ოთხშაბათი, 18.06.2025, 17:27
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 13 » გიორგი კალანდაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით პროცესი ჯერ არ დანიშნულა
07:36
გიორგი კალანდაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით პროცესი ჯერ არ დანიშნულა
გიორგი კალანდაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობის განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჯერ არ დანიშნულა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა, ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.
"რაც შეეხება ჩემს პოზიციას პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ამას სასამართლო პროცესზე მოისმენთ", - განაცხადა გაბაიძემ.
მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლომ კალანდაძის საკითხი 24-საათიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს.
რაც შეეხება ახალ ეპიზოდს, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება.
ნანახია: 814 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 1
0  
1 არალე   (13.11.2012 11:17) [Материал]
გასაგებია, რომ დააშავა და პასუხიც უნდა აგოს, მაგრამ რას მიაჩიჩინდნენ ამ კალანდაძეს

რას უყურებენ, რატომ არ იჭერენ იმ ჯალათებს, ვიცი სახელითაც ბავშვებს აშინებენ საქართველოში, მაგ ქარდავა, უდესიანი, ან დანარჩენ ბანდიტებს, პარლამენტში რომ არიან მოკალათებული და უამრავი ადამიანის სისხლში აქვთ გასვრილი ხელი.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025