ოთხშაბათი, 18.06.2025, 21:17
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 13 » პარლამენტი დღეს ახალი წევრებით შეივსება
07:40
პარლამენტი დღეს ახალი წევრებით შეივსება

დღეს, 13 ნოემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების საკითხი განიხილება. დღესვე პარლამენტში იმსჯელებენ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და გიორგი ტუღუშისთვის სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

რიგგარეშე სხდომის მოწვევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც წინა სესია უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის გაგრძელება პარლამენტმა ვეღარ შეძლო.

საქართველოს პარლამენტმა წინა სესიაზე უფლებამოსილება შეუწყვიტა უმრავლესობის 13 წევრს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ. დღეს კი მათ ნაცვლად პარლამენტის 10 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. ყოფილი მაჟორიტარების - კახი კალაძის, არჩილ კბილაშვილისა და თეა წულუკიანის ადგილმონაცვლეების ვინაობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც მათ საარჩევნო ოლქებში (სამტრედია, ბაღდათი, ნაძალადევი) განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული დეპუტატების ადგილმონაცვლეების სია ასე გამოიყურება: გიორგი ცაგარეიშვილი, მახირ დარზიევი, თამაზ მეჭიაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, თენგიზ ხუბულური, თამაზ შიოშვილი, ოთარ ჩრდილელი, ფრიდონ საყვარელიძე, დავით ლორთქიფანიძე და ომარ ნიშნიანიძე.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 12 საათზე დაიწყება.
ნანახია: 917 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 2
0  
1 ფეფე   (13.11.2012 10:23) [Материал]
ჩვენ წაგვიყვანონ დიდორელები, ჩვენ შევუვსებთ ადგილებს. cool

0  
2 არალე   (13.11.2012 11:12) [Материал]
წავიდეთ ფეფე, დავიხარჯოთ საქვეყნო საქმეების კეთებაში smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025