ოთხშაბათი, 18.06.2025, 10:41
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » მარტი » 30 » ჩირგვებში გაუჩინარებული მინისტრები და გაბუტული ფრაქცია
08:36
ჩირგვებში გაუჩინარებული მინისტრები და გაბუტული ფრაქცია

ორი მინისტრი პარლამენტში დაიბარეს, მაგრამ არ მივიდნენ. უმრავლესობას ეს არც სწყენია. უფრო მეტიც, როდესაც ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის" სამთავრობო საათის გამართვა და მერაბიშვილისა და ადეიშვილის დაბარება მოითხოვა, უმრავლესობის ლიდერი მათ მოთხოვნას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და პარლამენტის თავმჯდომარეს ლამის უბრძანა, მათ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

არადა, კანონმდებლობით ნებისმიერ ფრაქციას უფლება აქვს, სამთავრობო საათის გამართვა და ნებისმიერი მინისტირს დაბარება მოითხოვოს. ბაქრაძემ სწორედ ეს არგუმენტი მოიშველია და განაცხადა, უფლება არა გვაქვს, ეს მოთხოვნა არ დავაკმაყოფილოთო. თუმცა, იქვე ისიც დასძინა, რომ იგი ამას რეგლამენტიდან გამომდინარე ამბობდა და ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ის ლორთქიფანიძის ფრაქციის მოთხოვნას იზიარებდა.

ეს ყველაფერი ორშაბათის ბიუროზე მოხდა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრი ხუთშაბათს პარლამენტში მისვლას ვერ მოახერხებდა, რადგან სამუშაო ვიზიტით კიევში მიემგზავრებოდა და ითქვა, რომ პარლამენტში ადეიშვილის ნაცვლად მისი მოადგილე, თინა ბურჯალიანი მივიდოდა. ლორთქიფანიძის ფრაქციას ამაზე საყვედური არ უთქვამს. მაგრამ მოითხოვეს დადასტურება, რომ პარლამენტში მერაბიშვილი მაინც მივიდოდა და ისიც რომელიმე მოადგილეს არ გაგზავნიდა. ოთხშაბათს მათ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაჭრით დაუდასტურა, რომ მერაბიშვილი მივიდოდა და სესიის დაწყებამდე ეს ინფორმაცია არც შეცვლილა.

მაგრამ საბოლოოდ მერაბიშვილსაც „რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა" და პარლამენტში მანაც თავისი მოადგილე გააგზავნა.

მერაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო კულუარებში ორი ახსნა მოეძებნა. პირველი ის, რომ ადეიშვილი არ აპირებდა მისვლას და ამიტომ მერაბიშვილიც არ „დაიმცირებდა" თავს პარლამენტში მისასვლელად. ცხადია, ეს იმ ვერსიის გაგრძელებაა, რომლის თანახმად, ადეიშვილსა და მერაბიშვილს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობს.

მეორე ვერსიით კი, მერაბიშვილს თვითონ სააკაშვილმა არ მისცა პარლამენტში მისვლის უფლება, რათა მის მიმართ საზოგადოების განწყობა რაიმე კუთხით დადებითად არ შეცვლილიყო. ამ ვერსიას ისიც ამძაფრებს, რომ მერაბიშვილის გარკვეულწილად დამცირება თვითონ სააკაშვილმა სცადა, როდესაც იგი „გაღლეტილის" სტატუსით მოიხსენია.

ცისკარიშვილი კი ყველაფერს აკეთებდა, რომ მინისტრებს პარლამენტში მისვლა არ დასჭირვებოდათ. მით უმეტეს, რომ გაგზავნილი კითხვების სიმძაფრე მთლიანად იუსტიციის მინისტრისკენ იყო მიმართული და მერაბიშვილი გარკვეულწილად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.   

ასეა თუ ისე, მინისტრები პარლამენტში არ მივიდნენ. მერაბიშვილის არმისვლის მიზეზად კი გიგი წერეთელმა, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, „სერიოზული და საგანგებო მიზეზი" დაასახელა, თუმცა, ამ მიზეზის დაკონკრეტება ვერაფრით შეძლო.

ამის შესახებ პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას წერეთელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, რატომ არ იმყოფებოდა დარბაზში შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

გიგი წერეთლის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი მას სხდომის დაწყებამდე დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ვერ მოახერხა სხდომაზე მისვლა და მის ნაცვლად, პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე მივიდოდა.

წერეთლის განცხადების შემდეგ, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე ვანო მერაბიშვილის მიუსვლელობა სიმართლისგან გაქცევად შეაფასა, წერეთელმა კი მას უთხრა, „რომ შოუს მოწყობა არ გამოუვიდოდა" და ბაღათურიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ კი განცხადების გაკეთება ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ და მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა მოითხოვეს, თუმცა წერეთელმა მათ მიკროფონი აღარ ჩაურთო და იმავდროულად, ბაღათურიას დაწყნარებას ცდილობდა, რომელიც უმიკროფონოდ, ხმამაღლა აფასებდა დღევანელ სხდომას.

„ეს არის პარლამენტის მასხრად აგდება" , – ყვიროდა ბაღათურია.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მალევე დაწყნარდა. ამის შემდეგ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ლორთქიფანიძის თქმით, ის გამოხატავს პატივისცემას იმ საზოგადოებისადმი, ვისი ყურადღებაც მიპყრობილია დღევანდელი სხდომისადმი. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ კითხვები, რომლებიც მათ სამთავრობო საათისთვის მინისტრებს გაუგზავნეს, აინტერესებს არა მხოლოდ მის ფრაქციას, არამედ მთელ საზოგადოებას.

„ამ საკითხებისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი", - განაცხადა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ სამთავრობო საათი წინასწარ იყო შეთანხმებული მთავრობის საპარლამენტო მდივანთანაც.

ის ფაქტი კი, რომ სამთავრობი საათზე შინაგან საქმეთა მინისტრიც არ გამოცხადდა, ლორთქიფანიძემ „ბრძოლის ველიდან გაქცევად" შეაფასა.

„ჩვენ ამ შოუს, რისთვისაც ეს ეკრანი მოამზადეთ, ვტოვებთ, გიტოვებთ თქვენ ამ დარბაზს და მომავალი სამთავრობო საათისთვის, დღესვე შევიტანთ განაცხადას," – განაცხადა ლორთიფანიძემ.

ლორთქიფანიძეს წერეთელი გამოეხმაურა და მის განცხადებას „მასკარადის ნაწილი" უწოდა.

პარლამენტში შს მინისტრის მიუსვლელობა მისმა მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნით ახსნა.

„პირადად გიხდით ბოდიშს შს მინისტრის სახელით. სამინისტრო არის უწყება, სადაც შეიძლება ფორსმაჟორული სიტუაციები მოხდეს. ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევა დღეს გვქონდა. წინასწარ ვერ მოვასწარით თქვენი საქმის კურსში ჩაყენება," – განაცხადა ზღულაძემ და დასძინა, რომ ეცდება დეპუტატების კითხვებს თავად უპასუხოს.

ფრაქციას ორივე მინისტრისთვის 10 საკითხზე ჰქონდა კითხვები გაგზავნილი და, წესით, მსჯელობა ამ თემებზე უნდა გამართულიყო.

კითხვების ნახევარი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას შეეხებოდა, რომელიც მათ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იშოვეს.

ნანახია: 3249 | დაამატა: londa
სულ კომენტარები: 5221 2 3 ... 34 35 »
0  
1 ფეფე   (30.03.2012 08:46) [Материал]
ლონდა,

0  
2 avto77   (30.03.2012 08:52) [Материал]
ანონსი მინდა გავაკათეო ხვალისათვის: იმედია დაიდება ხვალ თემა ზვიად გამასახურდიაზე გარკვეული მიზეზების გამო და აქედანვე მინდა ავითო გარანტიები ბასოსგან და ფეფესგან რომ არ მეჩხუბებიან, იმიტომ რომ პირადად მე ვაპირებ ბევრი მკაცრი კითხვის დასმას გამსახურდიას განვლილი ცხოვრების შესახებ პრეზიდენტობამდე და მას შემდეგ. იმედი მაქვს დებატები, ან კითხვა-პასუხის რეჟიმი ჩაივლის ისე რომ უკმაყოფილო არავინ დარჩება.

0  
3 ფეფე   (30.03.2012 08:55) [Материал]
ავთო, რატომ უნდა გეჩხუბოთ. შენ მთავარია აზრიანი კითხვები დასვი. tongue

0  
4 avto77   (30.03.2012 09:04) [Материал]
ლოგიკურ და ლეგიტიმურ კითხვებს დავსვავ ფეფე,რომლებიც ჩემის აზრით საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს.

0  
5 avto77   (30.03.2012 09:16) [Материал]
ხო, აი ეჭვი მაქვს ნინოსაც არანაკლებ და მწვავე კიღხვები ექნება ზვიადთან დაკავშირებით.

0  
6 avto77   (30.03.2012 09:16) [Материал]
ხო ეგრეა ნინო?

0  
7 ფეფე   (30.03.2012 09:17) [Материал]
ავთო, გუშინდელთა დაკავშირებით ჩემგან მადლობა. smile
დანარჩენებიც არ მოქცეულან ცუდად, მაგრამ შენ პირადად ძალიან კარგად მოიქეცი.

0  
8 ქაჯანა   (30.03.2012 09:19) [Материал]
აბა კიდევ კაი გამარჯობა angry

0  
9 ქაჯანა   (30.03.2012 09:25) [Материал]
ავთო ზვიადი აღაარა და ვინ გამცემს პასუხს მის მოღვაწეობაზე?? biggrin

0  
10 ქაჯანა   (30.03.2012 09:27) [Материал]
ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის ზვიადი მიშაზე ვარესი იყო angry ჩვენ ვიყავით რეპრესირებული ოჯახი ანუ რაც მაგ დამპალმა გაიარა ის გაგავატარა მეც დედაჩემსაც ჩემ დასაც ამიტომ მე შეკითXვებს არ დავსვამ მაგრამ კომენტრებს გავაკეთებს

0  
11 ქაჯანა   (30.03.2012 09:37) [Материал]
ვაიმე ლონდა აბა მე რა ვიცი ეგ საქმე sad

0  
12 ქაჯანა   (30.03.2012 09:48) [Материал]
ლონდა ეგ ადგილი დავტოვოთ ისე და ტერის დაველოდოთ ის მოვა sad ასე მიგრძნობს მე გული იმიტომ რომ ტერიკო არ მიგვატოვებს

0  
13 ქაჯანა   (30.03.2012 10:07) [Материал]
ეხლა შენ ლონდა კარგი ადამინო რაღა biggrin მოვა ტერი აი ნახავ tongue

0  
14 ქაჯანა   (30.03.2012 10:08) [Материал]
ოჰოჰოჰო როგორ გიხაროთ მოდერობა და ეხლა ამათ უყურეთ რააა ტერიც მოვა და ყველა მაგრამ ზღვარი გაივლება აქ ურთიერთობებში და ვისაც არ დაევასება დაახვიოს აქედან და ვაშე ნუღარ შემოვა angry

0  
15 ქაჯანა   (30.03.2012 10:09) [Материал]
ლონდა სურატების დასადებ საიტს ვეღარ ვპოულობ და იქნებ გამომიგზვნო რააა ტერის სურათი უნდა მოვიტანო biggrin

1-15 16-30 31-45 ... 496-510 511-522
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025