მთავარი » 2012»დეკემბერი»23 » ბიძინა ივანიშვილი - წარმოუდგენელია, როგორ უნდა გადალახონ "ნაციონალებმა" 5%-იანი ბარიერი
12:08
ბიძინა ივანიშვილი - წარმოუდგენელია, როგორ უნდა გადალახონ "ნაციონალებმა" 5%-იანი ბარიერი
თუ უმცირესობა მოითხოვს, ვადამდელ არჩევნებზე წავალთ, მაგრამ ჩემთვის
წარმოუდგენელია, როგორ უნდა გადალახონ 5%-იანი ბარიერი, - ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "კვირის პალიტრასთან"
ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. მისივე თქმით, იმაზე საუბრით, რომ
ბევრად ადრე დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია,
"ნაციონალები" ერთმანეთს ამაგრებენ.
"რანაირად უნდა მოვიდნენ, ვინ
მოიყვანს?! ამით ერთმანეთს ამაგრებენ, მაგრად დავდგეთო. თუ უმცირესობა
მოითხოვს, ვადამდელ არჩევნებზე წავალთ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია,
როგორ უნდა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. როგორც რიყეზე გაკეთებული ნაგებობაა
არქიტექტურის ნიმუში, ისე მოვლენ ეგენი ხელისუფლებაში. ვინ უნდა მისცეს
მათ ხმა?! რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს არაფერი ესმის და ანალიზს ვერ
აკეთებს?! ჩემი სიტყვისთვის არასოდეს მიღალატია და ვაცხადებ - გამოვიდნენ
ინიციატივით, ხვალვე გადავდგებით და გამოაცხადოს, როდის უნდა არჩევნები. ეს
მხოლოდ მათი ბაქიბუქია", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია ხვალ, "კვირის პალიტრის" წლის ნომერში გამოქვეყნდება.
მე მართლა მიკვირს, რისი იმედი აქვს ნაცებს.. მაში როდესაც მთელი ბერკეტი მათ ხელში იყო 20% ვერ გადასცილდნენე.. ვინმეს თუ გონია, მართლა 45%-ით გაიმარჯვეს მაგრად ცდებიან. ყველამ იცის როგორ გაყალბება ხდებოდა ყველა რეგიონში.. ეხლა ნაცები 5%-ს ვეღარ გადალახავენ
რაც დრო გადის უფრო და უფრო მძულს მიშა და მისი ხროვა.. რა დრო უნდა გავიდეს, ეს რომ დამავიწყდეს, რას აკეთედბნენ და რას გააკეთებდნენ რომ დარჩენილიყვნენნ..
დევნილების 200 ოჯახი უკვე შეასახლეს და დაუმტკიცეს ბინები....დაიწყეს რამოდენიმე შენობების გარემონტება და ახალის შენებაც,იმ წლის ბოლომდე ნახევარზე მეტი მთლიანი რაოდენობის დაკმაყოფილდება და ეს ყველაფერი 2 თვეში....როგორ უნდა ეცადო,რომ ეს ყველაფერი მაინც ვერ(?!) დაინახო არ ვიცი რა...
ნელნელა ყველაფერი დალაგდება და გამოსწორდება. ჩვენ ეს უნდა დავინახოთ ორ თვეში რა გაკეთდა, თორემ რაც არ გაკეთდა და იმაზე ვედავოთ არ ვიქნებით მართლები.. ძალიან ცოტა დროა გასული, ძალიან..
0 [დახურვა] [შეცვლა] * 144 კორშა (დღეს 11:54) პაკო დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს? არ არსებობს პაკო გაგვრიყოს ევროპამ ამატი დაჭერის გამო.არ ხდება მარტო დაჭერები ქვეყანაში,ნახე რამდენი რამე კეტდება და რამდენი რამეს აპირებენ კიდევ გააკეტონ. ეხლა ეს მე ვთქვი რომ მე ყველას მივაპანღურებდი ციხეში თქო,მაგრამ ეს მე ვთქვი თორემ მთავრობა სხვა რამეებსაც აკეთებს. მე იმიტომ არ ვარ მტავრობაში რომ მე მართლა რადიკალი ვარ biggrin
0 [დახურვა] [შეცვლა] * 145 კორშა (დღეს 11:56) რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას კიდევ ევროპაც გვირცევს და ამერიკაც.პრორუსულობას სულაც არ ნიშნავს ის თუ მეზობელ ქვეყანასტან ურთიერთობებს მოვაგვარებთ და აღარ გვექნება დაძაბული სიტუაციები. biggrin ესეც შენ.მოდი ხოლმე რა ხშირად და გაგვახარ
სააკაშვილი: „კრავჩუკმა მითხრა, დროზე დაბრუნდით ხელისუფლებაში სიბერე არ გამიმწაროთო“ 23 დეკემბერი 15:36 , 2012
1 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება. ამის შესახებ მან საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთი ოპონენტი ქვეყნის გარეთ და ერთიც ქვეყნის შიგნით ღიზიანდება ჩემი და გიგი უგულავას სიმაღლით, სულ ამ სიმაღლეზე ლაპარაკობენ. მე არანაირი კომპლექსი არ მაქ, რომ ჩემზე მაღალი პოლიტიკოსებიც არსებობენ მსოფლიო პოლიტიკაში," - განაცხადა სააკაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით მისულ უკრაინელ მოკრივეს და უკრაინის დემოკრატიული ალიანსი "რეფორმებისთვის" ლიდერს ვიტალი კლიჩკოს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა უკრაინის პირველ პრეზიდენტ კრავჩუკზეც ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით უკრაინაში ყოფნის დროს შეხვდა და მისგან კონკრეტული რჩევებიც მიიღო. „უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა კრავჩუკმა მითხრა სიბერე არ გამიმწარო და დროზე დაბრუნდი ხელისუფლებაშიო" - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კრავჩუკი სწორედ ის ლიდერია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი და უკრაინა წინ წაიყვანა
მეც ეგ დავწერე კორშა.. დასავლეთი რუსეთის გამო რატომ გაგვრიყავს, როდესაც მათ ყველას აქვს რუსეთთან კარგი ურთიერთობა? ყველა გვირჩევს რომ რუსეთთან დიალოგი და ურთიერთობის მოგვარება საჭიროა, მე არ ვიცი საიდან გაიგო პაკომ, რომ დასავლეთს ახალი ხელისუფლება პრორიუსული ჰგონია. ამას არავინ ამბობს , გადრა მიშისტებისა და მათი საიტებისა
„უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა კრავჩუკმა მითხრა სიბერე არ გამიმწარო და დროზე დაბრუნდი ხელისუფლებაშიო" - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კრავჩუკი სწორედ ის ლიდერია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი და უკრაინა წინ წაიყვანა.
პაკო, მახსოვს როგორ აგინებდი იმ ტიპებს, ციხეში პატიმრებს რომ აწამებდნენ, ჯერ კიდევ ცოცხებამდე, რომ ბრაზობდი და აგინებდი ჯალათებს.. ეხლა გეკითხები, ეს ახალხი არ უნდა დაისაჯონ და არ უნდა დააპატიმრონ?? მე მაგალითად უკმაყოფილო ვარ, რომ ბევრი მათგანი არათუ დაიჭირეს, ისევ ციხეში მუშაობენ!!
ყველანი ციხეშიო.. ამას მიშა ამბობდა საქართველოს მოსახლეობაზე, ნებისმიერ ქურდზე თუ არაქურდზე.. ჩვენ კი მოვითხოვთ იმ პირების დაჭერას, ვინც ქვვეყანა ასეთ დღეში ჩააგდო!!
ბიძინა ივანიშვილი: „მე ვერ გავაჩერებ ქვეყანაში მიმდინარე დაჭერების პროცესს“ 23 დეკემბერი 15:20 , 2012
პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე დაჭერებს ეხმაურება და აღნიშნული საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ საზოგადოების მხრიდან პროკურატურაში უამრავი განაცხადი შედის და „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირება საზოგადოებისათვის სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ის ვერ გააჩერებს რიგებს პროკურატურასთან და დემოკრატიული რეჟიმის აუცილებელი ატრიბუტი სწორედ სამართლიანობის აღდგენაა, ამიტომ ის არ აპირებს საზოგადოებას მოუწოდოს საჩივრების დაწერისგან თავშეკავებისკენ და პროკურატურას მათი არ განხილვისკენ.
„დაჭერებით სამართლიანობის განცდა უნდა აღსდგეს ქვეყანაში, ჩვენი ერთ-ერთი დანაპირები სწორედ ეს იყო. მე რომც მინდოდეს ამ პროცესის გაჩერება, ვერ გავაჩერებ. ყველა უცხოელს ვეკითხები თუ როგორ შემიძლია ამ პროცესის გაჩერება. ვეუბნები, რომ რიგებია პროკურატურასთან. მე მივიდე და ხალხს ვუთხრა აღარ დაწერონ განცხადებები? თუ გენერალურ პროკურორს ან მთავარ პროკურორს დავურეკო, რომ მეტი აღარ განიხილონ? დემოკრატია სწორედ იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ ყველა საჩივარი განიხილოს და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი"–აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა