ხუთშაბათი, 19.06.2025, 08:20
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 29 » ირმა ჭკადუა - ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მნიშვნელოვან დეტალს ამხელს
06:29
ირმა ჭკადუა - ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მნიშვნელოვან დეტალს ამხელს
ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დეტალს ამხელს.
როგორც ჭკადუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეპიზოდი, რომელიც შესაძლოა, საქმის გამოძიებისას მნიშვნელოვან ჩვენებად იქცეს, ოქრუაშვილმა მასთან შეხვედრის დროს გაიხსენა.
"რამდენიმე დღის წინ მე და ლალი მაროშკინამ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი მოვინახულეთ. მასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, მაგრამ განსაკუთრებით ჟვანიას გარდაცვალების საქმე მაინტერესებდა. ოქრუაშვილმა კონკრეტიზაციისგან თავი შეიკავა, მაგრამ ერთი ეპიზოდი გაიხსენა და მითხრა: "ჟვანიას გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, მიხეილ სააკაშვილთან მივედი, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, მეგონა ნერვიულობდა და ხმა არ ამომიღია, მაგრამ უცებ თავი ასწია და მითხრა: ეს რა ჭირი მოვიშორეთო". ოქრუაშვილის თქმით, ეს მისთვის შოკი იყო", - აცხადებს ირმა ჭკადუა.
ადვოკატის განმარტებით, ოქრუაშვილის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რომლითაც ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მომუშავე გამომძიებლები უნდა დაინტერესდნენ.
"მე, როგორც ადვოკატი ვფიქრობ, რომ თუკი ოქრუაშვილი აღნიშნულს სამართალდამცველებთანაც დაადასტურებს, სერიოზული საფუძველი შეიქმნება იმისთვის, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ დაკითხვაზე დაიბარონ და მოსთხოვონ ახსნა-განმარტება, თუ რას გულისხმობდა ჟვანიას მისამართით ნათქვამ სიტყვებში", - აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, ირმა ჭკადუას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებსაც უპასუხოს.
ადვოკატი ირმა ჭკადუა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრია და ოქრუაშვილი სწორედ ჯგუფის ფარგლებში მოინახულა. მისი განცხადებით, ოქრუაშვილს აღნიშნული ეპიზოდის "საიდუმლოდ დატოვება" მისთვის არ უთხოვია.
ნანახია: 768 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 2
0  
1 არალე   (29.11.2012 10:08) [Материал]
რა საინტერესო იქნება ამ საქმის დეტალების გაცნობა
საინტერესოა, ასეთი რა ჭირი იყო ყოფილი ხელისუფლებისათვის ზურაბ ჟვანია, რომ მისი მოშორება სააკაშვილისთვის პრინციპული საკითხი იყო, რაც საკმაოდ წარუმატებლად და დილეტანტურად შესრულებინა თავის ხელის ბიჭებს.

0  
2 ბიბი   (29.11.2012 14:45) [Материал]
მოგესალმებით დიდგორს! smile

ძალიან არ მომწონს ასეთი, მე ვიტყოდი, ჭორის დონეზე, ანუ დაუსაბუთებელი ლაპარაკი, მით უმეტეს, თუ ამას ადვოკატი ამბობს angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025