ამ დროისთვის 11 საარჩევნო უბანზე მიმდინარე განმეორებით კენჭისყრაზე
ამომრჩეველთა აქტივობა 12.9 პროცენტს შეადგენს. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა
აზარაშვილმა განაცხადა, ხაშურის უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 11
პროცენტია, გორის ერთ უბანზე ასევე ამომრჩეველთა 11 პროცენტმა მისცა ხმა,
ხოლო სიღნაღში ამომრჩეველთა 34 პროცენტმა უკვე მიიღო კენჭისყრაში
მონაწილეობა. მისივე თქმით, აქტივობის შესახებ მორიგი მონაცემები 17.00
საათის შემდეგ გახდება ცნობილი.