ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:13
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » ჰილარი კლინტონი - ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება კანონის შესაბამისად ხდება
06:17
ჰილარი კლინტონი - ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება კანონის შესაბამისად ხდება
10:40 30-11-2012
ჰილარი კლინტონი - ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება კანონის შესაბამისად ხდება ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ და კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავზე ამერიკა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელის.
"ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესრულებისკენ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, რომელიც მოხდა არჩევნების შედეგად და ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ - კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად. ეს უნდა შეესაბამებოდეს ქართველი ხალხის გრძნობებს და მისწრაფებას", - განაცხადა კლინტონმა.
მისივე თქმით, ამერიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს, არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესში, არამედ ყველგან, სადაც ორი ქვეყანა თანამშრომლობს – მათ შორის ავღანეთის მისიასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ეამაყება.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ არჩევნებიდან ასე მოკლე პერიოდში მომიწვიეთ. არასოდეს დამავიწყდება თქვენი სატელეფონი ზარი, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ აშშ-სთან ურთიერთობის საკითხების განხილვას. ვამაყობთ, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვისაუბრებთ საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე. იმედი მაქვს, თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენს საკითხებს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა მომავალში გაგრძელდება", - მიმართა ჰილარი კლინტონს მაია ფანჯიკიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონს გუშინ შეხვდა.
ნანახია: 900 | დაამატა: კობა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025