ოთხშაბათი, 18.06.2025, 17:06
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » თეა წულუკიანი ევროსასამართლოში შეხვედრისას გირგვლიანის საქმეზეც ისაუბრებს
08:48
თეა წულუკიანი ევროსასამართლოში შეხვედრისას გირგვლიანის საქმეზეც ისაუბრებს
22-23 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველი ვიზიტით ევროპის საბჭოს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მინისტრთა კომიტეტის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტში, ადამიანის უფლებათა კომისართან და სხვა პირებთან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თეა წულუკიანი სასამართლოს თავმჯდომარეს, მთავარ გამწესრიგებელსა და მოსამართლეებს შეხვდება.
იგეგმება სამუშაო შეხვედრა სასამართლოს სხვა წარმომადგენლებთან, რომლებსაც ქართულ საქმეებზე მუშაობა და მათი განხილვა უშუალოდ ევალებათ.
თეა წულუკიანი ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს გააცნობს იმ ღონისძიებებს, რომლის გატარებასაც ახალი მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და ევროპული სასამართლოს ქართული საქმეებისაგან განტვირთვის მიზნით გეგმავს.
შეხვედრაზე ასევე განიხილება ევროპულ სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის მომავალი თანამშრომლობის სხვა საკითხები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა, აღსრულების დეპარტამენტთან შეხვედრაზე მინისტრი ენუქიძისა და გირგვლიანის, ასევე სხვა ქართულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრებს.
ნანახია: 721 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025