ოთხშაბათი, 18.06.2025, 08:11
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 23 » გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
11:29
გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

დღეს, ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა დიდმოწამის გიორგის ხსენების დღეს. დღეს არის მისი ბორბალზე წამების დღე 10 (ახალი სტილით 23) ნოემბერი.
საქართველოში წმინდა გიორგი ძალიან უყვართ. საქართველო წმინდა გიორგის ქვეყანაა. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად აღინიშნება წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. უამრავ ადგილას - ქალაქებში, სოფლებში, უდაბნო ადგილებში აღმართული იყო წმინდა გიორგის სალოცავი. ახლაც შენდება მის სახელზე ტაძრები საქართველოში. წმინდა გიორგის სადიდებელი ჰიმნებით თუ მის მიერ აღსრულებული სასწაულების აღწერით ძალიან მდიდარია არა მარტო ჩვენი საეკლესიო მწერლობა, არამედ ქართული ფოლკლორიც. ქართველებს სწამდათ, რომ წმინდა გიორგი გაჭირვების ჟამს ეხმარებოდა ჩვენს მხედრობას ბრძოლებში. წმინდა გიორგი ითვლება მეომარ რაინდთა მფარველად. მას მიმართავენ ადამიანები თავის დაცვისა და განსაცდელიდან გამოხსნის მიზნით.
წმინდა გრიგოლ ფერაძეს ცნობით 1180 წელს, ჟაკ დე ვიტრი, იერუსალიმის ლათინი პატრიარქი წერდა: ,,აღმოსავლეთში არის ერთი ქრისტიანი ხალხი, დიდი მებრძოლი, ომში მამაცი, ტანად ძალოვანი და ძლევამოსილი. ჰყავს ურიცხვი მეომარი. ამ ხალხს გეორგიანებს უწოდებენ, რადგანაც განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა და ეთაყვანება წმინდა გიორგის, ვინც თავის მფარველად და მედროშედ მიაჩნია ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და პატივს სცემს ყველა სხვა წმინდანზე მეტად."
განუზომელია წმინდა გიორგის მნიშვნელობა ქართველებისათვის.
საქართველოში ყველამ იცის ტროპარი წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა, ძლევამოსილისა და სასწაულმოქმედისა გიორგისა:
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. ამინ!
გარდა ამისა, არსებობს ხალხური ლოცვა წმინდა გიორგისადმი, რომელშიც მოხსენიებულია წმინდა დიდმოწამის ხატები სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ლოცვაში მიმართვაა ამ ხატებისადმი, დაწყებული კაბადუკიიდან, მისი სამშობლოდან. ამ ლოცვას წერენ ქაღალდზე, კეცავენ და გულზე ჩამოკიდებულს ატარებენ, როგორც ავგაროზს. ეს არის არა მარტო ჩვეულებრივი ლოცვა, არამედ ცოდნა იმისა, რომ სხვადასხვა ადგილას არსებობს ძლიერი, სასწაულთმოქმედი ხატი წმინდა გიორგისა. ეს არის ერთგვარი საგალობელიც, ქართული რელიგიური (როგორც უწოდებენ საკულტო) სიტყვიერების უნიკალური ნიმუში, აღმატებული მიმართვა დიდმოწამისადმი, უფლის წინაშე საშუამდგომლოდ. ამ ლოცვაშივე მოხსენიებულია ქართველი ხალხისათვის უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები, სვეტიცხოველი და უფლის კვართი.
ნანახია: 846 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 431 2 3 »
+2  
1 ტერი   (23.11.2012 11:29) [Материал]
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. ამინ!


გილოცავთ ყველას!!!

0  
2 კორშა   (23.11.2012 11:53) [Материал]
მადლობთ ტერი,მეც გილოცავ და ვულოცავ სრულიად საქართველოს.

0  
3 ლონდა   (23.11.2012 11:55) [Материал]
გიორგობას გილოცავთ დიდგორელებო :*

+1  
4 თაკო   (23.11.2012 11:58) [Материал]

0  
5 კორშა   (23.11.2012 12:01) [Материал]
ვახ,აკაკი მინაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით იკითხებაო. surprised

0  
6 კორშა   (23.11.2012 12:04) [Материал]
უფ,.სათაური წავიკითხე და მეგონა მართლა რამე ხდებოდა wacko

0  
7 თაკო   (23.11.2012 12:09) [Материал]

0  
8 კორშა   (23.11.2012 12:16) [Материал]
თაკო სალამი.გილოცავ გიორგობას.შეგეწიოს.

0  
9 ბიბი   (23.11.2012 13:12) [Материал]
გილოცავთ, მეგობრებო წმინდა გიორგის დღესასწაულს! შეგეწიოთ და გფარავდეთ!!!

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. ამინ!

0  
10 არალე   (23.11.2012 13:14) [Материал]
ძვირფასო დიდგორელებო, გილოცავთ უბრწყინვალეს ქრისტიანულ დღესასწაულს!
წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!!

+1  
11 არალე   (23.11.2012 13:22) [Материал]
ყოველთა ქრისტიანეთა და მათ შორის , ქართველთა მფარველო წმინდანო!

შენ დაიფარე ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, შენი ცეცხლოვანი შუბით განგმირე ყველა ბოროტი და ავის მოსურნე!

დალოცე და გააძლიერე ჩვენი შორს დარჩენილი, მონატრებული ოჯახები, ააცილე მათ განსაცდელი!

დაიფარე და გაძლების ძალა მიეცი ყველა გადახვეწილ ადამიანს, გზა გაუნათე და დაიცავი ისინი!

0  
12 ბიბი   (23.11.2012 13:45) [Материал]

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=F-Ue4eFADN4

0  
13 ბიბი   (23.11.2012 13:46) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=GzjD9XjYYms

0  
14 ბიბი   (23.11.2012 13:47) [Материал]


http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=9xYoj-gHrc0

0  
15 ბიბი   (23.11.2012 13:48) [Материал]

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=17_nqb4LKS0

1-15 16-30 31-43
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025