
"ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება ჩემს თვალში პოლიტიკურ დევნილად წინა ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან წინა ხელისუფლებამ ძალით ჩასვა თვითმფრინავში და გააგდო პრაქტიკულად ქვეყნიდან. ეს შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ დევნად. მისმა ყოფნამ შეაწუხა წინა ხელისუფლება და მოიშორეს თავიდან. რაც შეეხება ამჟამინდელ პატიმრობას, იმის დასადეგნად, არის თუ არა დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარი, საჭიროა, ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის დაუსწრებლად წარიმართა, მიყვანილი იყოს ბოლომდე და გაირკვეს სიმართლე. მე როგორც ვიცი, ამისთვის დაბრუნდა სამშობლოში, რომ დაამტკიცოს სიმართლე. ამისთვის ყველა პირობა შეექმნება. რაც შეეხება შიმშილობას, მე არც ერთ პატიმარს შიმშილობას არ ვურჩევ იმიტომ, რომ თავად პატიმრობა არის რთული მომენტი ყველასთვის და შიმშილობით თავის დამძიმება არ ღირს",-განაცხადა თეა წულუკიანმა.