ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:53
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 14 » რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება
06:55
რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება
ნატო ქართულ ჯარში არსებული ვითარების შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს და საქართველოს ახალ მთავრობას ნდობას უცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ივანიშვილის განმარტებით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება.
"ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარდა. მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები. მე შევთავაზე გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, ეს არ ჩათვალა საჭიროდ და აღნიშნა, რომ ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა. ასეთი იყო მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერის განმარტებით, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და მასზე სხვა უამრავი საკითხიც იქნა განხილული.
"საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მასზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნებით ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა, ძალიან საინტერესო გზავნილი მივეცით საერთაშორისო თანამეგობრობას და ნატო-ს წევრ ქვეყნებს. შესაბამისად, ბატონი რასმუსენისგან მივიღეთ დაპირება, რომ დეკემბერში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელზეც ჩვენი მხირდანაც იქნებიან წარმომადგენლები, აუცილებლად გაკეთდება კარგი აქცენტი ამასთან დაკავშირებით და აღინიშნება, რომ საქართველომ არჩევნებით ძალიან დიდი გამოცდა ჩააბარა", - განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, შეხვედრაზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადების გამო წუხილიც გამოთქვა, თუმცა გენერალური მდივნისგან დაპირება მიიღო, რომ ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება.
"დიდი წუხილი გამოვთქვი სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. ბატონმა გენერალურმა მდივანმა დამარწმუნა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში ისევ განიხილება და კომიტეტის ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება. ამავდროულად, მე პირადად დავპატიჟე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ინტეგრაციას ნატო-ში", - განაცხადა ივანიშვილმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნატო, სამხედროსთან ერთად, პოლიტიკური სტრუქტურაცაა და პირობა დადო, რომ ახალი მთავრობა ინსტიტუტების დემოკრატიულობის განმტკიცებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჭეშმარიტად განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ის პრობლემები, რაც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, ჩემი აზრით, დაკავშირებული იყო ზუსტად იმასთან, რომ ყოფილი ხელისუფლება, ჭეშმარიტი დემოკარტიული ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ფასადური გამონათქვამებით კმაყოფილდებოდა და არ იყო საკმარისი გამჭვირვალობა საზოგადოებაში და მათ რიცხვში - ჯარის შენაერთებშიც. საქართველოს ახალი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ყველა ქმედება გასაგები იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ნატო-სთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზნების მივაღწიოთ, საქართველომ უახლოეს მომავალში მოახრეხოს და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა", - აღნიშნა ივანიშვილმა და აქვე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პირადად ანდერს ფოგ რასმუსენსა და ნატო-ს სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა.
ნანახია: 858 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 611 2 3 4 5 »
0  
1 ბიბი   (14.11.2012 11:44) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=U4IhV3rRg6c

ეს არის 12 ნოემბრის სუბ. აზრი, არ მახსოვს,დავდე თუ არა smile

გუშინდელს არ მიხსნის(?) არ ვიცი რა ხდება, ახლა ვუყურებ პირდაპირს, სუბართან არის დიალოგი

0  
2 ბიბი   (14.11.2012 12:02) [Материал]
წავედი, smile მოგვიანებით შემოგიერთდებით smile

0  
3 ლონდა   (14.11.2012 12:17) [Материал]


გუშინდელი სუბიექტური ბიბი

0  
4 ბიბი   (14.11.2012 13:28) [Материал]
მადლობა, ლონდა! smile

0  
5 ბიბი   (14.11.2012 13:38) [Материал]

0  
6 ბიბი   (14.11.2012 13:47) [Материал]
ეს ვიდეო ნახეთ, უფრო ვრცელი ვიდეოა თუთბერიძის და მოროშკინას შელაპარაკებაზე angry ცინიზმით სავსე და უსინდისოდ მოლაპარაკე ვირთხა... angry
ბოდიში ვირთხასთან biggrin

0  
7 ბიბი   (14.11.2012 15:05) [Материал]

0  
8 ფეფე   (14.11.2012 15:11) [Материал]
ჰა ჰა ჰა, კანონოიერ ქურდებში ჩასვეს ახალაია?

რას ვიზამთ აბა, ციხე, ციხეა და არა პასიონატი. ურაგლამენტო შეშვების უფლებას რომ თხოვენ, ვინმეს ჰქონდა ამის უფლება ახალაიას პერიოდში?

ან როლან ახალაია რომ ელოდება საზოგადოების მხარდაჭერას, ძალიან ღრმად ხომ არ ოცნებობს ნეტავ.

ეს თეა თუთბერიძე კი მართლა დაემსგავსა შაშვის სკინტლს. (ეს მიხოს მოპარე.) biggrin

0  
9 ფეფე   (14.11.2012 15:12) [Материал]
ბიბი გამარჯობა.

0  
10 ბიბი   (14.11.2012 15:18) [Материал]
[hide]

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=vBv66EVCJZs

0  
11 თაკო   (14.11.2012 15:19) [Материал]
სალამი გოგოებო

0  
12 ბიბი   (14.11.2012 15:19) [Материал]
გამარჯობათ, ფეფე, თაკო smile

0  
13 ბიბი   (14.11.2012 15:23) [Материал]
ჰო, რა გამომიყვანეს ეს კრიმინალი ახალაია, უცოდველი კრავი! angry მაგათ რა უნდათ, ცალკე აპარტმენტი უნდათ, რომ გამოუყონ და განცხრომაში ამყოფონ. angry

ცოტაც მოითმინონ და სულ მალე გვერდით მიუსვამენ მინაშვილს, ბობოხიძეს და მავანთ smile თანაც, როგორც გავიგე, 4 საწოლიანი ''ბინა'' ჰქონია მიუციათ biggrin

0  
14 ბიბი   (14.11.2012 15:24) [Материал]
უკვე ხავის, თუთბერიძე smile

0  
15 ბიბი   (14.11.2012 15:26) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=N2GMZ32agO0

1-15 16-30 31-45 46-60 61-61
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025