებით გართობის ვიდეო-ჩანაწერები მოიპოვეს. უმრავლესობაში კი მიუთითებენ, რომ  პროკურატურის შურისძიების ერთ-ერთი მთავარი მოტივი სწორედ ეს ფოტოებია. სხვათა შორის, თეა წულუკიანი ამ პირების დაკავებიდან რამდენიმე წუთში  მხოლოდ ერთ ბრალეულობაზე, სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ ტექსტი შეცვალა და სურმავას გატაცებაზე გააკეთა აქცენტი.     ,,ოტოს’‘-ს დირექტორის მოადგილის ჩვენებიდან კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი ირკვევა, შოთა ხიზანიშვილისთვის დისკის გადაცემა პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს.  

პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ ივანიშვილი სააკაშვილზე გასვლას და მისთვის მოსმენების საქმეზე ბრალის წაყენებას აპირებსო. ახლა მთელი ზეწოლა ხიზანიშვილზე განხორციელდება. ძალოვან სტრუქტურებში პრივატულად უკვე მიანიშნებენ, რომ ივანიშვილის გარემოცვაში მიშას დაჭერა სურთ, ამისთვის კი პროცედურულად ჯერ იმპიჩმენტია აუცილებელი.  

არასანქცირებული მოსმენები კი იმპიჩმენტის საფუძვლად, შესაძლოა, თავისუფლად იქცესო. თუმცა რამდენად დაუშვებს დასავლეთი ივანიშვილის ამ გეგმას, საეჭვოა.

 შსს-ს მაღალჩინოსნების ჩვენებით, საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში, სააკაშვილის გარდა, კიდევ ერთი პირის სახელი უნდა ფიგურირებდეს და, სავარაუდოდ, გამოძიება შეეცდება, მასზეც გავიდეს.Eეს არც ადეიშვილია, რომელზეც გამოძიებას ისედაც აქვს ზღვა მასალა და არც მერაბიშვილი. ვინ არის ,,იქს’‘-პირი, რომელიც ხიზანიშვილისგან უფრო მეტი რაოდენობის მასალის დადებას ითხოვდა, ჯერ უცნობია. სხვათა შორის, ეს პიროვნება ,,ფოტო-ჯაშუშების’‘ საქმეებშიც ფიგურირებს და მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა სააკაშვილის დროს. როგორც გვიყვებიან, მისი ინიციალები ფიგურირებს მერაბიშვილ-ხიზანიშვილის საუბრის ერთ ძველ აუდიო-ჩანაწერში, თუმცა რაიმეს მტკიცება გამოძიების პრეროგატივაა და ჩვენ მხოლოდ ვერსიები შეგვიძლია ვივარაუდოთ.

ამას გარდა, ჯამალაშვილისა და სხვათა ჩვენებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილის  უახლოესი გარემოცვის, ასევე ,,ქართული ოცნების’‘ ლიდერების სხვა უფრო  მნიშვნელოვანი ჩანაწერებიც იყო და წაშლილია. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ეს ჩანაწერები უკვე ივანიშვილთან დევს და ისინი საკმაოზე მეტად სკანდალურია. თუმცა, როგორც წესი, ასლები, შესაძლოა, სხვასთანაც იდოს.Aამ ფონზე ცოტა უცნაურად გამოიყურება კუდის საგამოძიებო ნაწილის უფროსის  დავით ლაღაძის საკითხი, რომელიც დაკითხვაზე შესულად გამოაცხადეს და მისი ასავალ-დასავალი აღარავის გაუგია. როგორც საგამოძიებო სტრუქტურებიდან ვრცელდება, შსს-ს თანამდებობის პირებისა და სააკაშვილის სხვა მაღალჩინოსნების დაკავებების სერია გაგრძელდება. მათ შორის, კალაძის საქმეს გიორგი ბარამიძის სახელს უკავშირებენ.  მეორე მხრივ, ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა კულუარული ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი პროკურატურაში იმ საკითხის შეტანას აპირებს, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვრცელდებოდა და, რომლის მიხედვითაც, ,,ქართული ოცნების’‘ წევრების მიერ პარტიის სასარგებლოდ მოქრთამვის ბრალდების ამსახველი კადრებიც გამოქვეყნდა, სადაც ივანიშვილის ძმისშვილიც ფიგურირებდა. მართალია, მაშინ ივანიშვილმა ძმისშვილის საქციელი არასერიოზულად შეაფასა, მაგრამ გამოძიება ამ მიმართულებითაც დაიწყება და სხვა მაღალჩინოსნებიც გამოიკვეთებიან. სხვა ეპიზოდია კუდის პირველი სამმართველოს უფროსის გიორგი ყავლაშვილის ჩვენებაში, რომელსაც ,,ქართუ ჯგუფის’‘ ტვირთის განზრახ დაზიანების მუხლით ედავებიან. ამ ეპიზოდში  საბაჟოს ზოგიერთ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებსაც დააკავებენ.  უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს დაკავებები ივანიშვილის ,,პრიმიტიული პოლიტიკური შურისძიებაა’‘. მეტიც, ,,ნაციონალების’‘ წევრი გოგა ხაჩიძე  აცხადებს, რომ ,,მალე ვინც არ იოცნებებს, ყველას დაიჭერენ’‘!     

ეკა სეხნიაშვილი 

 

ნანახია: 837 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 2
0  
1 არალე   (25.11.2012 08:21) [Материал]
ძალიან კარგია თუ მიშას დაჭერა სურს
არაა დასაჭერი?

0  
2 ბიბი   (25.11.2012 12:35) [Материал]
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს და ქვემოთა თემის სტატიაც დაწერილია ნაცების მომხრე ჟურნალისტების მიერ angry
რატომღაც, არაფრად მიაჩნიათ, უკანონო მოსმენები და მას ''ივანიშვილის ,,პრიმიტიული პოლიტიკური შურისძიებაა''-ს უწოდებენ(?) angry
და თუ დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანასა თუ აშშ-ში დამტკიცდებოდა, რომ პრეზიდენტი გარეული იყო ამ საქმეში, ეს გამოიწვევდა, სულ მცირე, პრეზიდენტის უპირობოდ გადადგომას!.... აქ რაღა ჯანდაბა დაემართათ, ამ ვაი ჟურნალისტებს? ჩვენ ხომ დასავლეთისკენ ვიბრძვით? angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025