ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:20
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » საქალაქო სასამართლო შოთა ხიზანიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
05:42
საქალაქო სასამართლო შოთა ხიზანიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის მერის მოადგილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროცესის დაწყებამდე ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული. ადვოკატის თქმით, თუ ამის აუცილებლობა დადგება, ბრალდებულს არა პატიმრობა, არამედ მაქსიმუმ გირაო უნდა შეეფარდოს.
ხიზანიშვილის სასამართლო პროცესს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
შოთა ხიზანიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 158-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს.
პირველი ბრალდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას, ხოლო - მეორე ბრალდება 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნანახია: 777 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 7
0  
1 არალე   (18.11.2012 06:40) [Материал]
ვინც ეს უკანონო მოსმენები და თვალთვალი დაუკვეთა ამ კაცს, იმათაც მალე მიაკითხავენ იმედია,მთავარ თაღლითებს, სააკაშვილს , ბოკერიას, მერაბიშვილს და სხვებს კიდევ.

0  
2 არალე   (18.11.2012 09:17) [Материал]
დილა მშვიდობისა ბიბიკოს და ყველა დიდგორელს!

სტუმრებსაც smile

0  
3 ბიბი   (18.11.2012 10:05) [Материал]
გამარჯობა, არალე და სტუმრებო! smile

0  
4 ბიბი   (18.11.2012 10:09) [Материал]
მე -9 არხს ვუსმენ და უგულავას ისტერიულ განცხადებას ვუსმენდი biggrin როგორ ძალიან შეშინებულია!!! angry sad

0  
5 ბიბი   (18.11.2012 10:24) [Материал]
ისე, რატომ უნდა დაესწროს საპარლამენტო უმცირესობა? მაშინ გახადონ საჯარო და აჩვენონ ტელევიზიით, პირდაპირში angry

0  
6 ლონდა   (18.11.2012 12:39) [Материал]
გიგი, ნამეტანი გაბლატავდა.. ბიძინას შეურაცხყოფაზეა გასასული. მან იცის უკვე , რომ მას დაიჭერენ, ამიტომ მერე მის დაკავებას სარჩული რომ დაუდონ ბიძინას პირადი შურისძიების გრძნობა, რომ არ აპატია უგულავას მის წინააღმდეგ გამოთქმული სიტყვები მაგიტომ დააპატიმრაო.

მოკლედ ეს გიგი უფრო და უფრო ამაზრზენად იქცევა და მიუსვამენ მალე ცოტნე ახალაიას..

ისიც ასე იბრიქებოდა და ეხლა ხოა თუთბერიძის ამარა.

0  
7 ბიბი   (18.11.2012 12:51) [Материал]
კი, ეგ უკვე კარგად აპრობირებული ხერხია, ნაცების და მაგას უკვე აღარავინ ''ჭამს'' smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025