ოთხშაბათი, 18.06.2025, 22:59
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 5 » სოზარ სუბარი - გვაქვს ინფორმაცია, კიდევ სად შეიძლება დაიწყოს არეულობების მცდელობა
05:16
სოზარ სუბარი - გვაქვს ინფორმაცია, კიდევ სად შეიძლება დაიწყოს არეულობების მცდელობა
"ჩვენ გაცილებით ბევრი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ვლადიმერ ბედუკაძე თავის წერილში საუბრობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, ბედუკაძის ინფორმაცია საყურადღებოა და ის მუშავდება.
"ბედუკაძის ინფორმაცია წავიკითხე, იქ არის ბევრი საყურადღებო რამ, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე მის წერილშია საუბარი. ასე რომ, ეს ინფორმაციები კონტროლდება, მუშავდება და თუკი საჭიროება იარსებებს, მოხდება მისი განხილვა სხვა უწყებებთან ერთად. არანაირი საშიშროება არ არსებობს. გვაქვს ინფორმაცია, კიდევ სად შეიძლება დაიწყოს არეულობების მცდელობა, თუმცა ეს არ არის სახიფათო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა "ნიუ ჰოსპიტალთან" დაკავშირებითაც. მისი განმარტებით, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაწყდება, თუმცა თავის მხრივ, სამინისტრომ იქ მომუშავე მედპერსონალს პირობა მისცა, რომ პატიმარი მათ შეურაცხყოფას ვეღარ გაბედავს.
"ნიუ ჰოსპიტალი" არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული ბევრ სხვა სამედიცინო დაწესებულებასთანაც, თუმცა ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა სწორედ ამ კლინიკასთან გვაქვს და ყველაზე მეტი პატიმარი იქ გადადიოდა, რადგან პირობები იყო ძალიან კარგი. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, შევთანხმდით, რომ ხელშეკრულება არ გაწყდება. ისინი აგრძელებენ მუშაობას, თუმცა ჩვენის მხრივ პირობა მივეცით, რომ ვერც ერთი პატიმარი ვეღარ გაბედავს ექიმს შეურაცხყოფა მიაყენოს. ვინც გაბედავს, მას სასჯელი დაემატება. თუ საჭირო იქნება ძალის გამოყენება, ძალაც იქნება გამოყენებული", - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, სუბარი პატიმართა იმ ნაწილის მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომელიც ტუბერკულოზის ცენტრის მთავარი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს.
სუბარის განცხადებით, საკითხის შესწავლა დაწყებულია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად არ მოხდება.
"საკითხის შესწავლა დაწყებულია. ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ პროფესიონალებთან ერთად და ის იქნება კანონის შესაბამისი. გადაწყვეტილებებს ვერ დავაჩქარებთ იმის გამო, რომ ვიღაცამ პროტესტი გამოთქვა, ან პირი ამოიკერა, რადგან ეს სისტემას დაანგრევს. ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთდება ყველაფერი, თუმცა ხედავთ, რომ ეს ნაბიჯები არის ძალიან სწრაფი", - დასძინა სუბარმა.
ნანახია: 1392 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 181 2 »
0  
1 ფეფე   (05.11.2012 09:01) [Материал]

სოზარ სუბარი პატიმრებს და მათ ახლობლებს აფრთხილებს

„დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. კანონით, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება. ყველა, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული“, – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
„ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები. მათ აქვთ არეულობების გარკვეული ბერკეტები და ამას იყენებენ, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. ამ დღეებში გამოვლინდა ერთი რამ – მაშინ როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ მოგვეხდინა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის N1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

სოზარ სუბარი პატიმრებს და მათ ახლობლებს აფრთხილებს „დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. კანონით, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება. ყველა, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული“, – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

„ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები. მათ აქვთ არეულობების გარკვეული ბერკეტები და ამას იყენებენ, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. ამ დღეებში გამოვლინდა ერთი რამ – მაშინ როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ მოგვეხდინა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის N1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

+1  
2 არალე   (05.11.2012 09:42) [Материал]
კარგია, ციხე უნდა დაემსგავსოს ციხეს
ძალიან ცუდი რამ მოხდა, ცუდად მოექცნენ პატიმრებს და დაისჯებოან კიდეს ამ საქმეში გარეული პირები, მაგრამ , ამასობაში ზოგიერთს დაავიწყდა რომ პატიმარია, რომ დააშავა და ამიტომ ზის ციხეში და ცოტა ზედმეტიც მოსდით ამ ბოლო დროს.
უნდა დაიწყოს ქვეყნის დალაგება, ყველაფერს თავისი სახელი უნა დაერქვას და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, რომ ქვეყანა იმ ჭაობიდან ამოვიყვანოთ, სდაც ნაციონალებმა ამოგვაყოფინეს თავი.

0  
3 ბიბი   (05.11.2012 11:08) [Материал]
მოგესალმებით უკვე საკუთარი კომპიდან!!!! biggrin

0  
4 ბიბი   (05.11.2012 11:13) [Материал]
აბსოლუტურად გეთანხმები, არალე! ნუ მოინდომებენ პატიმრები ციხეში კურორტს და დასვენებას, angry ციხე ციხეა, დააშავეს-- დაისაჯონ! პატიმრებს უნდა გაეცნოს მათი უფლებები, რისი უფლება აქვს და რისი არა, უნდა იგრძნონ, რომ ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება და არა დასასვენებელი, ან კულტურულ გამაჯანსაღებელი სახლი! angry არსებობს სჰინა განაწესი და ეს ყველამ უნდა მკაცრად დაიცვას! ამავე დროს, მათმა ოპატრონებმაც უნდა შეიგნონ, რომათი შვილები, ახლობლები, სასჯელს იხდიან, კანონის მთელი სიმკაცრით!!! angry angry angry angry

0  
5 ლონდა   (05.11.2012 11:16) [Материал]
გამარჯობათ :*

ბიბი ეტყობა ინტერნეტი მოგივიდა , გილოცავ გენაცვალე :*

ეხლა რაც შეეხება საქმეს.. მოკლედმაგრად გამიხარდა სუბარის განცხადება!

0  
6 ლონდა   (05.11.2012 11:18) [Материал]
მე მინდა სამართლიანი, მაგრამ მკაცრი ხელისუფლება. რბილი და მორჩილი მთავრობით ქართულ ოცნებას ახდენა არ უწერია.. ამიტომ ყველანაირად სიმკაცრე უნდა იყოს, ყველა საქმეში, მაგრამ ამავე დროს სამართლიანობის ფარგლებში!

0  
7 ლონდა   (05.11.2012 11:18) [Материал]
აშკარად ვხედავთ საბოტაჟის ნიშნებს ყველა სფეროში და როდემდე უნდა ვითმინოთ.. ამიტომ კიდევ ერთხელ დროული განცხადება იყო სუბარის მხრიდან

0  
8 ლონდა   (05.11.2012 11:19) [Материал]
ბაჩო ახალაიაც ჩამოთრეულა.. იმედია დააკავებენ დროზე!! მერე იქიდან ამტკიცოს მართალია თუ მტყუანი. დავიღალე ამდენი დემოკრატიით, მახრჩობს უკვე

0  
9 ფეფე   (05.11.2012 12:52) [Материал]
გამარჯობათ. tongue tongue tongue

თაკო აბა რა ქნან მითხარი ასე უცებ?

+1  
10 ფეფე   (05.11.2012 12:55) [Материал]
ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლებისათვის
რა თქმა უნდა მესმის, რომ პატიმრები არ არიან კარგ პირობებში, სცივათ შიათ, სწყურიათ და ჯანმრთელობაც შერყეული აქვთ, საერთოდ მეც ვერ ვარ კარგად. მხრები და მკლავები მტკივა და დეპრესია მაქვს და საერთოდ კარგი ცხოვრება მინდა!!! დავიღალეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!

მიშველოს რამე ახალმა მთავრობამ!!!

ნერვები მეშლება რაა...

0  
11 ფეფე   (05.11.2012 13:10) [Материал]
ნელ-ნელა უკვე ვფიქრობ, რომ ნაციონალებზე უკეთეს მთავრობას არ იმსახურებს საქართველო!!! რაც ერი, ის ბერი...

0  
12 ფეფე   (05.11.2012 13:29) [Материал]
თაკო, რა ქნას მერე ასე უცბად ახალმა მთვარობამ? სახლეში ხომ არ წაიყვანენ პატიმრებს და კერძო ექიმებს ხომ არ დაუნიშნავენ. პირობები საშინელი ციხეებში და ამაზე უკვე წლებია ვლაპარაკობთ. ასე უცებ რა შეიცველბა. პოტიომკინის სოფლების და ფასადების მეტი საქართველოშI წინა მთავრობას არაფერი უკეთებია. ეხლა რა ქნან ამათ. უცბად უნდა განიკურნონ პატიმრებიც, სამუშაო ადგილებიც უცბად უნდა შეიქმნას, ხელფასებიც ეხლა უნდა გაიზარდოს...

0  
13 ფეფე   (05.11.2012 13:29) [Материал]
????

0  
14 ფეფე   (05.11.2012 13:32) [Материал]
ჯანყი და აურზაური ადვილია, როცა იცი, რომ მოგისმენენ. ჯერ იყო და სააკაშვილთან ყველა ქვეშ ისვრიდა შიშით, ეხლა ყველამ უცბად აყარა ტლინკები.

მაგრები არიან რააააააა

0  
15 ლონდა   (05.11.2012 19:22) [Материал]
თაკო, მოგწონს ის სიტუაცია რაც ეხლა ციხის გარეთ ხდება? პატიმრის ახლობლები როგორც იქცევიან, როგორ იწევენ რომ ციხეში შეიჭრან, რა ამბებია , მოსაწონია?? მკაცრი ხელია საჭირო, მაგრამ სამართლიანი ამასთანავე. ამ ხნის განმავლობაში ხმას არ იღებდნენ, მესმის კი, იმედი მიეცათ და ეხლა მოითხოვენ, იმაზე მეტს მოითხოვენ , ვიდრე დასაშვებია. ჯერ მხოლოდ ორი კვირის შექმნილი მთავრობაა. დაიცადონ დალოცვილებმა. დალაგდება ყველაფერი.

მე იმ დღეს წავიკითხე, რომ სუბარზე პირადად ნაწყენი ხარ და შეიძლება ეგაც იყოს მიზეზი, რომ ეხლა სუბიექტურად საზღვრავ.. მხოლოდ სუბარი არ წყვეტს ამ ამბებს და რა თქმა უნდა იქ ბიძინას ხელიც არის..

სიმკაცრეა საჭირო, აბა დევნილების ამბავს შევხედოთ.. ისინიც ხო მართულები არიან? ასევეა პატიმრებიც.. გარედან იმართებიან, შედის იქ რაღაც პანიკა და მერე ნერვიულობენ ისინიც.. უნდა როგორმე დაწყნარდეს ყველაფერი.
სუბარის ძმის გამოშვება მაშინ მოხდა როცა ეს მთავრობა არ იყო ჯერ და თამაზაშვილიც ისევ ნაცებმა გამოუშვეს.. კი ბატონო, რომ არ ყოფილიყვნენ გამოშვებულები, ესენი გამოუშვებდნენ ეხლა, მაგრამ კიდევ 300 გამოუშვეს და მიდის ეს პროცესი. დღედაღამ მუშაობენ, ყველა პატიმრის საქმეს თავიდან განიხილავენ.
არ ვიცი რაა, ერთ დღეში როგორ აშენდება ქვეყანა, როცა ღმერთიც კი 7 დღეს მოუნდა სამყაროს შესაქმნელად

1-15 16-18
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025