ოთხშაბათი, 18.06.2025, 11:36
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 13 » ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს
07:42
ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.
პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია შეხვედრა ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ხვალ კი ბიძინა ივანიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან.
ნანახია: 1502 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 601 2 3 4 »
0  
1 ბიბი   (13.11.2012 09:31) [Материал]
დილა-დღე მშვიდობისა, დიდგორს! smile

0  
2 ბიბი   (13.11.2012 09:34) [Материал]
მომწონს, კარგია, ბიძო რომ გააცნობს ყველას, საქართველოში არსებულ რეალურ სიტუაციას და არა პრეზოს მიერ შელამაზებულ და ნაცებისთვის ხელსაყრელ მდგომარეობას! smile

0  
3 ბიბი   (13.11.2012 09:39) [Материал]
ეს ნახეთ, რა! biggrin biggrin biggrin biggrin biggrin
http://www.myvideo.ge/?video_id=1832954

0  
4 ბიბი   (13.11.2012 09:49) [Материал]


http://www.youtube.com/watch?v=JBodIQgibFg&feature=youtu.be

0  
5 ფეფე   (13.11.2012 10:10) [Материал]
გამარჯობათ
ტერის თემები დაუდია და ამასთან ერთად კარგი ამბები.

0  
6 ფეფე   (13.11.2012 10:10) [Материал]
აკრძალვების სია, რომელიც ბაჩო ახალაიამ გლდანის ციხეში დააწესა
გლდანის ციხეში გამომწყვდეული ბაჩო ახალაია "ადინოჩკაში" ზის!.. ბაჩო გარეთ ვერ გამოდის და პატიმრებთან ვერ კონტაქტობს, რადგან დიდია შიში და ავი მოლოდინი იმისა, რომ მიხელ სააკაშვილის კვაზიფაშისტური რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა "სიმბოლომ" და ქვეყნის ინკვიზიტორმა პატიმრებთან უშუალოდ შეხებისა და დაკონტაქტების შემთხვევაში ან თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე, ან მისი და მისი ხელქვეითების მიერ ნაწამები ტუსაღები ბაჩანას ფიზიკურად გაუსწორდნენ და გივია თარგამაძისა არ იყოს, ცემით "სული ამოხადონ"!..

ლადო ბედუკაძე, რომელიც ციხის სკანდალის ბურუსითმოცულ გმირად იქცა და რომლის კადრებმაც დიდწილად განაპირობა სააკაშვილის რეჟიმის აძაღლება, ჩვენს საერთო ნაცნობ-მეგობრებს უცხოეთიდან მიაწოდა იმ განრიგის, წესდებისა თუ ე.წ. ტიპიკონის შინაარსი, რომელიც გლდანის საპყრობილის პატიმრებსა და ადმინისტრაციას თურმე პირადად ბაჩო ახალაიამ შეუდგინა (!!!)!..

მაშ ასე, გლდანის მე-8 საპყრობილეში ბაჩო ახალაიას იმ "ტიპიკონის" მიხედვით მოუწევს ცხოვრება, რომელიც თვითონ შეადგინა და აქედან გამომდინარე, ალბათ, მას ხმა არ ექნება ამოსაღები, აქაოდა, მტანჯავენ, მაწამებენ და უპატივცემულოდ მეპყრობიანო!..

რაც შეეხება გლდანის მე-8 საპყრობილის ტიპიკონს, რომელიც დიდმა "საზოგადო მოღვაწემ" - ბაჩანა ახალაიამ შეთხზა, იგი ასე გამოიყურება:

0  
7 ფეფე   (13.11.2012 10:11) [Материал]
"მე-8 დაწესებულებაში მოქმედებს წესები, რომელსაც პატიმრები ხმის ამოუღებლად უნდა დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან:

1) დღის ნებისმიერ დროს, როდესაც დაწესებულების ნებისმიერი თანამშრომელი შეიხედავს კარის სათვალთვალოში, პატიმრებმა უნდა შეწყვიტონ ყოველგვარი საქმიანობა, ადგნენ ფეხზე სახით კარისკენ!..

2) თუ საკნის კარი გაიღო, პატიმრები უნდა ადგნენ ფეხზე, დადგნენ მწკრივში სახით კედლისკენ!..

3) შემოწმების წინ პატიმრებმა ზედმიწევნით უნდა დაალაგონ საკანი ისე, რომ არანაირი ნივთი, ან ტანსაცმელი არ იდოს არც ტუმბოზე, არც საწოლზე!.. შემოწმებისას კარის გაღებისთანავე პატიმრები უნდა დადგნენ მწკრივში, ამჯერად სახით კარისკენ და პირველმა პატიმარმა ხელში უნდა დაიჭიროს ნაგვის პარკი!..

4) პატიმრებმა რადიოს უნდა მოუსმინონ მაქსიმალურად დაბალ ხმაზე, ერიდონ მაღალ ხმაზე ლაპარაკს, ან სიცილს, ვინაიდან ნებისმიერი ხმა, რომელიც კი საკნიდან გავა, აღიქმება ხმაურად და გამოიწვევს დასჯას!.. ლადო ბედუკაძის განმარტებით, ე.წ. კარცერის ჟურნალში 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, სადაც მითითებულია, რომ პატიმრის დასჯა განაპირობა ხმაურმა საკანში...

5) პატიმრებს ნებადართული აქვთ ტანსაცმლის გარეცხვა საკანში, თუმცა არა - გაშრობა. ბედუკაძის განმარტებით, ამის გამო გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრები ტანსაცმელს ღამით აშრობენ, ხოლო დღის განმავლობაში ნახევრად სველ ტანსაცმელს მალავენ ტუმბოებში...

6) პატიმარს ეკრძალება კარზე დაკაკუნება!.. ლადო ბედუკაძის თქმით, მორიგის გამოსაძახებელი ზარი საკნებში, როგორც წესი, არ მუშაობს და არც არასოდეს უმუშავია. ამის გამო უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში, ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრები იძულებულნი არიან კართან ჩაუსაფრდნენ კონტროლიორებს და ჩავლისას ხმადაბლა უხმონ, - "ბატონო კონტროლიორო!"

7) თუ კონტროლიორმა გააღო საკნის კარი და უხმო რომელიმე პატიმარს, ის ასახელებს გვარს, ხოლო კართან მისული პატიმარი პასუხობს თავისი სახელისა და მამის სახელის დასახელებით!.. იმავე ბედუკაძის განმარტებით, როგორც ქუთაისის, ისე გლდანის დაწესებულებაში მოქმედებს მორიგეობის სისტემა, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება ერთი პატიმრის პასუხისმგებლობას სხვის მიერ ჩადენილ ნებისმიერ გადაცდომაზე!..

8) 22 საათზე სინათლის ჩაქრობის შემდეგ აკრძალულია ფეხზე დარჩენა და პატიმრებთან გადალაპარაკება!.. აკრძალულია წიგნის კითხვა ან რაიმე სხვა მოქმედება...

0  
8 ფეფე   (13.11.2012 10:11) [Материал]
9) მე-8 დაწესებულების პატიმრებს დღის განმავლობაში ეკრძალებათ საწოლის პირველ სართულზე წამოწოლა და უფლება არ აქვთ, საკანში სიგარეტი მოწიონ!.. ლადო ბედუკაძის მინიშნებით ამის გამო პატიმრები სიგარეტს რიგრიგობით ეწევიან საპირფარეშოში. როგორ ცუდადაც გინდა იყოს პატიმარი, აუცილებელია, რომ ექიმთან წასვლის შემთხვევაში მან ხელები ზურგზე შემოიდოს და სირბილით გადაადგილდეს!.. დაწესებულებაში მათ აიძულებენ, ძალიან მოკლეზე შეიჭრან თმა, ან სამართებლით გადაიპარსონ თავი, რადგან საპყრობილეში არ არის საპარიკმახერო...

10) დღის განმავლობაში პატიმრებს ეკრძალებათ ძილი და ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე წამოწოლაც კი!..

11) მიუხედავად სიცხისა, პატიმრებს უფლება არ აქვთ საკანში ყოფნისას გაიხადონ მაისური!..

12) პატიმრებს ეკრძალებათ ნარდის, ან კამათლის თამაში, რადგან, ადმინისტრაციის აზრით, ეს იწვევს ზედმეტ ხმაურს, რაც დასჯის მიზეზი გახდება!.. ლადო ბედუკაძის განმარტებით, შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ გლდანის მე-8 საპყრობილე, რომელიც 3654 კაცს იტევს, საოცარი სიჩუმით გამოირჩევა!.. ამ სიჩუმემ წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ყურადღებაც კი მიიპყრო. 2010 წელს განხორციელებული ვიზიტის დროს როგორც ქუთაისის, ისე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გამოიყენებოდა დასჯის კოლექტიური მეთოდები, - ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯებოდა მთელი საკანი!.. პატიმარი თავისი ქმედებით პასუხისმგებელი ხდება თანასაკნელების მიმართ!.. პატიმრების დიდი ნაწილი თავისი სურვილით აცხადებს უარს სეირნობაზე და რჩება საკანში, რადგან პატიმრებს აიძულებენ, სირბილით გადაადგილდნენ სასეირნო ეზომდე და ამ სირბილის დროს ნებისმიერი შეფერხება შეიძლება გახდეს ციხის თანამშრომლების მხრიდან უხეშობის, ფიზიკური ხელყოფის ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგი... იმის გამო, რომ ნევროლოგიური პრობლემების ავადმყოფს სირბილი უჭირს და ცემას ურჩევნია, საკანში დარჩეს, ისჯება მთელი საკანი და რადგან ერთი კაცის დატოვება საკანში არ შეიძლება, მთელი საკანი მოკლებულია გასეირნების შესაძლებლობას!..

0  
9 ფეფე   (13.11.2012 10:12) [Материал]
პატივცემულო მკითხველო, აი, ეს გახლავთ დიდი ქართველი "საზოგადო მოღვაწის" - ბაჩო ახალაიას მიერ შედგენილი სპეცგანრიგი გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმართათვის და მე ახლა ვეკითხები ტვინშერყეულ ნუგზარ წიკლაურს, თავისი სიდედრის ხალათში გამოხვეულ აკაკი მინაშვილსა და ეკა ხერხეულიძეს, რომელსაც პოეტმა რეზო ამაშუკელმა "გაჭყლეტილი ბაყაყი" უწოდა, - როგორ ფიქრობთ, სექტანტებო, ოსვენციმის, დაჰაუსა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში უფრო მაგარი წესრიგი ჰქონდათ დამყარებული ადოლფ ჰიტლერსა და იოსებ მენგელს თუ ადოლფ სააკოვმა და ბაჩანა მენგელემ თუ ეიხმანმა უფრო მტკიცე წესრიგი დაამყარეს გლდანში? მე თუ მკითხავთ, ბაჩო ახალაიამ მე-13 და სატანური პუნქტი დააკლო წინამდებარე ე.წ. ტიპიკონს და ამით ყველაფერს თავისი სახელის დაერქმეოდა საბოლოოდ. დიახ, მე-13 თავში უნდა ჩამოეყალიბებინა, - გლდანის მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე მოეწყოს კრემატორიუმი და კრემატორიუმის დირექტორად შეთავსებით დაინიშნოს აწ უკვე თერჯოლის მაჟორიტარი - კახა ბუცხრიკიძე, ხოლო მოადგილედ მიხელ სააკაშვილის მეუღლე სანდრა (ელისაბედ) რულოვსი!.. მე თუ მკითხავთ, კრემატორიუმის დირექტორის თანამდებობაზე ასევე მშვენიერი და ზედგამოჭრილი იქნებოდა ცნობილი ლოთისა და "მორგის" ყოფილი სანიტრის - გივია თარგამაძის კანდიდატურაც, რომელიც, როგორც ავადსახსენებელი ზაქარია შაშურკინი, ხალხს რომ ხვრეტდა ოცდაჩვიდმეტში, მთვრალი და გონებადაკარგული, არყის ბოთლით ხელში, ალბათ, ასე დაიწყებდა ღრიალს: "სისხლი, ყველგან სისხლი!.."

მასალის საგაზეთო ფორმატი არაფრით მიტოვებს იმის საშუალებას, რომ აზრის ექსპრესიას ბოლომდე მივცე მხატვრული გასაქანი, თუმცა მაინც გავბედავ და პატივცემულო მკითხველო, გაგახსენებთ "გვადი ბიგვას" დასასრულს, სადაც გვადი ეუბნება მარიამს: "მარიამ, წადი, ბავშვებმა სისხლი არ დაინახონ!"

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვებმა სააკაშვილისა და მისი ვართაპეტების მიერ დაღვრილი სისხლი არ დაინახონ!..

დიტო ჩუბინიძე
გაზეთი "ალია"

0  
10 ფეფე   (13.11.2012 10:26) [Материал]
თბილისის ბაღებიდან 140 მოწამლული ბავშვი ინფექციურში სისხლდენით მიიყვანეს
თავიდან ამ ინფორმაციის მოპოვება იმდენად იყო გართულებული, სანამ "ალია" უშუალოდ კლინიკის დირექტორს არ გაესაუბრა და მან არ დაგვიდასტურა ეს მართლაც სკანდალური ამბავი, მანამდე ვისთვის მიგვემართა, არ ვიცოდით.

საქმე კი შემდეგშია. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც საბურთალოზე, ხილიანის ქუჩაზე მდებარეობს, ერთ დღეში 140 ბავშვი მიიყვანეს ძლიერი მოწამვლით. ამ მოწამვლებს თან ახლდა სისხლიანი გამონადენი და გონების სპონტანური დაკარგვები. შემდგომ დღეებში მოწამლულ ბავშვთა რიცხვი 300-მდე ავიდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბავშვების შემოდინება არ დასრულებულა, სადამდე ავა ეს ციფრი, არავინ იცის.

თითქმის ყველა ბავშვი 6 წლამდეა და ისინი საბავშვო ბაღების კონტინგენტი გახლავთ. ისინი ხილიანზე მდებარე ინფექციურ საავადმყოფოში თბილისის თერთმეტი ბაღიდან მოიყვანეს. რამ გამოიწვია საბავშვო ბაღების ბავშვების მასიური დაწამვლა და რატომ არ გაჟღერებულა ეს ფაქტი აქამდე? მართალია, "ალიას" ექსკლუზივებზე აქვს პრეტენზია, მაგრამ 140 ბავშვი ერთდროულად სისხლდენით რომ მოხვდება ბაღიდან პირდაპირ კლინიკაში, როგორ შეიძლება ეს მხოლოდ ახლა გახდეს ცნობილი და ისიც ჩვენი საშუალებით. სად არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი? სად არის მერიის ჯანდაცვის სამსახური? სანამ "ალია" ინფექციურ კლინიკას დაუკავშირდებოდა, მანამ მერიის ჯანდაცვის სამსახურში გადავრეკეთ და იქ ნონამ (გვარი ვერ გავიგეთ და ამიტომ აღარც ჩავკითხებივართ), გვითხრა, რომ მსგავს რამეს, კერძოდ, საბავშვო ბაღებში ბავშვების მასიურ დაწამვლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ინფორმაციის გადასამოწმებლად იქაც გადავრეკეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხსენებული უწყება რესტრუქტურიზაციის ფაზაშია და პასუხს ვერავინ გამცემდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ვა-ბანკზე წავსულიყავით და კლინიკის დირექტორს დავკავშირებოდით, როგორც მადლიერი მშობელი. სხვანაირად, ამ ინფორმაციის ამოღება უბრალოდ შეუძლებელი იყო. თანაც, არც ტყუილი გამოგვივიდოდა, ვინაიდან ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, სწორედ ხარაშვილზე გვითხრა, მოწამლული ბავშვები მაგან გადაარჩინაო.

0  
11 ფეფე   (13.11.2012 10:27) [Материал]
ვიტალი ხარაშვილი, პროფესორი, ბავშვთა ინფექციური კლინიკის დირექტორი:

- ბატონო ვიტალი, ვიცით, რომ ბავშვები მასიური მოწამვლით თქვენთან მოხვდნენ. სიმპტომები ყველას ერთნაირი ჰქონდა?
- დიახ, მასიური მოდინება იყო. სიმპტომებს რაც შეეხება - ეს არის სიცხე, ღებინება და სისხლიანი განავალი. დიდი აფეთქება იყო.

- ამბობენ, რომ მოწამლულ ბავშვებს ხანგრძლივი მკურნალობა მოუწიათ. რამდენ ხანს იწვნენ თქვენთან?
- ერთი კვირა.

- და რა იყო დიაგნოზი, რისგან მოიწამლნენ?
- თუ ზუსტად იქნა დასმული დიაგნოზი, ამ შემთხვევაში კი დიაგნოზი ზუსტად იქნა დასმული - ეს იყო კოლის მიკრობი და დიზენტერია. ბავშვებს დასჭირდათ ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკებით მკურნალობა კი შედეგს ყოველთვის იძლევა, თვით ბისეპტოლითაც კი. მაგრამ, ამ შემთხვევაში მარტო დიზენტერია არ იყო, იყო კიდევ კოლის მიკრობი. ეს უფრო რთულად და მძიმედ გადააქვთ ბავშვებს.

- რამდენი ბავშვი მოხვდა თქვენს კლინიკაში?
- ასეთი სტატისტიკა ზუსტად არ ვიცი. ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩემ გარდა არის კიდევ ორი განყოფილება. დაახლოებით 140 ბავშვია ახლა. ისე 300-მდე იყო სულ. იქ 150 ბავშვი იყო "გენომოურემიჩესკი სინდრომით". ეს დღეს ძალზედ იშვიათად ხდება, მაგრამ არის კიდევ. ახლა ვინც გაეწერა, იმათი მშობლები უნდა გაფრთხილდნენ - უნდა დაიცვან პირველ რიგში ჰიგიენა.

- რისგან მოიწამლნენ?
- არ ვიცი... აბა, მე რა ვიცი. რამდენიმე მშობელმა ისიც თქვა, რომ ბაღში არის ჭუჭყიანი ტუალეტი.

- ბატონო ვიტალი, რა შუაშია აქ ტუალეტი. 140 ბავშვი ერთდროულად შევიდა ტუალეტში და მერე თქვენთან მოხვდა?
- ეს დაავადება მოდის სიბინძურისგან. სხვა არაფერი ვიცი. ახლა მოხდა ამის აფეთქება.

- ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები თბილისის ყველა ბაღიდან მოხვდნენ თქვენთან...
- ალბათ. ბევრნი იყვნენ. ნუ, ხდება ასეთი აფეთქება და ახლა მოხდა. იწვნენ საავადმყოფოში ერთი კვირა, დასჭირდათ მკურნალობა, ახლა კარგად არიან. კანონით ეს უნდა იყოს აღრიცხული სანეპიდსადგურში.

- აღარ არსებობს დღეს სანეპიდსადგური.
- არ ვიცი, გენაცვალე. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე. მომიყვანეს - ვუმკურნალე. სხვა რამის გაგება მე არ მევალება.

მოგვიანებით "ალიამ" ისიც გაარკვია, რომ მასიური დაწამვლა უკავშირდება გაფუჭებული ხორცის ფარშს, რომლითაც მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია საბავშვო ბაღებს ამარაგებს. ფარში ჩინეთიდან იყო ჩამოტანილი, ხოლო კომპანიისა და ბაღების სურსათით მომარაგების დოკუმენტაციას "ალიას" ამ დღეებში მოაწოდებენ და ალბათ, მაშინ აეხდება ფარდა ბავშვების მასიური დაწამვლის ნამდვილ მიზეზს.

თამარ როსტიაშვილი
გაზეთი "ალია"

0  
12 ფეფე   (13.11.2012 10:28) [Материал]
დიდებს ტანჯავენ, ტანჯავენ, ბავშვებს მაინც შეუქმნან პირობები საქართველოში.

0  
13 არალე   (13.11.2012 11:24) [Материал]
არ არის დასაპატიმრებელი ამ კომპანისს ხელმძღვანელი? angry
ვიგინდარა ხალხს რომ ამარჯვებინებდნენ ტენდერებში და მერეც არავინ ამოწმებდა მათ საქმიანობას,
იმან გამოიწვია ეს ამბავი.
მადლობა ღმერთს, რომ ლეტალური შედეგით არ დამთავრდა რომელიმე შემთხვევა.
როგორ უნდა გამდიდრდე სხვისი შვილების ჯანმრთელობის შერყევის ხარჯზე, ღმერთმა უწყის კიდევ სად არის ასეთი ბომბი ჩამალული და რას აჭმევენ ჩვენს ბავშვებს.

0  
14 არალე   (13.11.2012 11:26) [Материал]
სალამი საზოგადოებას!

პაკო არ ჩანს ეს ორი დღა, ბიძოსთან შესახვედრადაა წასული ალბათ smile

0  
15 არალე   (13.11.2012 11:34) [Материал]
ბიბი, შენი დადებული ვიდეო ვნახე და კიდევ ერთხელ კარგად ვიხალისე biggrin

წავიდა ჰეეეე, ის ცხოვრება აღარ არის
რა დრო იყო, სამართალი ღმერთო სად არის

წავედი ეხლა მე, პოლიციიდან დამირეკეს, ჩემი საბუთები უპოვნიათ და მივაკითხავ

1-15 16-30 31-45 46-60
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025