მთავარი » 2012»ნოემბერი»18 » ტექნიკა, რომელშიც 67 406 ლარია გადახდილი, ჯართშია ჩასაბარებელი
05:53
ტექნიკა, რომელშიც 67 406 ლარია გადახდილი, ჯართშია ჩასაბარებელი
„წყალი კი არ გააკეთეს, გააფუჭეს. ვერ ვსვამთ, ჭია-მატლი და უბედურებაა ბასეინებში. მე მარტო ვცხოვრობ და 5 ლიტრ წყალს ვყიდულობ დასალევად, მაგრამ ხალხმა რა ქნას? 2-3 კილომეტრიდან ეზიდებიან წყალს. კომბაინიც ჯართშია ჩასაბარებელი. რაღაც ტრატორი იყიდეს, ისიც ჯართშია ჩასაბარებელი. გზაც საშინელება. ისეა, რომ ან გადავალთ ცოცხლები, ან არა", – ამბობს დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნონა კაკაშვილი.
2010 - 2011 წლებში გრემისხევს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 67 406 ლარი გამოეყო. ამ თანხით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეისყიდეს. მთავრობის განკარგულების თანახმად, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს გრძელვადიანი ეფექტი უნდა ჰქონდეს, სოფლისთვის ნაყიდი ტექნიკა კი უკვე მწყობრიდან არის გამოსული და ადგილობრივების თქმით, ჯართშია ჩასაბარებელი.
ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წელს, 13 080 ლარად კომბაინი, 12 036 ლარად ტრაქტორი, 10 842 ლარად კი თივის საპრესი, გუთანი და სათესი მექნიზმი შეიძინეს. 2011 წელს, 16 618 ლარი თვითმცლელი ავტომანქანა „კამაზის" შესაძენად გადაიხადეს, 14 830 ლარი კი ექსკავატორის შესაძენად.
ამირან ქასოშვილი, გრემისხევის მკვიდრი: „ჯართში თუ მიიღებენ ისეთი ტრაქტორი და კომბაინია. კომბაინი ბუქსირით მოიტანეს, თავიდანვე გაფუჭებული იყო. სხვა კომბაინი მოიტანეს წელს, თორემ მოსავალი ასაღები დაგვრჩებოდა".
მაყვალა სისაური, გრემისხევის მკვიდრი: „კომბაინი და ტრაქტორი შარშან და შარშანწინ მოსავლის აღების დროს იყიდეს, მაგრამ კომბაინი გაფუჭებული იყო. სხვა კომბაინი ჩამოიტანეს და ისე გალეწეს მოსავალი. მას შემდეგ არც გამოგვიყენებია, ისე დგას, როგორც მოიტანეს. კომბაინი და ტრაქტორი რომ იყიდეს, თავად გადაწყვიტეს, არავისთვის უკითხავთ. ხალხს არ ეუბნებიან კრებას დაესწარიო, ისევ სკოლის და ბაღის მასწავლებლები ესწრებიან".
„ტრაქტორს ჩემი შვილი და ერთი სხვა ამუშავებენ. ვაი იმ მუშაობას, ეგ რომ მუშაობს. ძველი მოიტანეს, ნაწილები არ უვარგოდა. ხან რა გაუკეთეს, ხან რა, იტანჯებიან. კომბაინმაც შარშან იმუშავა, მერე გაფუჭდა, მერე გააკეთეს. ძალიან ხშირად ფუჭდება ტექნიკა, გუთანიც ნათხოვარი აქვთ. რაც ვიყიდეთ, ის გაფუჭდა", - ამბობს გრემისხევის მკვიდრი სემა ინაშვილი.
2012 წელს სოფლის დახმარების პროგრამიდან გრემისხევს 37 780 ლარი შეხვდა. ამ თანხით გზა მოიხრეშა და სასმელი წყლის ნაგებობა გაკეთდა, ორ უბანში კი სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.
„ზევით წყალი გააკეთეს, მაგრამ ძაღლი და ღორი იწვა შიგ, ეხლა კიდევ საერთოდ აღარ მოდის," - ამბობს სემა ინაშვილი.
„წყალი არასწორად გააკეთეს, აქამდე მოდიოდა, წელს დაშრა, წვეთ - წვეთად მოდის, თან გაყვითლებულია. ერთი დღეც რომ დარჩეს ვედროში, ნალექი აქვს," - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს გრემისხევის მკვიდრმა ნელი ბუზალაძემ.
„წყალი დასალევად არ ვარგა, დასარეცხად შეიძლება. სასმელი წყალი სოფლის თავშია წყაროზე. სათავე არ არის კარგად გაკეთებული და საქონელი რომ დადის შიგ, ბინძურდება", - აღნიშნა ადგილობრივმა ჟუჟუნა კუსრაშვილმა.
სოფელ გრემისხევში 1200-მდე ადამიანი ცხოვრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" მიერ სოფლის სხვადასხვა უბანში გამოკითხული 80 მოქალაქიდან 73 რესპოდენტის თქმით, სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაა. ადგილობრივების განცხადებით, გზა წვიმიან ამინდებში ისე იმეწყრება, რომ შესაძლოა მსხვერპლი გამოიწვიოს.
„ცენტრალური გზა გასაკეთებელია. მოვითხოვეთ, მაგრამ მეწყერი ჩამოდის და მარტო გაწმენდა არ შველის. წვიმის დროს ავტობუსი რომ გადის, შესაძლებელია მიწა მოწყდეს და ცუდი ამბავი მოხდეს. ბევრიც რომ მიმართო, როგორც თვითონ აწყობთ, ისე გაკეთდება" - აღნიშნა სოფლის მკვიდრმა თამარ ბუზალაძემ.
გრემისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნონა კაკაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით სოფლის ხელმძღვანელობის და მოსახლეობის აზრით არ ინტერესდება.
„ვის არ მივმართეთ, მაგრამ მოდის გამგეობიდან კომისია, ამოწმებს სამუშაოებს და კმაყოფილია. ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვინ რას გვეკითხება? არსად არ მაქვს ხელი მოწერილი, არცერთ ოქმზე," - აღნიშნავს კაკაშვილი.
აი, ასე ააშენეს და ააყავავეს ქვეყანა ყველგანიგივე ხდება, სადც რამე შეიტანეს და გააკეთეს. აბა, კაგი და გამოსადეგი რომ ეყიდათ, მერე ჯიბეში რაღას ჩაიდებდნენ და იმ ფეშენებელურ ვილებს როგორღა აიშენებდნენ.
ხალხის წვალების ხარჯზე გამდიდრება და გასუქება არავის შერჩება, მოეკითხება ყველას ერთ მშვენიერ დღეს.
მართლა რამდენი სამუშაო აქვს პროკურატურას! ეს ფულები სულ უნდა დააბრუნონ, მერე ჯარიმები იხადონ და მერე მიუსაჯონ არა ციხე, არამედ მათ მიერ შეჭმული ფულებით რაც უნდა გაკეთებულიყო, იმის გაკეთება, უხელფასოდ, მძიმე ფიზიკური მუშაობით და სასიცოცხლო მინიმუმის ქვედა ზღვარის 50% ანაზღაურება, რაც გადაირიცხება ამ სოფლის, თუ დასახლებული პუნქტის ბიუჯეტში!
რა კარგი და ჰუმანური კანონი გამომივიდა! აბა, ვყიდი პატენტს, მაგრამ ეს სრულყოფილი არ არის, განაჩენი დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმეზე, ეს მხოლოდ უკანონოდ ფულის მიმთვისებლებს ეხება...
18/11/12 14:17 შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, თბილისის ყოფილმა ვიცე-მერმა შოთა ხიზანიშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავასა და ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" მეუღლის ინტიმური ურთიერთობების ამსახველი მასალები მოიპოვა.
ამის შესახებ "ივერონს" გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა და იქვე დასძინა, რომ სწორედ ეს გახდა შემდგომში სურმავას შსს-ს იმჟამინდელ წარმომადგენლებთან თანამშრომლობის იძულების საფუძველი.
ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ შოთა ხიზანიშვილმა ბესიკ სურმავას პირადი ინტიმური ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, დღევანდელ სასამართლო პროცესზეც გაიჟღერა.
როგორც პროკურორმა პაატა ჯაველიძემ განაცხადა, ამის შემდეგ ხიზანიშვილმა კუდ-ის ყოფილი უფროსის ლევან ქარდავასგან მიიღო დავალება სურმავას და მისი მეგობარი მანდილოსნის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი კადრების ჩაწერის შესახებ, რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც.
"აღნიშნული მასალა სურმავას კომპრომეტირებისთვის გამოიყენეს, რის შემდეგაც იგი ე.წ. მოდულის შენობაში შოთა ხიზანიშვილს შეახვედრეს და წინასწარ მომზადებული აუდიოჩანაწერების გასავრცელებლად საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ვიდეომიმართვა ჩააწერინეს. მოგვიანებით ავთო სოლომნიშვილმა სურმავა Youtube-ზე დაარეგისტრირა და მისი სახელით პერიოდულად ტვირთავდა "ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლების საუბრებს, რომლებსაც ხიზანიშვილი ირჩევდა. ამის შემდეგ სურმავას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და იგი აჭარაში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბაზაზე ჰყავდათ გადაყვანილი, ხოლო 6 დღეში თბილისში დააბრუნეს და 150 000 ევრო გადაუხადეს" - - აცხადებს ბრალდების მხარე და აღნიშნულის გათვალისწინებით, შოთა ხიზანიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
დაცვის მხარე კი ამას არ ეთანხმება და გამოდის შუამდგომლობით, ხიზანიშვილი 20 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, ან თბილისის მერის გიგი უგულავას თავდების საფუძველზე გაათავისუფლონ.
მოსამარლე მერაბ ჯორბენაძე ამ დროისთვის სათათბიროდ არის გასული, რის შემდეგაც შერჩეულ აღმკვეთ ღონისძიებას გამოაცხადებს.
ხიზანიშვილის სასამართლო პროცესს როგორც თავად ბრალდებულები, ასევე მათი ოჯახის წევრები ესწრებიან.
პროცესზე იმყოფება თბილისის მერი გიგი უგულავაც, რომელიც მზადაა, ხიზანიშვილს თავდებში ჩაუდგეს.
თეა თუთბერიძე: "მოსამართლემ თენგიზ გუნავა პატიმრობაში უბრალოდ ვერ დატოვა" 18/11/12 18:20 უფლებადამცველ თეა თუთბერიძის აზრით, მოსამართლემ თენგიზ გუნავა წინასწარ პატიმრობაში უბრალოდ ვერ დატოვა, ვინაიდან ეს "ზედმეტად თვალისმომჭრელი უსამართლობა იქნებოდა".
ასე გამოეხმაურა ამჟამად გლდანის მე-8 საპყრობილესთან მყოგი თუთბერიძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას შსს-ს გენინსპექციის უფროსის თენგიზ გუნავასთვის 10 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებისა და ამ თანხის გადახდის შემდეგ მისი ციხიდან გატავისუფლების თაობაზე.
"ამ საქმეში ყველაფერი იმდენად შავით თეთრზე იყო შეკერილი, რომ მოსამართლემ უბრალოდ ვერ შეძლო, გუნავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატრიმრობა შეეფარდებინა. მეტსაც გეტყვით, იგი არც გირაოთი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული, არამედ პირდაპირ დარბაზიდან უნდა გაეშვათ" - განუცხადა "ივერონს" თუთბერიძემ.
მან დაადასტურა, რომ ხვალ დაცვის მხარე მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართვს და ყველა იმ პირის პასუხისმგებაში მიცემას მოითხოვს, რომელიც გუნავას დაკავებაში მონაწილეობდა.
"პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც გუნავა შუაღამისას საკუთარ სადარბაზოსთან გააჩერა, თავზე ნიღაბი ჩამოაცვა და იარაღი და ნარკოტიკი "ჩაუდო" - დასძინა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, ეს პირები არიან დეტექტივ-გამომძიებლები მირიან თოფურია, თედო შონია, ბესიკ შარაშენიძე, ნიკა არგანაშვილი, ნიკოლოზ შატაკიშვილი, გიორგი ბლიაძე.
"პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც გუნავა შუაღამისას საკუთარ სადარბაზოსთან გააჩერა, თავზე ნიღაბი ჩამოაცვა და იარაღი და ნარკოტიკი "ჩაუდო"
იარაღის და ნარკოტიკის ჩადებაძე რა მოგახსენოთ, არ მჯერა, რომ ეს ჩადებული იყოს, მაგრამ ეს თავზე ნიღბის ჩამოცმა ვერ გავიგე, რატომ? მართალია თუ დემაგოგობაა?