ხუთშაბათი, 19.06.2025, 14:20
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
07:49
ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
15:25 10-12-2012
ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოლეგ მელნიკოვს უკრაინის, კერძოდ კიევის დარნიცკის რაიონულმა სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში იქნება განხილული მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხიც.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული,  კიევში 7 დეკემბერს დააკავეს. 
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, დათა ახალაიას, აგრეთვე, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დეკემბერს დაუსწრებლად შეუფარდა. არც ერთი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ 2012 წლის 5 ოქტომბერს დატოვეს საქართველო, ალანიამ - 22 ოქტომბერს, ხოლო მელნიკოვმა 2010 წლის 2 დეკემბერს და მის შემდეგ ქვეყნის საზღვრები არ გადმოულახავთ. 
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინა სასამართლო სხდომა 2013 წლის 16 იანვრისთვის ჩაინიშნა. 
კუდ-ის მაღალჩინოსნები უფლებამოსილების გადამეტაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი. საქმე ეხება 2005 წელს პოლიციელების ცემას, რომლებსაც ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ.
ნანახია: 763 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025