მთავარი » 2012»ნოემბერი»2 » ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს კანცელარიის საპრეზიდენტო რეზიდენციით სარგებლობისკენ მოუწოდებს
06:55
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს კანცელარიის საპრეზიდენტო რეზიდენციით სარგებლობისკენ მოუწოდებს
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მთავრობის კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით სარგებლობისკენ მოუწოდებს. როგორც ივანიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მომსახურებაში ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც დაუშვებელია. "ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია. 800 000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო. სააკაშვილი, რომელიც ვადას იგრძელებს, ბიუჯეტიდან ამხელა თანხას მოიხმარს. ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, პრეზიდენტის მომსახურებაზე ამხელა ხარჯების გაწევა წარმოუდგენელია. ჯერ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 800 000 ლარი ირიცხება, სააკაშვილის მეორე თვითმფრინავის შენახვაზე, პირველი თვითმფრინავის ხარჯები ჯერ ისევ არ გვაქვს გარკვეული", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, ასეთი ტიპის დაფინანსებები აღარ იქნება და შეიკვეცება ბევრი ხარჯი. შესაბამისად, პრემიერ მინისტრი პრეზიდენტს მოუწოდეს, მთავრობის კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით ისარგებლოს, რომელიც, ივანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დალუქულია და მას ისეთივე ფართობი უკავია, როგორც პრემეირ მინისტრის რეზიდენციას. გარდა ამისა, ივანიშვილმა განმარტა, რომ მომავალში როგორც ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციით სარგებლობას არ აპირებს, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებში ასეთი ფეშენებელური შენობის მომსახურება არ შედის. "როცა ქვეყანაში ამდენი დევნილი ცხოვრობს, ამორალურია იმ სასახლეში ცხოვრება. ათობით მილიონის ეკონომია შეიძლება გაკეთდეს და მთავრობა ამ თანხებს უკეთ გამოყენებს. ბევრი შეკითხვა ჩნდება ბოკერიას უწყების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. ამ უწყებისთვის 30 მილიონია გამოყოფილი, მაშინ როდესაც ზაქარეიშვილის უწყება, რომელიც იმდენივე კადრით არის დაკომპლექტებული, მხოლოდ მილიონნახევარს მოიხმარს. გარდა ამისა, ბოკერიას უწყებაში 21 მილიონი არის საიდუმლო ხარჯები, რაც, ჩემი ვარაუდით, ლობისტებზე დახარჯული თანხა უნდა იყოს", - აღნიშნა ივანიშვილმა. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტშუ 100 მილიონით ნაკლები ტრანსფერი განხორციელდება და ხარჯების ოპტიმიზაციის ხარჯზე მოხერხდება დევნილების ხარჯების გაორმაგება და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანსდაცვის სფეროების დაფინანსება. "სამინისტროების შენობები შეიძლება ავარიული იყოს, თუმცა ყველა მათგანი შიგნიდან აღჭურვილია მეტისმეტად მდიდრულად ჯაკუზებითა და სხვადასხვა ფუფუნების საგნებით. ასევე, მიმდინარეობს ახალი მთავრობის სასახლის მშენებლობა, რაც გრიფით საიდუმლოა, თუმცა ის ასევე შეჩერდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, მოწოდების გარდა მთავრობა კანონის ფარგლებში გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა პრეზიდენტის სასახლის დაფინანსება მაქსიმალურად შეიზღუდოს.
საინტერესოა რა თანხები ხმარდება ბიუჯეტდან წამყვანი ევროპული თუ ამერიკის ქვეყნების ხელისუფალთა ხარჯებს,ალბათ არც ერთი თავმოყვარე ხელისუფალი არ მისცემს თავს უფლებას, ასეთი თანხები მოახმაროს საკუთარ კეთილდღეობას. რა უნდა სამინისტროში ჯაკუზს
მართლაც, პატარა აღმოსავლელ დიქტატორად ჩამოყალიბდა ეს ჩვენი მიშა, განცხრომაში დახარჯული მილიარდები, პირადი თვითმფრინავი, ჰარამხანა. ან იმხელა სასახლეში რომ არის წამოჭიმული, რას აკეთებს მაგის ფასს.
მდააა!!!!800 000 ლარი მიშას რომ ესთეტიკური სიამოვნება არ მოაკლდეს,როცა ბავშვებით ხალხი ქუჩაში ცხოვრობს და შიმშილობს,ძალიან რბილად რომ ვთქვათ,მიშას ღორობას კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს.
ოოო... სერიოზული ამბავი ატეხილი პრზიდენტის ხარჯებზე გამობრძანდა მანანა მანჯგალაძე და ეგ რეზიდენცია მოქალაქე სააკაშვილის კი არა, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრებააო
რაოოოო, 800 000 ლარი ელექტროენერგიის წლიური ხარჯიო, ეს ნახე რა, ეს დეგენერატი, ხალხს სული ამოხადეს გადასახადებით და ამან მოიწყო ცხოვრება, უ თქვენიიიი... ეს ეხლა დარჩენილი ცხოვრება უნდა ამყოფო უშუქოდ, გადახარჯვა აქვს უკვე, ეყოფა.
მე ისეთი ამბები დამემართააა. მანქანასაც დედა ვუტირე და ვეღარ ვქოქავდი, აქედან გამომდინარე , ვერც ტელეფონს ვტენიდი და 3 დღეს სრულ ვაკუუმში ვიყავი. დღეს წამოგვიყვანეს სხვაგან, ჯერ მარტო მე და ბებია ვართ მაგარ სახლში.. იიიფ, რა მაგფარია., მაგრამ საღამოს უნდა მოვიდნენ და ეგ ცუდია.. ხო კიდევ 3 დღეა არ მიბანავია და კინაღამ კანალიზაციას გავყევი კიდევ რა გითხრათ.. არაფერი არ ვიცი რა ხდება და ისე მაინტერესებს საიდან რას ვუყურო არ ვიციიიი..