
მისი თქმით, აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და საზოგადოებრივი კონტროლის სტრუქტურაში მოექცევა.
"იმ გამოცდილებით, რაც გავიარეთ ყველა ჩვენგანმა რეპრესიის, თვალთვალის, მოსმენის კუთხით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ გაუქმდეს სატელეფონო მიყურადების სამსახური სამხედრო პოლიციაში. ის გადაეცემა შინაგან საქმეა სამინისტროს. იქნება ერთ სტრუქტურაში საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამსახური ხვალიდან აღარ იფუნქციონირებს.