ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:31
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » თეა წულუკიანი - მომავალ დღეებში სხვადასხვა "ძველი" მაღალჩინოსნების მიმართ ახალი საქმეები გაიხსნება
11:23
თეა წულუკიანი - მომავალ დღეებში სხვადასხვა "ძველი" მაღალჩინოსნების მიმართ ახალი საქმეები გაიხსნება
მომავალ დღეებში სხვადასხვა "ძველი" მაღალჩინოსნების მიმართ ახალი საქმეები გაიხსნება, - ამის შესახებ "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ერთ-ერთ მათგანში "მონაწილეობის მიღება მასაც მოუწევს".
ამასთან, წულუკიანის თქმით, დანაშაულის ჩამდენ არც ყოფილი და არც მოქმედი თანამდებობის პირებისთვის პოლიტიკაში ყოფნა იმუნიტეტი არ იქნება.
"წარსულში ან ამჟამად თანამდებობაზე მყოფი ადამიანი ვერ ისარგებლებს იმუნიტეტით მარტო იმიტომ, რომ იყო ან არის პოლიტიკაში. სირცხვილია, ყოფილი მაღალჩინოსანი კაცები წუწუნებდნენ იმაზე, რომ სისხლის სამართლებრივი წესით კითხვებს უსვამდნენ და იძახდნენ, რომ არ შევეხოთ, რადგან პოლიტიკაში იყვნენ. ეს არის ადამიანურად სირცხვილი, სამართლებრივად კი გაუმართლებელი. პოლიტიკაში ყოფნა არავისთვის არ იქნება იმუნიტეტი", - განაცხადა წულუკიანმა.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დაკავებული არც ერთი მაღალჩინოსნის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ აქვს.
"რაც კი დღემდე გახმაურებული სისხლის სამართლებრივი დევნა მომხდარა, არც ერთ საქმეზე არ შეიძლება ითქვას, რომ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით და მტკიცებულებების გარეშე. ერთადერთი საქმე, რომელზეც საზოგადოებისგან დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები არის გუნავას დაკავება და ამ საკითხითაც იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია უკვე დაინტერესდა. დანარჩენები, ყველა გამყარებულია იმ სტანდარტით, რომელიც საჭიროა წინასწარი გამოძიებისას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ნანახია: 1389 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 2061 2 3 ... 13 14 »
0  
1 ტერი   (27.11.2012 11:25) [Материал]
თეა წულუკიანი - კოტე კუბლაშვილმა ვენეციის კომისიაში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის არასრულყოფილი ვარიანტი გააგზავნა

16:04 27-11-2012

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, კოტე კუბლაშვილმა ვენეციის კომისიაში შესაფასებლად სასამართლო ხელისუფლების რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის არასრულყოფილი ვარიანტი გააგზავნა.
როგორც წულუკიანმა "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტის დროს "აღმოაჩინა".
"გაირკვა, რომ იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას ეხება, ბატონ კუბლაშვილს ჩვენს დაუკითხავად, თავისი ინიციატივით გაუგზავნია ვენეციის კომისიაში და უთქვამს, შეემოწმებინათ ეს ცვლილებები. მე ვთხოვე ვენეციის კომისიას, რომ კუბლაშვილის მიერ გაგზავნილი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პირველი ვერსია იყო და მას შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა, არ განეხილა, რაზეც ის მაშინვე დამთანხმდა, რადგან წარმოუდგენელია, სასამართლო დღეს თამაშობდეს პოლიტიკური ოპოზიციონერის როლს", - განაცხადა წულუკიანმა.
აღნიშნულის კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდებს, სახელმწიფოებრივი თვითშეგნება გამოიჩინოს.
"მინდა ბატონ კუბლაშვილს კარგად ავუხსნა - ჩვენ ვართ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, მაგრამ წარმოვადგენთ ერთ სახელმწიფოს ქვეყნის გარეთ, ამიტომ გვევალება მეტი კოორდინირებული ქმედება და მე მას ამგვარი ქცევისკენ მოვუწოდებ. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
ამასთან, წულუკიანის თქმით, სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მისი საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი ვენეციის კომისიას ორი დღის წინ თავად სამინისტრომ გადაუგზავნა.
"ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ხვალ მთავრობის სხდომაზეც იქნება ინიცირებული და ის პარლამენტში შევა, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა. ცვლილებები ორი დღის წინ ასევე გავგზავნეთ ვენეციის კომისიაში და ამით კუბლაშვილის მიერ იქ გაგზავნილი პაკეტის დაუსრულებელი და პირველადი ვერსია ჩანაცვლდება", - დასძინა წულუკიანმა.

0  
2 არალე   (27.11.2012 11:30) [Материал]
ჰოდა, თუ არასრულფასოვანია კუბლაშვილის გაგზავნილი პაკეტი, ადგეს თეა და სრულყოფილი გააგზავნოს
და საერთოდ, არ გეჩვენებათ, რომ ახალი ხელისუფლება ცოტას პასიუობა უცხოეთის ინფორმირების საქმეში?
კარგია, თუ მხოლოდ მე მეჩვენება ასე, თუმცა, ნაციონალები ჯერ კიდევ ძალიან საშიშნი არიან, როგორც ვიცით, უამრავი ლობი ჰყავთ საძღვაგარეთ და ამ საქმეს სერიოზულად უნდა შეხედოს მაია ფანჯიკიძემ და სხვებმაც.

0  
3 ტერი   (27.11.2012 11:30) [Материал]
სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის გამოძიება იწყება და აღნიშნული საქმის გამო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება

15:16 27.11.2012

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის გამოძიება იწყება და აღნიშნული საქმის გამო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

ამის შესახებ წულუკიანმა დღეს "მაესტროს" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე შეხვედრა გავმართე მინისტრთა კომიტეტეტის აღსრულების დეპარტამენტთან, რომელიც საქართველოს შესახებ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი ასეთი საქმე არის "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". ამაზე იყო დეტალური მსჯელობა. საქმე ეხება იმ ვადას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უკვე წელიწადზე მეტია, უგრძელებდა მინისტრთა კომიტეტი, რადგან წინა მთავრობა უარს ამბობდა ამ საქმის აღსრულებაზე გარდა თანხისა. თინა ბურჯალიანი ამბობდა, რომ თანხა გადაიხადეს და ამით ყველაფერი დამთავრდა, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა. ჩვენ გვევალება თავიდან გამოვიძიოთ ეს საქმე, რომ დავადგინოთ ვინ იყო იმ ოთხი ადამიანის გარდა სასაფლაოზე, ასევე იყო თუ არა კაფეში და მის გარეთ კიდევ ვინმე და დამნაშავეების მიკვლევის შემდეგ უნდა მოხდეს მათი ადექვატური პასუხისგებინება სამართლის წესით. ამ დეპარტამენტს გირგვლიანის განაჩენის აღსრულების გეგმა 25 ნოემბერს წარვუდგინე", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება იგეგმება.

“იმ გეგმაში, რაც წარვადგინე, მოცემულია საკანონმდებლო ცვლილებების ნუსხა, რომელსაც დეკემბერში წამოვიწყებთ, რადგან თუკი ქვეყანაში სიცოცხლის ხელყოფა მოხდა, კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს შესაბამისი ადექვატური ნორმა, რომელიც დაზარალებულის უფლებებს უზრუნველყოფს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გირგვლიანის საქმეში 4 ბრალდებული ერთ საკანში იჯდა. იმის გამო, რომ ამის უფლებას კანონი არ იძლეოდა, კანონი შეცვალეს და ახლა ჩვენ ვაპირებთ, რომ კვლავ აიკრძალოს ერთ საკანში ერთსა და იმავე საქმეზე დაკავებული პირების ჩასმა. ჩვენ ასევე დავდეთ პირობა, რომ აუცილებლად მივიღებთ მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც გამოძიების მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს”, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ 31 იანვარს იუსტიციის სამინისტრო გირგვლიანის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებით გეგმას წარადგენს.

0  
4 ტერი   (27.11.2012 11:32) [Материал]
პრივეტ ვსემ

0  
5 ბიბი   (27.11.2012 11:32) [Материал]
მოგესალმებით ტერი, არალე! smile smile smile
ეს რამდენი თემები დაგიდვია, ტერი?! biggrin biggrin biggrin biggrin
წულუკიანი მიყვარს, ამაზე დაბლა თემაშიც დავპოსტე! smile

0  
6 არალე   (27.11.2012 11:32) [Материал]
ხომ იცით შემოდგომის ბუზის ამბავი, ასე არიან ეხლა ნციონალები და არაფრით არ უნდა მიეცეთ საშუალება ,თუნდაც იოტისოდენად აეჭვიანონ უცხოეთი ახალი ხელისუფლების დემოკრატიულ ფასეულობებში.

აქაც ივანიშვილის პრაგმატული გონების იმედი მაქვს, მაგრამ რამდენს გაწვდეს ერთი, თუნდაც ძალიან ჭკვიანი კაცი.

0  
7 ბიბი   (27.11.2012 11:32) [Материал]
მე ქვედა თემაში ვიყავი sad biggrin

0  
8 არალე   (27.11.2012 11:34) [Материал]
სალამი კიდევ ერთხელ ძვირფას დიდგორელებს!

დიდგორელებო, თუ თქვენთვის სულერთი არ არის აქაურობის ბედი, შემოდით და იაქტიურეთ.

მე კი წავედი სამსახურში sad

0  
9 ბიბი   (27.11.2012 11:35) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=kcY3G2I0nU0

0  
10 არალე   (27.11.2012 11:37) [Материал]
მე დილიდან ქვედა თემაში ვარ და გელოდებით
ახლა კი მართლა წავედი

რომ იცოდეთ, როგორ მეზარება, ისეთი ამინდია, სახლში უნდა იყო და დიდგორზე პოსტო, მოღრუბლული და წვიმიანი.

ყველა სმაილს არ ხსნის ჩემთან

sad

0  
11 ბიბი   (27.11.2012 11:37) [Материал]

0  
12 ბიბი   (27.11.2012 11:40) [Материал]
აქაც, ანუ ამერიკაშიც ასეა, biggrin ასეთ ამინდში ან უნდა გეძინოს, ან წიგნს კითხულობდე, ან ტელევიზორთან ყავას მიირთმევდე და კარგ ფილმს უყურებდე, ანდა საუკეთესო მეგობართან ერთად ერთობოდე!
ამ უკანასკნელს დიდგორი სავსებით მიკმაყოფილებს! smile

0  
13 ბიბი   (27.11.2012 11:42) [Материал]
http://www.tv9.ge/ ახალკაცის მატრიცაა პირდაპოირში და რობაქიძის მკვლელობაზე ლაპარაკობენ

0  
14 ფეფე   (27.11.2012 11:53) [Материал]

0  
15 ფეფე   (27.11.2012 11:54) [Материал]

1-15 16-30 31-45 ... 181-195 196-206
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025