online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 12 » ბიძინა ივანიშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
10:18 ბიძინა ივანიშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ჟოზე მანუელ ბაროზოს შეფასებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/220433-bidzina-ivanishvilma-da-zhoze-manuel-barozom-momavali-thanamshromlobis-perspeqtivebi-ganikhiles.html
|
ნანახია: 823 |
დაამატა: ტერი
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
|