
როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ახალაიას ადვოკატებმა განაცხადეს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ბრალის დამძიმებას მოტივად დაედო ახალი სარჩელი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუმარტა, საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს. ადვოკატი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია ბრალს არ აღიარებს.
"143-ე მუხლი საკმაოდ მძიმე მუხლია, რაც სავარაუდოდ, 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ახალაიას მიმართ ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტული დრო მისთვის არ არის ცნობილი.
ამასთან, ბრალი მეოთხე ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავსაც წაუყენეს. როგორც მისმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, შამათავას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
გიორგი კალანდაძის, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი თბილისის საქლააქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.