”- სააკაშვილმა საკრებულოების თავმჯდომარეების გასაგონად განაცხადა, ჩვენ უფრო მალე მოვალთ, ვიდრე ამათ გონიათო...
- რანაირად უნდა მოვიდეს, ვინ მოიყვანს? ამით ერთმანეთს ამაგრებენ, მაგრად დავდგეთო. თუ უმცირესობა მოითხოვს, ვადამდელ არჩევნებზე წავალთ, მაგრამ წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ უნდა გადალახონ 5 %-იანი ბარიერი. როგორც რიყეზე გაკეთებული ნაგებობაა ხელოვნების ნიმუში, ისე მოვლენ ეგენი ხელისუფლებაში. ვინ უნდა მისცეს მათ ხმა? რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს არაფერი ესმის და ანალიზს ვერ აკეთებს? ჩემი სიტყვისთვის არასოდეს მიღალატია და ვაცხადებ: გამოვიდნენ ინიციატივით, ხვალვე გადავდგებით და გამოაცხადოს, როდის უნდა არჩევნები. ეს მხოლოდ მათი ბაქიბუქია.
დასასრულ, დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ხალხს. გპირდებით, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება, 2013 წელი იქნება საჩვენებელი, 2014 წელი - უკეთესი და 2015 წლით კი ყველა ვიამაყებთ. გპირდებით რომ აუცილებლად გადატყდება სიტუაცია.
აუცილებლად დაიწყება ეკონომიკური აღორძინება, საქართველოში ყველა ოჯახს შეეძლება ღირსეულად ცხოვრება, ხალხს რაც დავპირდით, იმაზე მეტს გავაკეთებთ დათქმულ დროზე სწრაფად. მადლობას გადავუხდი ქართველ ხალხს. ქართველები მაგარი ხალხი ვართ, ოქტომბერში ბოლო ძალა მოვიკრიბეთ და ჩვენი მომავალი დავსახეთ.
არა ვარ შურისმაძიებელი კაცი, ეს სუსტი ადამიანების თვისება მგონია, მაგრამ ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს. სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა გაგრძელდეს, სანამ საზოგადოებას სამართლიანობის განცდა არ დაუბრუნდება."
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.