
მელორ ვაჩნაძემ თავის დროზე გათავისუფლების შესახებ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში განცხადება შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ვაჩნაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის გადაწყვეტილებას ციხეში დაელოდება.
ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, დაწესებულებას დღის განმავლობაში ჯამში 59 პატიმარი დატოვებს, მათ შორის ყველაზე მეტი ქსნის დაწესებულებიდან. ამასთან, მისი თქმით, გათავისუფლებულებს შორის არასრულწლოვანები და ქალებიც არიან. მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელიც გათავისუფლდა, 15 ლარის ღირებულების ნიგვზის მოპარვისთვის იხდიდა სასჯელს 14 წლის ასაკიდან.
ამირან ქადაგიშვილი ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც 2004 წელს დააკავეს. თემურ ჟორჟოლიანი კი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, მისთვის მოულოდნელი იყო დღეს გათავისუფლება, თუმცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დიდი იმედი ჰქონდა, რომ კანონიერება აღდგებოდა და დაწესებულებას დატოვებდა.