
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ლაფანყურის ინციდენტის გამოძიება იყო. ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიები გააცნეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება და მას პირადად გააკონტროლებს.
მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ მინისტრმა სოფლის მეჩეთი დაათვალიერა და იმამს საჩუქრად ყურანი და ხალიჩა გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ეწვია სოფლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას.
შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონებში ვიზიტს მომავალი ორი კვირის განმავლობაში გააგრძელებს.