მთავარი » 2012»დეკემბერი»4 » ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი #9 დაწესებულებაში გადაიყვანეს
07:35
ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი #9 დაწესებულებაში გადაიყვანეს
შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი მატროსოვის ქუჩაზე მდებარე #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ბაჩო ახალაია #9 დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს, რადგან ციხეში რემონტი დასრულდა. სუბარის განმარტებით, ახალაიას არ ექნება კონტაქტი მათთან, ვისთანაც შს ყოფილი მინისტრის კავშირი არ იქნება სასურველი გამოძიების მიმდინარეობსთვის. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ #9 დაწესებულებაში ახალაიას ისეთივე პირობები აქვს, როგორიც #7 დაწესებულებაში ჰქონდა. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, სუბარის განცხადებით, ის გლდანის ციხიდან ყოფილი მატროსოვის ქუჩაზე მდებარე დაწესებულებაში გუშინ სასამართლოს შემდეგ გადაიყვანეს. მინისტრის განცხადებით, ახალაია და ოქრუაშვილი ერთ შენობაში არიან, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ.