ხუთშაბათი, 19.06.2025, 12:36
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » ციხეები ბოლო ორი თვის განმავლობაში სულ 1680 პატიმარმა დატოვა
06:19
ციხეები ბოლო ორი თვის განმავლობაში სულ 1680 პატიმარმა დატოვა
14:01 11-12-2012
ციხეები ბოლო ორი თვის განმავლობაში სულ 1680 პატიმარმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის ადგილები ბოლო ორი თვის განმავლობაში სულ 1680 პატიმარმა დატოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნობეს. 
სამინისტროს ცნობით, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების აქტით 880 პატიმარი გათავისუფლდა. 800 პატიმარი გამოვიდა ციხეებიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. მათივე ინფორმაციით, 93 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრდა. 
პატიმართა შეწყალების კომისიამ სხდომა 9 დეკემბერსაც გამართა და პრეზიდენტს 258 პატიმარზე გათავისუფლების, 16 მსჯავრდებულთან დაკავშირებით კი, სასჯელის განახევრების რეკომენდაციით მიმართა. კომისიის ბოლო რეკომენდაციებთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მიიღებს. ამასთან, შეწყალების სახელმწიფო კომისია ახალ წლამდე დარჩენილ დროში კიდევ ერთი სხდომის გამართვას გეგმავს. 
გარდა ამისა, პარლამენტში ~ამნისტიის შესახებ~ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და რომლის საფუძველზეც რამდენიმე ასეული პატიმრის გათავისუფლებას ელოდებიან. 
სოზარ სუბარის უწყებაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, კიდევ რამდენი მსჯავრდებული გათავისუფლდება დეკემბრის ბოლომდე. 
ნანახია: 756 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 2
0  
1 ბიბი   (11.12.2012 11:17) [Материал]
...ახლა იმის სტატისტიკაც გააკეთეთ, რამდენმა შეწყალებულმა ჩაიდინა უკვე დანაშაული angry ერთი უკვე შებრუნდება... პრეზიდენტი და უმრავლესობა, ერთმანეთს აბრალებენ, მის შეწყალებას! angry
ნეტა როდის დამთავრდება ეს დაუსრულებელი ბრალდებები და ორხელისუფლებიანობა?! angry დ ა ვ ი ღ ა ლ ე !

0  
2 azazelo   (11.12.2012 16:06) [Материал]
საინტერესოა რემდენი კაცი შეიწყალა მიშამ? საკუარში ბიძინამ თხლიშა! biggrin წარმომიდგენია!? ხა!)ხა!)ხა!)
ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა მაინტერესებს! დავუსვამდი ვინმეს კითხვებს...
ვინარიან? რა კატეგორიის ხალხი! რამდენი? ვფიქრობ ყველაფერი გადასამოწმებელია!!! საჯარო უნდა გახდეს ინფორმაცია რომ გავიგოთ რა ხალხია. მე ჯერ ვერაფერს ვიიტყვი ფაკტები არ მაქვს.... მარა არის რაცხა ინფორმაციები რომ ისეთ ხალხს უშვებს მიშა რომელიც არაა გამოსაშვები. ალბათ ამასაც მიაქცევენ ყურადღებას თავის დროზე! მაგარი დაგრუზულია საქმით ახალი მთავრობა,თან ეს ვირთხებიც ფეხებში ედებიან და მწატეთ ხმამაღლა ისე გაჰკივიან რომ ოკიანის გადაღმაც გააგონეს თავიანთი კივილი! biggrin ეს აფერისტი ინტრიგანები angry
ამინისტიას რაც შეეხება!? ნახევარი გამოსაშვებია.... მაგრათ დაიტანჯა იქანა ხალხი! მისახედია,მოსავლელია.
მე მხოლოდ მივესალმები!) ამდენი პოლიტ პატიმარი? ამინისტია!) ნაცებს ჯერ სადა ხართ ისეთი დღე ელით მტრისას!
ამდენი საქმეები!? და ყველა გზა მოგეხსენებათ ზემოთ მიდის. ვნახოთ,ფხიზლად დავაკვირდეთ მეგობრებო! biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025