
რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსთან რეიტინგებს, მათი მაჩვენებლები ასეთია: 63 პროცენტი – დავით უსუფაშვილი; 61-61 პროცენტი – ეკა ბესელია და თინა ხიდაშელი; 60 პროცენტი – ზვიად ძიძიგური; 53 პროცენტი – კობა დავითაშვილი; 45 პროცენტი – მანანა კობახიძე; 44 პროცენტი – გოგი თოფაძე; 42-42 პროცენტი – დავით ბაქრაძე და გუბაზ სანიკიძე; 40 პროცენტი – დავით საგანელიძე; 36 პროცენტი – ზურაბ აბაშიძე; 35 პროცენტი – გიორგი თარგამაძე; 34 პროცენტი – კახა კუკავა; 30 პროცენტით გუგული მაღრაძე.
რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, NDI-ის მიერ აგვისტოში ჩატარებული კვლევის შემდეგ მოწონების რეიტინგი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუკი აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტი გამოკითხულთა 61 პროცენტს მოსწონდა, ბოლო კვლევის მიხედვით მას ახლა მხოლოდ 29 პროცენტი აქვს.
რაც შეეხებათ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს, 58-დან 29 პროცენტამდეა შემცირებული გიგი უგულავას, ხოლო 62-დან 28 პროცენტამდე ვანო მერაბიშვილის რეიტინგები.
როგორც კვლევის პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლუის ნავარომ განაცხადა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ წინა კვლევასთან შედარებით ახლა მკვეთრად მომატებულია "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა რეიტინგი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რეიტინგი კი მკვეთრად შემცირდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც რეიტინგები შედგა, მიმდინარე წლის ნოემბერიში ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით წარმომადგელობითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 1 947 ადამიანი გამოიკითხა