ხუთშაბათი, 19.06.2025, 00:54
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 28 » ვაინახები შურისძიებისთვის ემზადებიან?
01:47
ვაინახები შურისძიებისთვის ემზადებიან?




ჩვენ მოვახერხეთ საქართველოს საზღვრების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების
დაცვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 29
აგვისტოს საქართველო-დაღესტნის საზღვართან ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის
დასრულების შემდეგ. სპეცოპერაციის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, შსს-ს
ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, 11 დივერსანტი კი
ლიკვიდირებულ იქნა. ამ სპეცოპერაციის შემდეგ უამრავი კითხვა წარმოიშვა: რა
იყო ეს - იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ დადგმული პიარაქციის ნაწილი თუ
ჩვენი ქვეყნის გადარჩენა რუსეთის აგრესიისგან? იყო თუ არა აუცილებელი ე.წ.
დივერსანტთა განადგურება? ვისი ხელშეწყობით ან უყურადღებობით მიეცათ
დივერსანტებს საქართველოში შემოსვლის საშუალება? იმედია, ამ კითხვებზე
პასუხის გაცემას სამართლიანი სასამართლო შეძლებს. მანამდე კი "ყველა
სიახლე" ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრს, წარმოშობით ქისტ მათე ციხესაშვილს სტრასბურში დაუკავშირდა.

დანარჩენი სპოილერში



ნანახია: 1999 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 3781 2 3 ... 25 26 »
0  
1 ფეფე   (28.10.2012 07:14) [Материал]
300-მდე პატიმარი ციხეებს დღეს და ხვალ ვადაზე ადრე დატოვებს

300-მდე პატიმარი ციხეებს დღეს და ხვალ ვადაზე ადრე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებიდან დღეს და ხვალ 300-მდე პატიმარი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი განმარტებით, დღეს მოინახულა სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულები, რომლებიც დაწესებულებაში მკურნალობენ. სუბარის ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც 180 საწოლზეა გათვლილი, 247 პატიმარი მკურნალობს. გარდა ამისა, შიმშილობდა ორი პატიმარი, რომლებმაც პროტესტის უკიდურესი ფორმა უკვე შეწყვიტეს.
"გუშინ პირობით ვადამდე გათავისუფლდა 35 პატიმარი, დღეს და ხვალ კი პირობით ვადამდე საპატიმრო დაწესებულებებს დაახლოებით 300-მდე პატიმარი დატოვებს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისივე განმარტებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეიძლება ნებისმიერ მუხლს შეეხოს.
"ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ მიდგომა შევცვალეთ. არსებობს რაღაც გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს საკითხი სასჯელაღსრულების მინისტრის კომპეტენციას სცდება და ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს. ამნისტიაზე საკანონმდებლო ორგანო უკვე მუშაობს და არ მგონია, ეს აქტი ძალიან დაგვიანდეს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, ამნისტიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცრუ მოლოდინები არ უნდა გაჩნდეს. "ამნისტია არ იქნება პანაცეა, თუმცა პირობით ვადამდე გათავისუფლების რეალური ამუშავებით სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით და ავადმყოფი პატიმრებისადმი მიდგომის შეცვლით, ჯამში, გათავისუფლება ფართომასშტაბიანი გამოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიც განიტვირთება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულ მინისტრს ციხის შესასვლელთან პატიმრების მშობლები დახვდნენ. ისინი ახალი მინისტრის სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ და გლდანის #8-ე დაწესებულებაში ყველა კადრის შეცვლა სთხოვეს

0  
2 ფეფე   (28.10.2012 07:14) [Материал]
გამარჯობათ.

0  
3 ფეფე   (28.10.2012 07:15) [Материал]
დიმიტრი გაბუნია - მიხეილ მაჭავარიანისა და ავთო (ჭუტა) წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

დიმიტრი გაბუნია - მიხეილ მაჭავარიანისა და ავთო (ჭუტა) წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება კომპიუტერული ტექნიკის კომპანია "მაქ სტოპის" დირექტორისა და მფლობელის, ბიზნესმენ მინდია ქაშიბაძის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს.
როგორც დიმიტრი გაბუნია განმარტავს, მისი კლიენტი დაიბარეს ავთო (ჭუტა) წერეთლის კაბინეტში და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რის დროსაც მას მხედველობა დაუზიანდა. ადვოკატის ინფორმაციით, მინდია ქაშიბაძეს აიძულებდნენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 300 ათასი დოლარი ჩაერიცხა და აღნიშნული ფულის გამოძალვას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. უარის მიღების შემდეგ მისი ტერორი დაიწყო, რის გამოც ბიზნესმენი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
ადვოკატის ინფორმაციით, ქაშიბაძე აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მითვისებით დაინტერესდნენ ბიზნესმენები ავთო(ჭუტა) წერეთელი და შევარდნაძის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე. მათ იცოდნენ, რომ ქაშიბაძეს ამ პერიოდში პრობლემები ჰქონდა და მას დაუწყეს არარსებული ვალის - 650 000 დოლარის მოთხოვნა. ამასთან, ქაშიბაძეზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაშიც იგი ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებს – ირაკლი კირკიტაძეს, რომელიც დავით კირკიტაძის ნათესავია და ვინმე ფხალაძეს, ასევე კუდ-ის მაღალჩინოსანს დგებუაძეს იგივე "მასტერას" ადანაშაულებს. გაბუნიას ცნობით, ამ საქმეში ირიბად ჩართული იყო მიხეილ მაჭავარიანიც, რომელიც მინდია ქაშიბაძის მტკიცებით, ავთანდილ წერეთლის ნათესავია. ისინი ქაშიბაძისგან ”ჭუტა” წერეთლისთვის არარსებული ვალის დაბრუნებას და ბიზნესის დათმობას ითხოვდნენ.
InterPressNews.Geამასთან, მიხეილ მაჭავარიანმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია მინდია ქაშიბაძეს.
"არსებობს უტყუარი ფაქტები და დოკუმენტები, რომელიც ააშკარავებს მიხეილ მაჭავარიანის სიცრუეს. მან განაცხადა, რომ არასდროს შეხვედრია ბიზნესმენ ქაშიბაძეს. გამოქვეყნებული ფოტო ადასტურებს, რომ კომპანია "მაქსტოპის" პრეზენტაციაზე მიხეილ მაჭავარიანი და მინდია ქაშიბაძე გვერდი-გვერდ დგანან. იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო მინდია ქაშიბაძის წინააღმდეგ მიმართულ ყველა კრიმინალურ ქმედებას საკადრის პასუხს გაცემს", - აღნიშნავს დიმიტრი გაბუნია.
მისივე განცხადებით, ქაშიბაძეს გააჩნია მასზე ზეწოლისა და წამების დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ გახმაურდება, თუმცა ისინი აუცილებლად გადაეცემა სასამართლოს მტკიცებულების სახით.
მინდია ქაშიბაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია გეგმავს პროკურატურაში სარჩელის შეტანას და ყველა დასახელებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღვძრას ითხოვს. მისივე თქმით, აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის, ირაკლი კირკიტაძის და ლევან ფხალაძის წინააღმდეგ, აგრეთვე მათი წამქეზებლის, ავთო (ჭუტა) წერეთლის მიმართ.

0  
4 ფეფე   (28.10.2012 07:19) [Материал]
პატრიარქი და სასჯელაღსრულების მინისტრი ხვალ #1 დაწესებულებას მოინახულებენ

პატრიარქი და სასჯელაღსრულების მინისტრი ხვალ #1 დაწესებულებას მოინახულებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი პატრიარქთან ერთად ხვალ სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს მოინახულებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. კრიტზე მინისტრისა და პატრიარქის შესვლა 12.00 საათისთვის არის დაგეგმილი. მანამდე ერთი საათით ადრე კი სოზარ სუბარი ილია მეორეს შეხვდება.
სხვა დეტალებთან დაკავშირებით პრესსამსახური ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ახმაურებს და განმარტავს, რომ დაწვრილებითი ცნობები ხვალ დილიდან გავრცელდება.

0  
5 ფეფე   (28.10.2012 07:21) [Материал]
ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლებისათვის

ირაკლი ალასანია დავით თევზაძეს თანამშრომლობას სთავაზობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს თანამშრომლობას სთავაზობს. როგორც ალასანიამ გადაცემა "პრეს-პრესში" განაცხადა, იგეგმება სამინისტროსთან მრჩეველთა ჯგუფის ჩამოყალიბება და თევზაძე მის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. ალასანიას განმარტებით, ის ამ საკითხზე დავით თევზაძეს უკვე ესაუბრა და მომავალში შეხვედრასაც აპირებს.
"პირველ რიგში მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი ბოლო 20 წლის განმავლობაში, რადგან ძალიან ბევრი სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა ბოლო პერიოდში ჩვენს ტერიტორიაზე. იმ მინისტრების, სამხედროების გამოცდილება, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ამ ოპერაციებს, არ უნდა დაიკარგოს", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ყარყარაშვილთან და გენერალთა კლუბთან.

0  
6 ფეფე   (28.10.2012 07:42) [Материал]

აუჰ, აღმოაჩინა კაცმა პრობლემის კერა.

+2  
7 ფეფე   (28.10.2012 07:46) [Материал]


ნეტა ეს ქალი დღეს რას ფიქრობს. თუმცა არა მგონია ამ ქალს დიდად აწუხებდეს ფიქრი.

0  
8 ფეფე   (28.10.2012 07:48) [Материал]

0  
9 ლერა   (28.10.2012 08:18) [Материал]
გოგოებო და ბიჭებო, პირველ რიგში გამარჯობათ!

ერთი სათხოვარი მაქვს ყველასთან, თუ ვინმეს ააქვს ინფორმაცია, ჩემ კარგ მეგობარს უნდა ბავშვთან ერთად საფრანგეთში გადასვლა, ცხოვრობს იტალიაში აქვს მწვანე ბარათი, ბავშვიც მიიღებს მაგ ბარათს ეხლა, მაგრამ ქმართან ააქვს პრობლემები ქმარი იტალიელია, და უნდა გაექცეს და ჩაბარდეს საფრანგეთის მთავრობას. როგორ ხდება, ან სად უნდა მივიდეს, რა უნდა მოიმოქმედოს, თუ შეგიძლიათ მომაწოდეთ რა ინფო, მე აზრზე არა ვარ და რამით თუ არ დავეხმარე გამისკდება გული, ისე მეცოდება, რა ვუშველო არ ვიცი. ბავშვს ააქვს ცოტა პრობლემები, ვერ მეტყველებს კარგად და საფრანგეთში მკურნალობენო ასეთ ბავშვებს, იმიტომ უნდა იქ.

წინასწარ მადლობა თქვენ.

0  
10 ლერა   (28.10.2012 08:23) [Материал]
არალე გამარჯობა ჩემო კეთილო ადამიანო, smile როგორ ხარ, მარტო ვართ აქ biggrin

0  
11 ფეფე   (28.10.2012 08:28) [Материал]
ლერა გამარჯობა. tongue :p
დღეს ღამე გეტყვი ყველაფერს.
შენ კითხვები მითხარი რa გაინტერესებს, ახლობელს ვკითხავ და პასუხებს მოგწერ, ოღონდ გვიან. tongue

0  
12 ფეფე   (28.10.2012 08:30) [Материал]

0  
13 არალე   (28.10.2012 08:36) [Материал]
გამარჯობათ გოგოებო, გუშინდელ პოსტებს ვკითხულობდი და ეხლა შემოვედი აქ!

ამერიკელები ისე მამხიარულებენ დილით biggrin

ლერა, მასეთი რამეების აზრზე არ ვარ, საწყალი გოგო, შემეცოდა, რა ჰყავს ამისთანა, რომ ასე ჩუმათ უნდა გაექცეს, კანონი არ აძლევს ალბათ ლეგალურად, ბავშვით წასვლის საშუალებას sad

0  
14 ფეფე   (28.10.2012 08:40) [Материал]
ჯარისკაცების პროტესტი ბათუმში. ავღანეთის ოპერაციისა და რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები სახელმწიფოს დახმარებას და თავშესაფარს თხოვენ. ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ სამსახურიდან 2008 წელს ბაჩო ახალაის ბრძანებით გაათავისუფლეს. მათ გუშინ გვიან ღამით ბათუმში ერთ-ერთ შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა, ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. შენობა, რომელში შესვლასაც ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ითხოვდნენ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.


0  
15 არალე   (28.10.2012 08:41) [Материал]
ფეფეს შეფასება როგორ მომეწონა, ფიქრით თავს არ უნდა იწუხებდეასო
ასეთივე წარმოდგენა მაქვს ბაბაჯანელ ჩრიტინა დედაბრებზე

1-15 16-30 31-45 ... 361-375 376-378
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025