ხუთშაბათი, 19.06.2025, 13:42
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » პოლიტიკური კრიზისის ალბათობა
09:29
პოლიტიკური კრიზისის ალბათობა

ავტორი ნინო ხარაძე
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით მიმართა, ანალიტიკოსთა წრეებში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას, დგას თუ არა ქვეყანა რეალურად პოლიტიკური კრიზისის წინაშე, რამდენადაა ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესში პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა და რას მოუტანს ეს ხელისუფლებას და ქვეყანას.

შედეგს, რომელიც 28 დეკემბერს დადგა, როცა პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ერთი წინადადებით აფასებს: ეს არის ან პოზიტივი, ან კატასტროფა - პოზიტივი იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტი საკუთარი ფუნქციების შესრულებას რეალურად იწყებს, კატასტროფა კი იმ თვალსაზრისით, რომ ახლა, როდესაც პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა, პრეზიდენტს საკუთარი ფართო უფლებამოსილების გამოსაყენებლად ხელ-ფეხი ეხსნება. თუმცა, როგორც ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, კონსტიტუციის არსებული ვარიანტით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა 6 თვის განმავლობაში არ შეუძლია, მაგრამ, სამაგიეროდ, მას მომავალი ერთი თვის მანძილზე, ანუ სანამ ახლად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება შევა ძალაში, შეუძლია დაითხოვოს მთავრობა. საკონსტიტუციო რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტი ახალ მთავრობას სამჯერ ზედიზედ არ დაამტკიცებს, პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს, მაგრამ დანიშნავს ახალ, საკუთარ მთავრობას. შესაძლებელია პარლამენტმა შექმნას პირობები ვადამდელი არჩევნებისთვის, მაგრამ ამ არჩევნებს ჩაატარებს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა. ვახტანგ ძაბირაძის სიტყვებით, დღეს, ”ნაციონალური მოძრაობის” დაბალი პოლიტიკური რეიტინგის გათვალისწინებით, შანსი იმისა, რომ პრეზიდენტმა რამე მოახერხოს, არის მხოლოდ გაყალბება, რასაც რეპრესიები დასჭირდება. ამას დასავლეთი მხარს არ დაუჭერს. ვახტანგ ძაბირაძეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პროცესების განვითარების ასეთი სცენარი სათუოდ ეჩვენება, მისი სრულიად არაპროგნოზირებადი შედეგების გამო:

”შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იწყება არათუ ავტორიტარული, არამედ დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბება, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, და რამდენადაც მე ვიცნობ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, საქართველოში ადგილობრივი რესურსი არასოდეს ყოფილა არათუ დღეს, არც არასოდეს, საკმარისი დიქტატურის დასამყარებლად. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. დიქტატურას სჭირდება საკმაოდ დიდი რესურსი - ადამიანურიც, ფინანსურიც. ასეთი რესურსი ჩვენნაირ ქვეყნებს არ აქვთ, თუ მათ არ ექნებათ მხარდაჭერა გარედან. გარედან მხარდაჭერა დასავლეთიდან მას არ ექნება. მაშინ გამოდის, რომ მას გარედან მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს რუსეთიდან. აი, მთელი ეს სცენარი, და ამაზე ვიძახი მე, კატასტროფა იქნება-მეთქი”.

თუ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში კრიზისის შესაქმნელად პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებას პოლიტიკურ მიზაშეწონილობას მოკლებულად მიიჩნევს, საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის აზრით, ვინაიდან საგაზაფხულო სესიისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილებები სერიოზულად შემცირდება, მას ახლა შეუძლია ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი შეცვალოს, რაც კრიზისის გამოწვევის შესაძლებლობას ზრდის:

”გუშინ უკვე შევიდა ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, სადაც უკვე რეალურად ბევრი ბერკეტი ჩამოერთვა სააკაშვილს, ახლა კიდევ ეს საკითხი -მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის ერთმანეთთან მიბმა... სააკაშვილმა იცის, რომ თუ მან საგაზაფხულო სესიამდე ვერ მოასწრო რაღაცების არევა, საგაზაფხულო სესიის შემდეგ სერიოზული პრობლემები ექნება”.

კახი კახიშვილისგან განსხვავებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ვერ ხედავს და მხოლოდ პოლიტიკურ, ვერბალურად გამოხატულ დაპირისპირებაზე ლაპარაკობს პოლიტოლოგი გია ნოდია. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას მკვეთრად აკრიტიკებს, მისი დათხოვნის სურვილს პრეზიდენტს ვერ ამჩნევს:

”მე არა მგონია, მართალი გითხრათ, პრეზიდენტი ამას აპირებდეს. შეიძლება არის პრეზიდენტის მომხრეთა შორის ან უფრო რადიკალურად განწყობილ მომხრეთა შორის ამის სურვილი, მაგრამ თვითონ პრეზიდენტის ქმედებაში და რიტორიკაშიც რაღაც ასეთ გეგმებს ვერ ვხედავ”.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის დათხოვნისა და კრიზისის გამოწვევის შესაძლებლობას მოელის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების საკითხი დაისმება. აქვე ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას იხსენებს და ამბობს, რომ ამ თვალსაზრისითაც საუბარია გარკვეულ პოლიტიკურ ამნისტიაზე, რაც პრეზიდენტსაც უნდა შეეხოს და თუ ეს ცვლილება ძალაში შევა, მაშინ კრიზისიც თავიდან იქნება აცილებული, რადგან, სავარაუდოდ, ამ ცვლილებას საპარლამენტო უმცირესობაც დაუჭერს მხარს, ვინაიდან პოლიტიკური ამნისტია მათზეც გავრცელდება. თუმცა, ექსპერტთა ნაწილის აზრით, პრობლემები არა ცვლილებების ძალაში შეხვლის შემდეგაა სავარაუდო, არამედ მანამდე, უახლოეს ერთ თვეში, არსებული კონსტიტუციის მოქმედების ვადებში.

http://www.radiotavisupleba.ge/content/probability-of-political-crisis/24811629.html



ნანახია: 926 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 6
0  
1 ეფემია   (30.12.2012 09:56) [Материал]


ნახეთ რას დაძრწის ეს მახინჯი. ფუ რას დაემსგავს...
"...ხალხი წელს ფეხზე იდგავსო..." სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამს და ზოგს ეს ჰგონია ჭკვიანი და განათლებული.

0  
2 ბიბი   (30.12.2012 10:07) [Материал]
გამარჯობათ ფეფე, ჩატბერი smile

0  
3 ბიბი   (30.12.2012 10:12) [Материал]
ფეფე, ენების ცოდნა არ ნიშნავს განათლებას და ინტელექტს, რაც სამწუხაროდ, მიშას ფანებს ჰგონია angry

არასდროს არ მომწონდა მისი საუბარი, მანერები, უფრო მეტი, სამარცხვინო იყო! sad როგორ ვიტანდით ამდენ ხანს? sad
მაგრამ ახლა, ხომ საერთოდ ''გარეკა'' angry ასეთი შეურაცხადი, ასეთი არაადექვატური და შეშინებული არასდროს მინახავს!!! სირცხვილია, სირცხვილი, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს!!! angry

0  
4 კობა   (30.12.2012 11:02) [Материал]
რამდენიმე წლის წინ რამაზ წივწივაძემ გამოაქვეყნა მისი ერთ გვერდიანი განცხადება 100–ზე მეტი შეცდომით!მან ქართული წერაც კი არ იცის ნორმალურად! biggrin biggrin biggrin

0  
5 ფეფე   (30.12.2012 11:36) [Материал]
სად შეიძლება მაგ სტატიის ნახვა, ხომ არ იცი კობა?

0  
6 კობა   (30.12.2012 12:09) [Материал]
ასავალის წინა ნომერში,ელიზბარ ჯაველიძეს უწერია!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025