ოთხშაბათი, 18.06.2025, 22:26
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » ქართული მხარე სერგეი ლავროვის ბრალდებას პასუხობს
06:38
ქართული მხარე სერგეი ლავროვის ბრალდებას პასუხობს
12:39 05-12-2012
ქართული მხარე სერგეი ლავროვის ბრალდებას პასუხობს ქართული მხარე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ დიალოგის განახლების შეთავაზებაზე ადეკვატური რეაგირება მათი მხრიდან ვერ მიიღო. 
"ჩვენი მოქმედება შეესაბამება სწორედ რუსეთთან დიალოგის სურვილს, პრემიერ-მინისტრმაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძეც ამიტომ დანიშნა, თუმცა მათი მხრიდან ვერ მივიღეთ ადეკვატური რეაქცია. რაც შეეხება სიტყვა "რიტორიკას", რომელიც სერგეი ლავროვმა ახსენა, ეს რიტორიკა კი არა, რეალობაა - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ არ ვაყენებთ წინაპირობად, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების განხილვით დავიწყოთ დიალოგი, მაგრამ ამ პროცესს არ შეუწყობს ხელს მათი მხრიდან იმის უარყოფა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ არის. დიახ, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ჩვენი უმთავრესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. 
მისივე განმარტებით, ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით მცდელობას არ დააკლებს.
"ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდანაც უნდა გადმოიდგას კონკრეტული ნაბიჯები. არსებობს არხები იმისთვის, რომ შესაბამის დონეზე დაიწყოს ლაპარაკი, თუმცა არც ერთი არხი არ ჩაანაცვლებს ჟენევის პროცესს. ჟენევის პროცესი უმნიშვნელოვანესია - რუსეთთან იქ გაგრძელდება მოლაპარაკებები კონფლიქტის საკითხზე და სხვა არხები გამოიყენება იმისთვის, რომ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგას", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ამასთან, "ინტერპრესნიუსთან" სახელმწიფო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებასაც გამოეხმაურა და "მნიშვნელოვანი" უწოდა.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა. მან საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის კონტექსტში ძალიან დადებითი განცხადება გააკეთა. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რაც მაქსიმალურად დააჩქარებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, მოგეხსენებათ, ამას სჭირდება ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
რაც შეეხება უშუალოდ ბრიუსელში მიმდინარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მინისტრებს ხვდება.
"შეხვედრა იქნება ძალიან გულწრფელი და გულახდილი, რომელზეც საუბარი სამომავალო გეგმებს შეეხება, მათ შორის როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ისე საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის კუთხით", - დასძინა პეტრიაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების რიტორიკა წინაპირობების გარეშე ურთიერთობების განახლების სურვილს არ შეესაბამება. ამის შესახებ ლავროვმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს თათბირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება ანდერს ფოგ რასმუსენს, როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადების და საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.
ნანახია: 729 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025