გუშინდელის ვკითხულობდი, ბოლო რამოდენიმე გვერდს გადავავლე თვალი რა დღეში არიან მე დიდი ხანია ბაბაჯანაზეც კი არ შემოხედავს, მაგათი ბოღმის ნთხევის თავი არ მაქვს, მართლ განვიცდი, რომ ასეთი ბრმა და საშინელი ადამიანები არიან ჩვენს გვერდით.
არც კი დავაკომენტარებ ამათ პოსტებს, ცოდონი არიან, როგორ უნდა გქონდეს გული შავი ბიღმით სავსე, რომ ასეთები დაწერო.
კაცი ჯერ არ მოსულა სახელმწიფოს სათავეში, ჯერ მტავრობაც კი არ გვყავს და 5 ნბიჯი უკანაა გადადგმულიო, წერენ. ამათ საერთოდ რა უნდა ელაპარაკო, ან ის ბოროტებით სავსე ქალი, ჯიმი, გაავსო ბაბაჯანა, 9 ნიკით შემოდის, რომ ამით ვითომ დაანახოს აქაიქ დარჩენილ მიშას მომხრეებს, რა ბევრნი არიან
ნოდარ ხადური: "გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფები შემცირდება, თუმცა კონკრეტული ფასის დასახლებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ" 12:11 20.10.2012
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ნოდარ ხადურის განცხადებით, გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფები სერიოზულად შემცირდება, თუმცა –რამდენით, ჯერ ვერ აკონკრეტებს.
ამის შესახებ ხადურმა "მეცხრე არხთან" საუბრისას განაცხადა.
ფინანსთა მინსიტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ სატარიფი პოლიტიკა უნდა გადაიხედოს, თუმცა დაზუსტებით რამდენით დაიკლებს გაზის და დენის ფასი, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.
"თავად ტარიფის გაანგარიშება უნდა იქნეს წარმოდგენილი. ჩვენ, ექსპერტები, მთავრობა, პარლამენტი და შესაბამისი ორგანოები განვიხილავთ ამ ტარიფს. იქნება სერიოზული შეღავათი, სერიოზული გაიაფება, მაგრამ კონკრეტული ფასის დასახლებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ", - განაცხადა ხადურმა.
აღსანიშნავია, რომ სემეკ-ის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ტარიფების გადახედვა შეუძლებელია. თუმცა სემეკ-ის ხელმძღვანელი ახლა აცხადებს, რომ კომისია მზადაა, ამ საკითზე იმსჯელოს.
როგორ მომწონს ნოდარ ხადური მიუხედავა იმის, რომ მასზე არაფერი ვიცი, რაღას დადებითი აურა აქვს ამ კაცს და პატიოსანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ერთი ხადური ლექციებს, სახელი არ მახსოვს, , დოცენტი იყო მაშინ.
არ მესმის ამხალხის....ოჯახები საქართველოში ჰყავთ და ბიძინას მომხრეები არიან, იაქეს და ლეილას ოჯახებს ვგულისხმობ, ეგენი აქ არიან და მიშას ფანატიკური მომხრეები არიან... რას ნიშნავს? არ არიან ახლა ეგენი თაკოს პაციენტები?!