მთავარი » 2012»ნოემბერი»21 » ოქრუაშვილის გზავნილი ციხიდან - მაღალი რანგისა და უმაღლესი რანგის პოლიტიკური პირებს
08:54
ოქრუაშვილის გზავნილი ციხიდან - მაღალი რანგისა და უმაღლესი რანგის პოლიტიკური პირებს
გლდანის მერვე საპყრობილეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა მოინახულა.
ექს მინისტრის მოსანახულებლად კი, ამ დროისათვის ციხეში სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა იმყოფება.
ადვოკატის განცხადებით, ოქრუაშვილი მხოლოდ, იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუ დაინახავს, რომ ქვეყანაში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
„ბატონი ირაკლის პოზიცია გახლავთ შემდეგში, თუ ბატონი ირაკლი დაინახავს, რომ საქართველოში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და დაწყებულია ან აპირებენ განხორციელებას რეალურად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ოქრუაშვილი თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხელი შეუწყოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები", - განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა.
კითხვის პასუხად, თუ ვის გულისხმობს ირაკლი ოქრუაშვილი მაღალი თანამდებობის პირებში, ადვოკატი აცხადებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები მას არ დაუსახელებია.
„ ის აცხადებს შემდეგს: მაღალი რანგის, ანუ უმაღლესი რანგის პოლიტიკური პირები", - განაცახდა ადვოკატმა.
თუ ბატონი ირაკლი დაინახავს, რომ საქართველოში რეალურად ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და დაწყებულია ან აპირებენ განხორციელებას რეალურად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ოქრუაშვილი თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ხელი შეუწყოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები
რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს, ბატონი ირაკლი, '' რეალურ სისხლის სამართლებრივ დევნას''? ძალიან ხმამაღალი განცხადებაა! მაგას არავინ ეკითხება, ეგ ეჭვმიტანილია და პასუხი გასცეს კითხვებზე, რაც მის მიმართ აქვთ, მერე ილაპარაკოს სხვის დანაშაულზე... თუ რაიმე იცის დადასტურებულად, მაშინ მისთვისაც აჯობებს თქვას და დადოს ფაქტები, თუ არა და ეგეც, ჩვეულებრივი ნაძირალა დემაგოგი იქნება (თუ არის)!
...და საერთოდ, სულ არ არის აუცილებელი, თითოეული საქმე განიხილებოდეს საჯაროდ! დავიღალე ამდენი დაჭერების, ურთიერთ გამომრიცხავი ბრალდებებით, ყველაზე დიდი დამნაშავეების ''განტევების ვაცად'' წარმოდგენით... ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ჩვენც გვეშველება და მათაც!
ციხის არქივები და ვიდეომასალები მოუპარიათ. სად იყვნენ ესენი,რატომ მოაპარინეს.იმედია მაგათაც მიაგნებენ. არა რა, მიშა სააკაშვილი უნდა დააპატიმრონ.ძალიან კი აფარებს ამერიკა ხელს,მაგრამ თავი და თავი დამნაშავე ეგ არის და მერე დანარჩენები.
გიგი უგულავა: გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით გიგი უგულავა: გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით 2012-11-21 18:47:30 From.ge თბილისის მერი გიგი უგულავა „თბილისის წყლის“ ყოფილი ხელმძღვანელის გეგა ქელბაქიანის დაკავებას გამოეხმაურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება გაავრცელა, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ კერძო კომპანია „ნსს“-ს მფლობელი გეგა ქელბაქიანი დააკავეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ „თბილისის წყლის“ ხელმძღვანელი იყო. გეგი მერიაში გავიცანი და მიმაჩნია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია. სწორედ ამიტომ, მან სახელმწიფო კომპანიაში მუშაობას, კერძო ბიზნესი ამჯობინა. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა დროთა განმავლობაში მეგობრობაში გადაიზარდა.
ახალი ხელისუფლებისათვის ქცეული ტრადიციის შესაბამისად, გეგი ქელბაქიანი ჯერ დააკევეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეკრება თუ შექმნა.
ოფიციალურად ქელბაქიანს ფულის გათეთრება ედება ბრალად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფულის გათეთრება გულისხმობს შემდეგს: მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)
მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით“,- ნათქვამია თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში