ხუთშაბათი, 19.06.2025, 08:52
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » კახა ბენდუქიძეს 14 სპეციალობაზე უფასო სწავლების შემოღება "ბანძობად" მიაჩნია
09:51
კახა ბენდუქიძეს 14 სპეციალობაზე უფასო სწავლების შემოღება "ბანძობად" მიაჩნია
ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივით ინტერესდება. ინიციატივის თანახმად, მომავალი წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, 14 სპეციალობაზე სწავლა უფასო იქნება.

"აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია და არქიტექტურა, - ეს არის იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც განათლება უფასო იქნება. ფილოსოფია ვხვდები რა ნიშნითაც აირჩიეს, მინისტრია ფილოსოფოსი :) მაგრამ დანარჩენების არჩევის კრიტერიუმები ცნობილია?" - წერს ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილის ამ პოსტს თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი კახა ბედუქიძეც გამოეხმაურა.

"ეს კიდევ ერთი სისულელე - არავითარი კავშირი არც ხარისხთან, არც ხელმისაწვდომობასთან არა აქვს", - დაწერა კომენტარში ბენდუქიძემ.

"ფეისბუქზე" გაკეთებულ კომენტარებში ჩერგოლეიშვილი და ბენდუქიძე გრანტების თემასაც შეეხნენ.

"ეგ ფორმა - ანუ გრანტები - რჩება, აქ საუბარია იმაზე, რომ ვინც გრანტს ვერ აიღებს, მაინც რომ მეცნიერი გამოვიდეს. ვინ არის ის ახალგაზრდა, რომელმაც ეროვნულ გამოცდაზე დაბალი ქულები მიიღო, და ამიტომ ფიზიკა უნდა უფასოდ ისწავლოს, არ ვიცი", - წერს კახა ბენდუქიძე.

"თუ ვინმემ აიღო გრანტი და უფასო ფაკულტეტზე ჩააბარა, გრანტი მოუცვდება, მაგრამ თუ სხვაგან გადავა, მაშინ გამოადგება. გამოდის ბანძობა", - დასძინა ბენდუქიძემ. 

გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა, სამინისტროს ახალი ინიციატივა გაახმაურა, რომლის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 14 სპეციალობაზე სწავლის სრულ ოთხწლიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს.

მომავალი წლიდან უფასოდ სწავლას შეძლებენ სტუდენტები, რომლებიც, გამოცდების გავლის შედეგად, შემდეგ სპეციალობებზე ჩააბარებენ: აგრარული მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობა - აგრონომია; განათლების მიმართულება - განათლების მეცნიერებები; ინჟინერიის მიმართულება, სპეციალობები - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია და მშენებლობა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება, სპეციალობები -მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია; სოციალური მეცნიერებების მიმართულება - ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება - არქელოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია და ფილოსოფია, ასევე უფასო იქნება სწავლა არქიტექტურის სპეციალობაზე.


წყარო/Source: http://geo.ambebi.ge//faceambebi/68463-kakha-benduqidzes-14-specialobaze-ufaso-stsavlebis-shemogheba-qbandzobadq-miachnia.html#ixzz2GXjPbowd
ნანახია: 906 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 6
0  
1 ბიბი   (30.12.2012 10:22) [Материал]
ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ????
ჩერგოლეიშვილი ჟურნალ ''ტაბულას'' რედაქტორია, ხოლო ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილია smile

0  
2 ბიბი   (30.12.2012 10:26) [Материал]
მე ვერ შევაფასებ ახლა, რადგან არ ვიცი, რა ხდება, ამჟამად განათლების სისტემაში, მაგრამ აბსოლუტურად ვენდობი დღევანდელი განათლების სისტემის მესვეურებს...
რაც შეეხება ბენდუქიძეს და ჩერგოლეიშვილს, საკუთარ სულში ჩაიხედონ, როცა ვინმეს აფასებენ სიბანძით angry

+1  
3 ბიბი   (30.12.2012 10:31) [Материал]
ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო სწავლება, ან მინიმალური გადასახადი უნდა დაწესდეს, იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რაც იყო სახელწიფო( უნივერსიტეტი, სამედიცინო, პოლიტექნიკური, ''გპი'', სასოფლო...) ძალიან მკაცრი გამოცდების, სწავლების გარანტიით, ხოლო დანარჩენ კერძო სასწავლებლებში და ამავე დროს, უცხოელებისთვის იყოს გადასახადი... smile
...ეს ჩემი მოკრძალებული აზრია smile

0  
4 ფეფე   (30.12.2012 10:45) [Материал]
მართლაი ხარ ბიბი. საქართველოს მოქალაქეებს შეღავათები უნდა დაუწესონ.
ავსტრიაში მათზე ვინც ევროპის მოქალაქეები არ არიან სემესტრში 700 ევრო გახადეს სწავლის საფასური. ვეროპის მოქალაქეები კი არაფერს იხდიან.

ქართველებს საქართველოში მაინც ჰქონდეთ შეღავათები. რატომ არა???? სხვაგან, ყველა "ნორმალრად განვითარებული ქვეყანა" საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს ითვალისწინებს პირველ რიგში. ჩვენც თუ გვინდა განვითარების მხრივ წინ წავიდეთ, ასე უნდა მოვიქცეთ, თორემ ხომ ვხედავთ რა ხდება ისეთ ქვეყნებში სადაც მთავრობებს ხალხის ინტერესები ფეხებზე კიდიათ და მატო საკუთარ განცხრომაზე ფიქრობენ.

0  
5 კორშა   (30.12.2012 14:46) [Материал]
არადა ეს ის სპეციალობებია რომელის სპეციალისტებიც ძალიან აკლია და სჭირდება საქართველოს.თუ უფასოდ ისწავლიან,რატომ არის ბანძობა ვერ გავიგე.ბენდუქიძე თავიდან ფეხებამდე ბანძია მაგრამ ამის გამო ვინმე ერჩის? მათხოვარი.
ბენდუქიძემ გადაათქმევინა მიშას ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაც,რომელსაც ბიძო აფინანსებდა,მე არ მესმის კარგი და სასიკეთო საქმე როცა კეთდება რა მოტივით უნდა დაიწუნო.ეს არის ჩემი აზრით ბოროტი კაცი."ყარაბას-ბარაბასი"

ჩაბარება იქნება ძალიან მკაცრი მაგ უმაღლესებში.იქ ყველა უტვინო ან ნახევარტვინაც კი ვერ მოხვდება.იქნება დიდი კონკურენცია.იქ მართლა ვისაც უნდა სწავლა ის ისწავლის,უსაქმურები მაგ შეღავათით ვერ ისარგებლებენ და ეს არის კარგი.
ჩვენი სპეციალისტები ვინც სსრკს დროს ისწავლეს,ან დაბერდნენ,ან დაიხოცნენ,ამ უცხოეღში გადაიხვეწნენ და დაავიწყდათ კიდეც რაც ისწავლეს.ძალიან ცოტა კადრები გვყავს.

0  
ბანძობაა აბა რა, ფულს ვეღარ Gააკეთებს, ვერ გაძღა Mაგის ღორი მუცელი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025