ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:53
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » შსს გიორგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
08:44
შსს გიორგი ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი (გეგა) ქელბაქიანისა და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელიც ჟურნალისტებს სამინისტროს
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა გააცნო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ",ენ სი სი"-ს გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე, რომლებმაც სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს.
გარდა ამისა, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება რიყეზე მდებარე "ბუდა-ბარის" საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით.
დაკავებულ პირებს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ნანახია: 778 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 13
0  
1 კორშა   (21.11.2012 08:53) [Материал]
ცოტა სიმკაცრე არ აწყენდა ჩვენს ახალ მთავრობას.თითქოს ეშინიათო ვიღაცის. ეხლა ყველა ჭკუას რომ არიგებს რა უბედურებაა კაცო.

ნაცმაცუნები ყველა დამნაშავეა და ეს ვიცით საქართველოს მოსახლეობამ.ხალხისგან მწვანე აქვთ ანთებული და მეტი რაღა უნდათ.პოლიტიკური ანგარიშსწორება არა ისა კიდე.მიდი რა დასცხეთ მაგ ნაბ...ებს.
ტერი რავა ხარ.

0  
2 კორშა   (21.11.2012 08:54) [Материал]
აბა წავიკითხო რა დადე

0  
3 კორშა   (21.11.2012 08:57) [Материал]
უფ,ქელბაქიანსაც გაედო.მიუახლოვდნენ უგულავას? აბა რა ეგონა მაგას.

0  
4 ბიბი   (21.11.2012 11:32) [Материал]
დილა მშვიდობის ამსო! smile smile
კორშა, ახალ მთავრობას არ ''ეშინია'' ოპოზიცია რა სიტყვის, ისინი აკეთებენ იმას, რაც სამართლიანია!
ისე, მე თუ მკითხავ, ასე ყველა, ვინც დაკითხვაზე მიყავთ, არა საჭირო ხალხმა გაიცნოს და დაწვრილებით იაუბროს მათზე, არც მთავარი პროკურორია ვალდებული, ყოვლე დღე ატაროს ბრიფინგები და აუხსნას ხალხს, ვის რატომ დაკითხავენ, რა სტატუსით და რა მუხლით მოუწევთ დაკავება!... angry
მე უკვე დავიღალე, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, მოგვეცენ უფლება მშვიდი ცხოვრების!!! angry

0  
5 ბიბი   (21.11.2012 11:39) [Материал]
გილოცავთ მთავარანგელოზობას!!!

0  
6 კორშა   (21.11.2012 12:17) [Материал]
მეც გილოცავ ბიბი.გილოცავთ დიდგორელებო.

0  
7 პრესტო   (21.11.2012 12:52) [Материал]
გფარავდეთ მთავარანგელოზის ძალა, დიდგორელებო

აბა,დღეს ვის ვიჭერთ,სია მანახეთ biggrin

0  
8 პრესტო   (21.11.2012 14:46) [Материал]
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 1
პრესტო

biggrin

0  
9 პრესტო   (21.11.2012 14:55) [Материал]
ოქრუაშვილი, როგორც ჩანს, საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებულია. ახლა ყველას აინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვან კომპრომატებს და მტკიცებულებებს ფლობს ის პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ. მედიაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ყოფილი მინისტრის გამოყენება სურთ, როგორც მოწმისა, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ეჭვები არსებობს, მოკლულია.
ოქრუაშვილის მოწინააღმდეგეები, ამ დროისათვის, დაბნეულები არიან. ერთადერთი რაც გაახსენდათ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის უხეში გამონათქვამია ჯარის მიმართ, "თქენი მოგებული ომის დედაც".. თუმცა, ეს კომპრომატი ოქრუაშვილის წინააღმდეგ რომ არ გამოდგება, ყველამ იცის. თუ ყოფილი მინისტრი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს, ის ციხიდან გათავისუფლდება, თუმცა, როგორც ჩანს, მანამდე ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ხანგრძლივი და სანახაობრივი პროცესი ელის, რომლიც ფინალის შესახებაც, ამ დროისათვის პროგნოზების გაკეთება რთულია.

"ამ დროისათვის პროგნოზების გაკეთება რთულია"-არც ისე რთული

0  
10 პრესტო   (21.11.2012 15:43) [Материал]
ვაა ტერიკოო,ისევ შენ და ისევ შენ,მოდი ჩაგპროშნო

0  
11 პრესტო   (21.11.2012 15:47) [Материал]
ლერაც მოსულა,წავედით აბა წყაროზე

0  
12 ტერი   (21.11.2012 15:56) [Материал]
მე მაღლა ვაბირჟავებ,ეს აქ ყოფილა თურმე biggrin

მოდი ჩაგდუდღნო ქეთო

0  
13 პრესტო   (21.11.2012 15:58) [Материал]
სადაც მეტი პოსტები ვნახე,იქ დავიწყე პოსტვა biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025