ხუთშაბათი, 19.06.2025, 12:39
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 18 » ბიძინა ივანიშვილმა რიყესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
11:08
ბიძინა ივანიშვილმა რიყესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
15:23 18-12-2012
ბიძინა ივანიშვილმა რიყესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა რიყესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ამბასადორში", უცხოური მედიის 
წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ოდესღაც, როდესაც რიყეზე მშენებლობები იგეგმებოდა და ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილის პროექტის მნიშვნელობაში დარწმუნებას ცდილობდა. 
"ვერაფერი გავაგებინე ბოლომდე ამ კაცს. ტენდერი, რომელიც რიყესთან დაკავშირებით ჩატარდა, მე დავაფინანსე და ქალაქს ვაჩუქე. ამით ვასწავლიდი სააკაშვილს, რომ მშენებლობაში დიდი როლი აქვს არქიტექტურას. ეს იყო პრეცედენტი და მე იგი ვაიძულე, დიდი პაუზა აეღო. დავპატიჟე საინტერესო არქიტექტურული ჯგუფები. ყველაზე საინტერესო პროექტი დანიელმა არქიტექტორებმა გააკეთეს. ის ძველ ქალაქს არ დაამახინჯებდა და მოედანიც არ გადაიტვირთებოდა, მაგრამ ეს პროექტი არ გამოიყენეს", - განაცხადა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით, დაუგვიანდა მუსკომედიის თეატრის გარემონტება, რადგან შენობის ფასადი არ მოსწონდა. 
"იმ პერიოდში, როდესაც ის პროექტი გამომიგზავნეს, რაც ახლა შენდება, მე მათთან ნორმალური ურთიერთობა აღარ მქონდა. ძალიან მომეწონა ის ნახატი - ორი მწვანე გრაფინი იყო ქვიშაზე და შევუთვალე, რომ მათი სურვილის შემთხვევაში ამ პროექტით ავაშენებდი მუსკომედიის თეატრს. ისინი სიამოვნებით დამთანხმდნენ. მოვიწვიე არქიტექტურული ჯგუფი, რომ განევითარებინათ ნახაზები, თუმცა როცა იმ ნახატზე გამოსახული სურათი ზომებში გადაიტანეს, მივიღეთ ის, რასაც დღეს ხედავთ. ჩემი აზრით, ეს საშინელებაა. მე ხელისფლების წარმომადგენლებს მაშინ შევუთვალე, რომ დასრულებული შენობა არ გამოჩნდებოდა ისე, როგორც ეს ნახატზე იყო გამოსახული და გამოვიდოდა საშინელება. ამიტომ პროექტში მონაწილეობაზე უარი ვთქვი და ეს ვურჩიე პრეზიდენტსაც, თუმცა მას უკან დახევა არ სჩვევია. სასწრაფოდ უბრძანა ქალაქს, ეს აეშენებინა. იქნებ პრეზიდენტმაც და ქალაქის მერმაც კარგად გაიგონ, რომ როდესაც საქართველოში ამდენი ავარიული სახლია, ასეთ პროექტებში ფულის ხარჯვის უფლება ქალაქს არ აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით, ამ განცხადების გაკეთების შემდეგ მიიჩნევს, რომ "დაკითხვის პირველი ეტაპი გაიარა". 
"ჩვენება უკვე მოგეცით და გადაეცით კბილაშვილს", - მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. 
ნანახია: 843 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 3
0  
1 ფეფე   (18.12.2012 18:52) [Материал]
Saakashvils rames gaagebineb? pitalo gojia...

Ise, me tu mkitxavt batomo bizina, me tqveni saxlic ar momwons. sad

0  
2 ბიბი   (18.12.2012 21:35) [Материал]

0  
3 ბიბი   (18.12.2012 21:36) [Материал]
აქ ძალიან კარგად სცემს პასუხს ჟურნალისტებს smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025