ოთხშაბათი, 18.06.2025, 09:46
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 1 » რას მოითხოვენ რუსთავის #16 დაწესებულების პატიმრები
07:34
რას მოითხოვენ რუსთავის #16 დაწესებულების პატიმრები

რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები დირექტორისა და იმ ძველი თანამშრომლების დათხოვნას მოითხოვენ, რომლებიც ახორციელებდნენ არაადამიანურ მოპყრობას პატიმართა მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს გადასცეს წერილობითი მიმართვა, რომელსაც 444 პატიმარი აწერს ხელს.

რუსთავის #16 დაწესებულებაში გუშინ, 31 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ორგანიზაციების - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის"(GCRT) და "ციხის საერთაშორისო რეფორმის" წარმომადგენლები.

აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს, "ა", "ბ" და "გ" კორპუსებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, აგრეთვე, დაწესებულების შესასვლელთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს. 

საია-ს ცნობით, პატიმრებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ დაწესებულების ახლადდანიშნული დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუქარის სახით, რასაც  კატეგორიულად უარყოფს დაწესებულების დირექტორი. იგი, ასევე, აცხადებს, რომ დაწესებულებაში იმყოფებიან ე.წ. "მაყურებლები", რომლებსაც სურვილი აქვთ მოიპოვონ გარკვეული პრივილეგიები,  თუმცა არ აპირებს მათთან უკანონო დათმობებზე წასვლას.  

პატიმრების განცხადებით, მათი ნეგატიური დამოკიდებულება აგრეთვე გამოიწვია ამჟამინდელი დირექტორის სამართალდამცავ ორგანოებში მისი ადრინდელი საქმიანობის პერიოდში განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, რომელიც უშუალოდ შეეხო ამჟამად  რუსთავის #16 დაწესებულებაში მოთავსებულ 50–მდე პატიმარს. 

პატიმრების პროტესტი ასევე უკავშირდება დაწესებულების ტერიტორიაზე ძველი თანამშრომლების გამოჩენას, რომლებიც მათი განცხადებით პატიმართა მიმართ ახორციელებდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები.

აღნიშნული დაწესებულების დირექტორი არის ორი დღის დანიშნული და როგორც თავად აცხადებს, გეგმავს ძველი თანამშრომლების შეცვლას, რისთვისაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

 პატიმართა განცხადებით კვლავაც პრობლემურია ჯანდაცვის, დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების, პრესის ხელმისაწვდომობის საკითხები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობას, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ შექმნილი ვითარება თავისუფლების აღკვეთის #16 დაწესებულებაში; აგრეთვე, იმედოვნებენ, რომ დაწესებულებაში შენარჩუნდება სიმშვიდე და წესრიგი და სათანადო ყურადღება მიექცევა პატიმართა პრეტენზიებს. მათი განცხადებით, შეინიშნება პატიმრებთან ადმინისტრაციისა და უწყების მხრიდან კომუნიკაციის დეფიციტი. 

რუსთავის #16 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიაწოდონ დაწესებულებაში არსებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია, იმ თანამშრომელთა სია,  რომლებიც პატიმართა მტკიცებით მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში და კვლავაც რჩებიან დაწესებულებაში, აგრეთვე პატიმართა მიერ მოწოდებული საჩივარი.

ნანახია: 802 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 3
0  
1 არალე   (01.11.2012 10:14) [Материал]
ლევან აბურჯანია არის ახალაიას კაცი და სასწრაფოდ უნდა მოაშორონ ციხის უფროსის თანამდებობას.
ღორი ტალახში წოლას არ მოიშლის, ეხლა ვერ გახდება პატიოსანი და სუფთა, ბევრი ცოდვა ადევს.

ლოტკინის პოლიციის უფროსი იყო ადრე და ბევრ ბუნდოვან დაკავებაში უდევს წილი.

0  
2 ფეფე   (01.11.2012 10:29) [Материал]
მე ვფიქრობ, ყველას გააკონტროლებენ უკვე და ასეთ სისასტიკის ჩადენას რაც აქამდე ხდებოდა ციხეებში, ვეღარავინ გაბედავს.

0  
3 ლერა   (01.11.2012 14:24) [Материал]
ფეფე, გამარჯობა smile
ყველას ვისაც კი პატიმრების წამებაში მიღებული აქვს მონაწილეობა, პასუხი უნდა აგებინონ უმკაცრესად, დედა უნდა უტირონ, საზიზღრები ეგენი, რადგან პატიმარია და დამნაშავეა, შეიძლება არაადამიანურად მოექცე?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025