ოთხშაბათი, 18.06.2025, 23:51
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » მაია ფანჯიკიძე - ქვეყნის დეოკუპაცია არის პრიორიტეტი, რომელიც არასოდეს შეიცვლება
06:37
მაია ფანჯიკიძე - ქვეყნის დეოკუპაცია არის პრიორიტეტი, რომელიც არასოდეს შეიცვლება
09:54 05-12-2012
მაია ფანჯიკიძე - ქვეყნის დეოკუპაცია არის პრიორიტეტი, რომელიც არასოდეს შეიცვლებასაქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას არასოდეს შეეგუება, - როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 
ფანჯიკიძის თქით, საქართველო ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური ურთიერთობების გზით ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ქვეყნის სუვერენიტეტი შენარჩუნდეს.
"ეს ჩვენი წინაპირობა არ არის, ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი მთავარი ამოცანა. ქვეყნის დეოკუპაცია არის პრიორიტეტი, რომელიც არასოდეს შეიცვლება. მიუხედავად ამისა, დიალოგი მაინც შესაძლებელია. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი დიალოგი შედგება. ერთი პრეცედენტი ასეთი დიალოგისა გვაქვს ჟენევაში, ხოლო სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით, ჩვენი მცდელობაა, რომ გაიხსნას მეორე არხი კონტაქტისა. დარწმუნებული ვარ, გარკვეულ სფეროებში ასეთი დიალოგი შესაძლებელი იქნება, რომელმაც შეიძლება ურთიერთობების გაუმჯობესებამდე მიგვიყვანოს", _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ნანახია: 770 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025