ხუთშაბათი, 19.06.2025, 13:12
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძის მიერ მასობრივი არეულობის დაფინანსების დამადასტურებელი მასალა აღმოაჩინა
06:14
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძის მიერ მასობრივი არეულობის დაფინანსების დამადასტურებელი მასალა აღმოაჩინა
13:56 11-12-2012
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძის მიერ მასობრივი არეულობის დაფინანსების დამადასტურებელი მასალა აღმოაჩინა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძის მიერ რუსეთში მასობრივი არეულობის დაფინანსების დამადასტურებელი მასალა აღმოაჩინა , - ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
კერძოდ, უწყების ცნობით, დადგენილია, რომ 2012 წლის გაზაფხულზე ლიტვაში ჩატარდა სემინარი "ფერადი" რევოლუციების მაგალითზე ხელისუფლების მიტაცების საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 
სისხლის სამართლის საქმის თანახმად, სემინარში მოსკოვიდან მონაწილეობდნენ ანა კორნილოვა, ტაისია ალექსანდროვა და იური ნაბუტოვსკი. 
"იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა ვარაუდი აღნიშნული პირების საცხოვრებელ სახლებში გამოძიებისთვის საინტერესო საგნებისა და დოკუმენტების არსებობის შესახებ, სასამართლოს დადგენილების საფუძველზე სამივე მათგანის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლები, ასევე სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი საგნები და დოკუმენტები. ის პირები, კი რომელთა სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, საგამოძიებო კომიტეტში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფებიან", - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში. 
სერგეი უდალცოვის, ლეონიდ რაზვოზჟაევის და კონსტანტინე ლებედევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე "სააკაშვილის მთავრობიდან მიღებული დაფინანსებით მასობრივი არეულობის ორგანიზების" ბრალდებით აღიძრა. საუბარია ვიდეოჩანაწერზე, რომელიც რუსულ ტელეარხ НТВ-ზე გავრცელდა და რომელიც "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის გივი თარგამაძესთან შეხვედრას ასახავს. 
"მინსკში ფარულად ჩაწერილ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მსჯელობენ თარგამაძე, უდალცოვი და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე. კერძოდ, ვიდეოში ლაპარაკია რუსეთის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კალინინგრადზე ოპოზიციური კონტროლის დაწესებაზე", - წერს რუსული მედია. 
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უდალცოვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნანახია: 755 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 2
0  
1 ბიბი   (11.12.2012 11:06) [Материал]
უდალცოვს კი ემუქრება პატიმრობა, მაგრამ გივი თარგამაძეს რა ემუქრება და სად? smile

0  
2 azazelo   (11.12.2012 16:25) [Материал]
გივი ჩვენ ვართ!? ჩვენ ვართ გივი! biggrin სურვილი არ მაქვს რა ამ გამოსირებულზე სერიოზული კომენტარის გაკეთების! biggrin
პომადა,სარაფანა,სეტკიანი კალბოტკები და კეტები!)) კაბლუკებზე!)) უნდა ჩააცვა და მულენ რუჟთან დააყენო ეგ და თოფურიძე!)))
პოლკაცები ესენი!))) რისი ტრაკი აქვთ! biggrin თქვენ აწი იხილავთ ამათ ვაშკაცობას!)) გაქცევა გამოქცევა თქვენ ცოტახანში ნახეთ სასამართლო პროცესები რომ დაიწყება! biggrin ჩემი პროგნოზი ასეთია... რა არ გვყავს უკვე გაქცეულები? თანაც როგორი ბობოლა! biggrin
აი ასეთი პატრიოტები,და სახემწიფოებრივად მოაზროვნეები იყვნენ ეს ინტრიგანი ლაჩარი აფერისტაბი.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025