ოთხშაბათი, 18.06.2025, 09:14
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 8 » დავით დარახველიძე - თუ დევნილები ფართებს არ დატოვებენ, პროცესში შსს ჩაერთვება
11:04
დავით დარახველიძე - თუ დევნილები ფართებს არ დატოვებენ, პროცესში შსს ჩაერთვება
დავით დარახველიძე - თუ დევნილები ფართებს არ დატოვებენ, პროცესში შსს ჩაერთვება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, თუ სხვადასხვა დაწესებულებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილები ფართებს ნებაყოფლობით არ დატოვებენ, პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება და ფართების გათავისუფლება სპეციალური ოპერატიული პროცედურების მიხედვით მოხდება.
"1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა მასობრივი შეჭრები დაიწყო, სამწუხაროდ, ეს მოვლენა დღემდე გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, ისინი 51 ობიექტში არიან შეჭრილი და მათი საერთო რაოდენობა 1 941 ოჯახს შეადგენს. ჩვენ მათ 6 ნოემბერს ათდღიანი ვადა მივეცით იმისთვის, რომ ფართები ნებაყოფლობით დატოვონ. სამინისტრომ უკვე მოიძია ალტერნატიული ფართი მათთვის, ვისაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა აქვს და თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ ადგილებს შევთავაზებთ, ხოლო დანარჩენებს მოუწევთ დაბრუნდნენ იქ, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ. თუკი დაწესებულებიდან მათი გამოსვლა ნებაყოფლობით არ მოხდება, მაშინ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება და ფართების გათავისუფლდება სპეციალური ოპერატიული პროცედურების მიხედვით მოხდება", - განაცხადა დავით დარახველიძემ.
მისივე განმარტებით, არსებობს დევნილთა კატეგორია, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულებაში არიან შეჭრილები, თუმცა მათ რეალურად საცხოვრებელი სახლები აქვთ.
"სამინისტროს ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ, რადგან მათ ბინები თავიანთ სახლებზე არ აქვთ გაფორმებული და ამას საჯარო რეესტრით ვერ ვადასტურებთ, ამიტომ გარკვეული საქმეები შს სამინისტროს გადაეგზავნა, რათა ამის გამოკვლევა მოხდეს", - აღნიშნა მინისტრმა.
ნანახია: 818 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 1
0  
1 ლერა   (08.11.2012 16:49) [Материал]
მართლა უნამუსოები არიან ეგენი, ფუიიი.... angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025