მთავარი » 2012»დეკემბერი»4 » არჩილ კბილაშვილი - "ციხის თემა" 10 დღის განმავლობაში გაიხსნება
07:42
არჩილ კბილაშვილი - "ციხის თემა" 10 დღის განმავლობაში გაიხსნება
12:44 04-12-2012
მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, "ციხის თემა" უახლოესი 10 დღის განმავლობაში გაიხსნება. "ციხეებში პატიმართა წამების თემაზე, რომლის შესახებაც საზოგადოებამ სექტემბერში შეიტყო, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება. ბევრი მოვლენა და გარემოება იქნა გამოკვეთილი და უახლოესი 10 დღის განმავლობაში ვგეგმავთ იმას, რომ ციხის თემა გავხსნათ და საზოგადოებას გავაცნოთ, თუ რა მოხდა, როგორც მოხდა, რა ვითარებაში და რა მიზანს ემსახურებოდა ის",- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე. მისივე განმარტებით, საქმესთან მიმართებაში არაერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.
ბატონო არჩილ, ძალიან გთხოვთ გიორგი ბარათელს მიაქციოთ ყურადღება და ეს საქმე გამოიძიოთ . ცოდოა ადამიანი, ტყუილად იხდის სასჯელს და არ შეიუძლება ასე.. შეიძლება კიდეც მოკლან და მერე ვიმტვრიოთ თავი
გუშინდელი პილიტმეტრი მოვისმინე როგორც იქნა და მინდა ვთქვა, რომ ასეთი ნაბოზარი ხალხი, როგორიცაა გიორგი ონიანი, არ უნდა იყოს მოწვეული სტუდიაში.. ჟიჟი გადახედე შენს სტუმრებს, თორემ უკვე ისეთი გამაღიზიანებელი გადაცემებია, რომ ხალხი ვეღარ უყურებს
კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გადახურვას და კომპენსირებას ფონდი "ქართუ" განახორციელებს, ჯარიმის სახით გადახდილი 80 მილიონი ლარი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მთლიანად მოხმარდება.
დავით მაღრაძე: კახა კალაძე მარტო „ნაციონალების" გარემოცვაში გრძნობს თავს კარგად
2012-12-04 17:20:20 From.ge ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე „ქართული ოცნების" მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში „შალვა რამიშვილის დილაში" სტუმრობისას განაცხადა.
„კახი კალაძე, რომელიც პატივსაცემი ადამიანი და კარგი ფეხბურთელია, ვფიქრობ ხოლმე, რომ აი, ტერმინი პოლიტიკური დევნა ხომ არის, „ქართული ოცნების" მიმართ სწორედ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, იმიტომ რომ „ნაციონალების" გარეშე ვერ სუნთქავს ეს ადამიანი, მარტო „ნაციონალების" გარემოცვაში გრძნობს თავს კარგად. მერე არასწორი განმარტებები გააკეთა, როცა ამბობს, რომ ციხის ბუნტთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხიო. რა კითხვებზე აქვს პასუხი, ერთი უნდა ვკითხო, ხალხი რომ დაიხოცა ამაზე შეიძლება, პასუხი გქონდეს?! დემოკრატიას სჭირდება შენება, დემოკრატიასთან კეკლუცი არ გამოდის. „ჩვენ ვართ ობიექტურები", ობიექტური კი არა, როცა უსამართლობას ამბობ, იქნები უსამართლო, ამას არ შველის დემოკრატიასთან კეკლუცობა, დემოკრატიას სჭირდება დაცვა და შენება" - განაცხადა მაღრაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მოხელეებმა განმარტებები უნდა აკეთონ მკაფიო და მარტივი, რათა მოსახლეობამდე მივიდეს ის, რასაც ამბობ.
„განათლების მინისტრმა იმდენი იუარა, რომ ხალხს დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს სტუდენტისთვის სწავლა გაძვირდა, სინამდვილეში კი პირიქით აღმოჩნდა"- აცხადებს მაღრაძე.