ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:03
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეში გლდანის ციხის ყოფილი უფროსი ფიგურირებს
06:31
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეში გლდანის ციხის ყოფილი უფროსი ფიგურირებს
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ვინმე სისაური დააკავეს, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება , ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გამოვლინდა. კბილაშვილის განცხადებით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმე 2011 წელს შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თუმცა აღნიშნული საქმის გამოძიება 2012 წლის 14 ნოემბერს განახლდა და საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები და მოწმეთა ჩვენებები.
საქმის მიხედვით, ბრალდებული თეთრაძე #8-ე საპყრობილეში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც გადაიყვანეს #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში. კბილაშვილის თქმით, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დასახელდა. გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ნახეთქი ჭრილობა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პატიმარმა ზემოაღნიშნული დაზიანებები დაკავებამდე მიიღო. კბილაშვილის განმარტებით, ეს დადგენილება სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს. მისივე თქმით, 2012 წლის 14 ნოემბერს გაუქმდა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ, ჩატარდა გამოძიება და დაიკითხნენ მოწმეები.
"მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პატიმარი თეთრაძე, #8-ე საპყრობილის ტერიტორიიდან, შინაგანაწესის უხეში დარღვევით, უკანონოდ გაიყვანეს გლდანის საპყრობილის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მანქანით. მუხაძე თავადაც იმყოფებოდა მანქანაში. მოწმეები ადასტურებენ, რომ 4-5 საათის შემდეგ თეთრაძე იმავე მანქანით იმავე პირებმა დააბრუნეს ციხის ტერიტორიაზე. იგი მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, იყო წელში მოხრილი და სიარული უჭირდა. ამასთან, მორიგე ექიმი ადასტურებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა #53-ე საკანში, არამედ კარანტინის ნახევრად სარდაფულ საკანში", - აღნიშნა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, მოწმის სახით დაკითხული ალექსი ტერაშვილი ყვება, რომ სარეჟიმო სამსახურის უფროსის, ოლეგ ფაცაციასა და უსაფრთხოების უფროს ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით მან და პატიმარმა სისაურმა განახორციელეს ფიზიკური ძალადობა თეთრაძის მიმართ და მას 20 წუთის განმავლობაში სცემდნენ განსაკუთრებული სისასტიკით, წამებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობით, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და გონების მოუსვლელად გარდაიცვალა.
კბილაშვილის განმარტებით, ადგილი ჰქონდა დანაშაულისა და კვალის დაფარვას, ასევე, გამოძიებისათვის მიცემულ ცრუ ჩვენებებს. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსი ტერაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.
ნანახია: 770 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 1
0  
1 არალე   (29.11.2012 10:13) [Материал]
როგორც მოარული ხმები ამბობენ, პირადად მეგიზ ქარდავას შემოაკვდა პოლკოვნიკი თეთრაძე.

რატომ მოკლეს ეს კაცი, ასეთ რა ინფორმაციას ფლობდა, თუ უბრალოდ, ცემისას შემოაკვდათ?

მკვლელები და ბანდიტები, ღორივით უნდა დააკლა ესენი თეთრაძის საფლავს angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025