ოთხშაბათი, 18.06.2025, 10:44
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
08:38
მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, მალაიზაიში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, 6- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

როგორც საყვარელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს საქართველოს ხელისუფლების და დაკავებულების ადვოკატების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა.

"შევძელით, დაგვერწმუნებინა მალაიზიელი კოლეგები, დაცვის მხარესთან ერთად, რომ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი. ამა წლის 30 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება დარეჯან კოხტაშვილთან და მას სიკვდილით დასჯის, კერძოდ ჩამოხრჩობის ნაცვლად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც უკვე მოხდილი აქვს ორი და მოსახდელი დარჩება 4 წელი. ბაბუცა გორდაძის და დარეჯან კოხტაშვილის დაკავებიდან, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, არ შეგვიჩერებია მცდელობა, რომ დაგვერწმუნებინა მალაიზიის სახელმწიფო გამოეყენებინათ მაქსიმალურად ჰუმანური და მსუბუქი სასჯელი. ამგვარი პოზიტიური გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს საათებში ბაბუცა გორდაძესთან დაკავშირებითაც ანალოგიური ნაბიჯი იქნება გადადგმული", - განაცხადა საყვარელიძემ.

მალაიზიელმა სამართალდამცავებმა დარეჯან კოხიტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 2011 წლის 27 ოქტომბერს მალაიზიაში ნარკოტიკული საშუალება "მეტაფინის" შეტანის ფაქტზე დააკავეს. მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, ეს დანაშაული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

ამასთან, ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი, რომელსაც სასამართლომ 15- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ელდარ დავითიანს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადაზიდვას გულისხმობს.
კოხტაშვილისა და გორდაძის ახლობლები მალაზიაში მომხდარ ფაქტს სწორედ ელდარ დავითიანს უკავშირებდნენ.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/50553-malaiziashi-dakavebul-darejan-kokhtashvils-6-tsliani-patimroba-miesaja.html#ixzz1qhJ492VZ
ნანახია: 898 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 2
0  
1 არალე   (31.03.2012 08:50) [Материал]
ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, რაც არ უნდა დაეშავებინათ, სასიკვდილო განაჩენი მეტისმეტია!

ეს გაუბედურებლი ქალები კი არა, ის ხელისუფლებაა დასასჯელი, ვინც აიძულებს საკუთარ მოქალაქეებს სასოწარკვეთილებისაგან ასეთი დანაშაული ჩაიდინონ.

0  
ვულოცავ!

შემდეგისათვის მაინც გაითვალისწინოს ამ ქალბატონების ოჯახებმა დ საქრთველოს ხელისუფლების ზოგიერთმა მдзიმეწონოსანმა, რომ ნარკოტიკებით ვачრობა, ხალხის დაავადება_მოწამვლა ар арис карги сакме...!!!!

Тквенс шрифтс рагаца моувида....



biggrin :D biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025