ხუთშაბათი, 19.06.2025, 03:33
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » პრეზიდენტი პოლიციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
09:57
პრეზიდენტი პოლიციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, ვინაიდან ამნისტიის შედეგად ათასობით დამნაშავე გარეთ გამოდის და ეს ყველაფერი პოლიციამ უნდა გააკონტროლოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გარდაბნის რაონში სოფელ ჯანდარაში მამედოვების ოჯახთან სტუმრობისას განაცხადა.

„ტელევიზორში კი არ უნდა ყელყელაობა პოლიციას, ყოველ კუთხეში პატრული უნდა იყოს, ყოველ ნაბიჯზე. საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს მთელს საქართველოში",- ამბობს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული ხალხი „ჟიგულიანი საქართველოს" დროს შევიდა ციხეში, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი „მერსედესებიან საქართველოში" ხვდება. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ წაგლიჯონ ხელიდან პატიოსან, მშრომელ ხალხს ამდენი წლის განმავლობაში ნაგროვები ქონება.

„მარტო კი არ ქურდობენ, მოდიან და ადამიანს თითს ჭრიან, აუთოებენ. თუმცა, მთავარია კლიმატის გავლენა - როცა მოგვიწოდებენ, გაგებით შევხვდეთ, საზოგადოება ვერ შეხვდება გაგებით იმას, რომ წლების ნაგროვებს ნაძირალა მუქთახორა ყაჩაღი წაართმევს და წაიღებს",- ამბობს სააკაშვილი.

პრეზიდენტთან ერთად მამედოვების ოჯახს ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც ესტუმრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა კრიმინოგენული ვითარება და თუ ბოლო 9 წლის განმავლობაში ყაჩაღობის სულ 9 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ბოლო 2 თვეში 13 ყაჩაღობა მოხდა.

მამედოვების ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ 5-მა შეიარაღებულმა პირმა ისინი ჯერ აწამა, შემდეგ კი ფული 15 ათასი ლარის ოდენობით და ოქრო გაიტაცა.

ამ დროისთვის ხუთივე დამნაშავე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშავეების დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

 

ნანახია: 791 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 6
0  
1 ბიბი   (30.12.2012 10:34) [Материал]
მოვყვები და თანდათან ვწერ კომენტარებს, აზაზელოს აზრს ვითვალისწინებ! biggrin biggrin biggrin
აზაზელო, შემოდი, გვჭირდება შემოლაწუნება! biggrin biggrin biggrin biggrin

0  
2 ფეფე   (30.12.2012 10:36) [Материал]
ესე იგი, რამდენად დიდი იყო ხალხზე ტერორი, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, 9 წლის განმაავლობაში მხოლოდ 9 შემთხვევა ყოფილა დაფიქსირებული, იმ დროს, როცა მაგ. ავსტრიაში თითქმის ყოველ კვირა ხდება ქურდობა და ყაჩაღობა.

მე არ მინდა, რომ კრიმიალი გაიზარდოს, მაგრამ მისი შემცრება უნდა მოხდეს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით ქვეყანაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნიტ და ხალხის დასაქმებითმ კანონის კანონობით და არა ხალხის დაშინებით, ტერორით, პატიმრების ცემით, წამებით და გაუპატიურებით ციხეებში .

0  
3 ბიბი   (30.12.2012 10:43) [Материал]
რა დემაგოგი ხარ, მიშა! უკვე ვეღარ ვიტან შენს უაზრო გამოსვლებს!!! angry შენ დროს რა, აბსოლუტური სიმშვიდე იყო? უსინდისოდ აბოლებ, ისედაც გაუბედურებულ და შენგან დამცირებულ, შეურაცხოფილ ადამიანებს!!! angry

დანაშაული ყოველთვის მოხდება, არც ერთ სახელმწიფოში, ამის გარანტიას, რომ დანაშაული მოისპობა, ვერ მისცემენ!...
პოლიცია, კი რას და როგორ გააკეთებს, ეს მათი საქმე და საზრუნავია, განსხვავებით შენი რეჟიმისგან! angry შენ ვეღარ დაუგეგმავ, ვინ დაიჭირონ და ვინ გაუშვან!!!!
კანონის წინაშე ყველა თანაბარი იქნება! მათ შორის შენც!!!

0  
4 ბიბი   (30.12.2012 10:47) [Материал]
შალვა ნათელაშვილის მარგალიტები მიყვარს და გავიმეორებ: რა მნიშვნელობა აქვს მშობლისთვის, ვინ მოუკლავს შვილს, პოლიციელი თუ ყაჩაღი?! --ეს მარგალიტი, მიშას რეიჟმს მიუძღვნა, შალვამ და აბსოლუურად ვეთანხმები! angry
უსინდისო ხარ, მიშა, დიდი გაიძვერა და უნამუსო!!!! angry

0  
5 ლერა   (30.12.2012 12:30) [Материал]
ბიბი, მიშა კია აფერისტი და გაიძვერა, მაგრამ ამდენი კრიმინალის გარეთ გამოშვება, არ მიმაჩნია გამართლებულად, ამნისტია კარგია, მაგრამ ყველას კი არ უნდა შეეხოს, დანაშაულს და დამნაშავეს გააჩნია. კრიმინალი გაიზრდება, რაა თქმა უნდა, ის ქურდები და ყაჩაღები რა კი არ გაპატიოსნებულან, უმრავლესობა გააგრძელებს ძველ "მოღვაწეობას". ნაციონალები კი ხელს შეუწყობენ, რომ რაც შეიძლება ბევრი დანაშაული მოხდეს... ეს ჩემი პირადი აზრია.

0  
6 კორშა   (30.12.2012 14:51) [Материал]
ლერა,ეგ ხალხი 6 თვეში მაინც უწევდათ გამოსვლა და ესეიგი არც მაშინ უნდა გამოუშვან?
პოლიცია უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე.რათქმა უნდა უნდა აკონტროლონ ყოველი კუთხე კუნჭული.
ანდაც რაღა შეუძლიათ მაგ კრიმინალებს,ნახევარკაცებიღა გამოდიან იქედან,დასნეულებულ დაავადმყოფებულები.საკმარისზე მეტი აწვნევინა მიშას ბანდამ.
ყველაზე დიდი კრიმინალები მიშა და მისი ბანდაა და ვიღასი გეშინიათ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025