ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:42
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 7 » არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს
09:45
არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს


არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს რომ ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას გარდა სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.
როგორც კბილაშვილმა განაცხადა, ამ დრომდე, ამ სამი პირის გარდა,  სხვა დაკავებული არავინ არ არის.
"გამორიცხული არ არის სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს, ამ ეტაპზე კი დაკავებული არიან  მხოლოდ ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა", - აღნიშნა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
ნანახია: 1435 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 2281 2 3 ... 15 16 »
0  
1 ლონდა   (07.11.2012 09:46) [Материал]
სალამი :*

0  
2 ლონდა   (07.11.2012 09:47) [Материал]

0  
3 ლონდა   (07.11.2012 09:47) [Материал]
ახალაია დაკავებაეა

0  
4 ლონდა   (07.11.2012 09:48) [Материал]
მთავარი პროკურატურა-ახალაიას დაკავების საფუძველი - ჩვენება N2
07 ნოემბერი 16:21701
საქართველოს მთავარი პროკურატურა აქვეყნებს თავდაცვის სამინისტროს იმ ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებს, რომელთა საფუძველზეც დაკავებულნი არიან თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.

მოწმეთა პირადი მონაცემები ტექსტში მითითებული არ არის.

0  
5 ლონდა   (07.11.2012 09:48) [Материал]
ჩვენება 2- ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი 2006 წლიდან. 2011 წლის დაახლოებით სექტემბრის თვიდან ვმსახურობდი მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 2011 წლის ოქტომბრის თვეში ზუსტი რიცხვი არ მახსოვს საღამოს საათებში, როდესაც ვიმყოფებოდი ჩემს საცხოვრებელ სახლში, ჩემს მობილურ ტელეფონზე ნომრით 5XX XX-XX-XX, დამირეკა ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც მითხრა, რომ იყო სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. მან მითხრა, რომ სურდა ჩემთან გასაუბრება და მთხოვა გავსულიყავი გარეთ ქუჩაში გაჩერებასთან. მე ეგრევე ჩავიცვი და გავედი გარეთ, სადაც დამხვდა სამხედრო პოლიციის მანქანა, საიდანაც გადმოსულმა სამხედრო პოლიციელებმა დამადეს ხელბორკილები და ჩამსვეს მანქანაში. იმ მომენტში ჩემთვის არავის არ აუხსნია, თუ რატომ მადებდნენ ხელბორკილს და ვიყავი თუ არა დაკავებული. მითხრეს უბრალოდ, რომ უნდა წავეყვანე თავდაცვის სამინისტროში. იქნებოდა დაახლოებით საღამოს რვა-ცხრა საათი, უკვე ბნელოდა, როცა მიმიყვანეს თავდაცვის სამინისტროში. მე ამიყვანეს მეხუთე სართულზე, სადაც მე დამხვდა ჩემივე თანამოსამსახურეები: ქ., ბ., დ., დ., გ. და ხ.. ამ დროს მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდნენ გიგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური შამათავა, ორივე მათგანმა მისაღებში ყველას გვაგინა. ამ დროსაც ჩემთვის უცნობი იყო თუ რა დავაშავე და რატომ ვიყავი მიყვანილი მინისტრის მისაღებში. ამის შემდეგ დაიწყეს ჩვენი სათითაოდ შეყვანა მინისტრის კაბინეტში. როგორც მახსოვს პირველი შეიყვანეს დ. ამ დროს კალანდაძე და შამათავა ისევ მინისტრის კაბინეტში იყვნენ. რა საუბარი შედგა დ.-სთან ან მიაყენეს თუ არა შეურაცხყოფა ჩემთვის უცნობია, რადგან როდესაც დ. გამოიყვანეს ქვემოთ ჩაიყვანეს და იმის შემდეგ მე ის აღარ მინახავს.

0  
6 ლონდა   (07.11.2012 09:49) [Материал]
შემდეგ, როგორც მახსოვს, შეიყვანეს ბ., რომელიც როდესაც გამოიყვანეს სახეზე იყო აწითლებული, დააყენეს ჩვენგან მოშორებით და ცოტა ხანში ისიც ქვემოთ ჩაიყვანეს. ამის შემდეგ ვინ როგორ შეიყვანეს, თანმიმდევრობას ვერ ვიხსენებ. ყველანი ჩაყავდათ რიგრიგობით ქვემოთ ისე, რომ ჩვენ, რიგში მდგომები, ვერ ვახერხებდით ერთმანეთთან კონტაქტს. პირადად მე მინისტრის კაბინეტში არ შევუყვანივარ არავის. ჩემის აზრით, მე ვიყავი ბოლო და უბრალოდ გამოვრჩი. სამინისტროში ვიყავით დაახლოებით ერთი საათიდან საათნახევრამდე. ამის შემდეგ ყველანი ჩაგვიყვანეს ქვემოთ, ჩაგვსვეს ცალ-ცალკე სამხედრო პოლიციის მანქანებში და წაგვიყვანეს -ში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში. მე პირადად ვიჯექი სამხედრო პოლიციის მანქანაში. როდესაც მიგვიყვანეს მეოთხე ქვეით ბრიგადაში ყველანი შეგვიყვანეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთ ბრიფინგის ოთახში, სადაც დაგვხვდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა შემადგენლობა. ჩემი აზრით ყველანი, რადგან ამ დროს ბრიგადაში გამოცხადებული იყო განგაში. ოთახში იყო ასევე მინისტრი ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და ბრიგადის მეთაური შამათავა. ასევე იყვნენ სამინისტროდან და სამხედრო პოლიციიდან სხვადსხვა პირები, რომლებიც იყვნენ სამოქალაქო ფორმაში, მათი სახელები და გვარები არ ვიცი. ბრიფინგის ოთახში საუბარი დაიწყო მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც ოფიცრებს უთხრა, რომ ჩვენ ვიყავით ის ჯარისკაცები, რომლებიც ერთმანეთში საუბრისას ვაგინებდით და ვლანძღავდი ოფიცრებს და არ მოგვწონდა ჯარის სისტემა თურმე. აღნიშნული საუბრები იყო ჩაწერილი. სწორედ ამ დროს გავიგე, თუ რატომ ვიყავი მიყვანილი. მან მოსთხოვა ოფიცრებს ამაზე ჩვენთვის გაეცათ პასუხი, თუმცა, არ დაელოდა და ბაჩო ახალაიამ თვითონვე თქვა, რომ დაგვსჯიდა ჩვენ პირადად და დაგვნიშნავდა დამლაგებლებად

0  
7 ლონდა   (07.11.2012 09:49) [Материал]
შემდეგ გვკითხა რომელიმეს რაიმე პრეტენზია გვქონდა თუ არა. ამ დროს როგორც მახსოვს ვიდექით ხუთი, სამხედრო მოსამსახურე - მე, ქ., ბ., გ. და ხ. ამ დროს მხოლოდ მე გამოვთქვი, რომ მქონდა პრეტენზია და არ ვიმუშავებდი დამლაგებლად, რა დროსაც ბაჩო ახალაიამ გაიცინა და მითხრა, რომ მაინც მაიძულებდა მუშაობას, რაზეც ვუპასუხე, რომ ამას მერჩივნა, დავეჭირე ან დავეხვრიტე, რაზეც მან უბრძანა გიგი კალანდაძეს, წასულიყვნენ ჩემს სახლში, ჩაეტარებინათ ჩხრეკა და ამოეღოთ იარაღი. მე ვუპასუხე, რომ სახლში არანაირი იარაღი არ მქონდა. მან მითხრა, რომ აბა რაზე დაგიჭიროო, თან დაამატა, რომ სახლში მქონდა აკაესიც, გლოკიც, მაკაროვიც და ტყვიაწამალიც. ასევე, წამოეღოთ სახლიდან ყველაფერი თუ რამე ფასიანი გამაჩნდა. მიუხედავად ასეთი ბრძანებისა, ჩემთან სახლში არავინ მისულა და ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩემი აზრით, მან შემდეგ გადაიფიქრა. ბრიფინგის ოთახში ჩვენ ვიყავით დაახლოებით საათნახევრიდან ორ საათამდე. შემდეგ გაგვიყვანეს გარეთ, სადაც ზემოაღნიშნულ ჯარისკაცებს სცემდნენ და აგინებდნენ ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა. როგორც მახსოვს ქ. და ხ. სხვა ოფიცრებმაც სცემეს, მაგრამ მათი სახელები და გვარები არ ვიცი. პირადად მე მაგინა ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ. გიგი კალანდაძემ უკნიდან პატარა ბავშვივით ყური ამიწია. ასევე ცემა დამიპირა შამათავამაც. ცოტა ხანში ჩვენ წაგვიყვანეს ისევ თავდაცვის სამინისტროში, სადაც გაგვანაწილეს ცალ-ცალკე ოთახებში. კარებთან მცველებად დააყენეს სამხედრო პატრულის ორ-ორი თანამშრომელი, ჩვენ აკრძალული გვქონდა დაჯდომა, საჭმლის ჭამა და წყლის დალევა. ასევე ყოველ 5 წუთში უნდა გვეყვირა „გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას“. ამ დროს ჩვენს მიერ ამ სასჯელის ზუსტად შესრულებას აკონტროლებდა სამხედრო პოლიციის ერთერთი თანამშრომელი, როგორც მახსოვს გვარად გ., მაიორის წოდებით, მას ჰქონდა მეგრული კილო, საშუალო სიმაღლის, მსუქანი აღნაგობის, შესაძლოა გვარი მეშლებოდეს, მაგრამ მისი ამოცნობა შემიძლია.

0  
8 ლონდა   (07.11.2012 09:50) [Материал]
ჩვენი ასეთი წამება გაგრძელდა სამი დღე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ მქონია ოჯახთან კავშირი, ასევე ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, თუ სად ვიყავი. მე გამომიშვეს პირდაპირ ქუჩაში. სამხედრო ნაწილში არ მივსულვარ, მხოლოდ ოცი დღის შემდეგ მივედი, რა დროსაც ჩავაბარე ჩემი აღჭურვილობა. თავდაცვის სამინისტროდან გამოშვების შემდეგ, მე დამავალდებულეს, არ დამეტოვებინა ქალაქი, ქალაქში ჩემი ყველა მოძრაობა წინასწარ მობილური ტელეფონით შემეტყობინებინა ვინმე მ-სთვის, რომლის გვარი არ ვიცი, ხოლო ტელეფონის ნომერია 5XX XX-XX-XX. მე ასე მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავი 2012 წლის დადგომამდე. თუ რა ფორმით, რა საფუძვლით ვარ დათხოვილი შეიარაღებული ძალებიდან ჩემთვის უცნობია, რადგან მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია არანაირ სამანდატო კომისიაზე, სადაც განხილული იქნებოდა ჩემი საკითხი. ამას დავამატებ, რომ სამხედრო პოლიციაში მე რაღაც განცხადებაზე მომაწერინეს ხელი, რომლის შინაარსიც არ ვიცი, მაგრამ ვადასტურებ, რომ მაშინ არც ჯანმრთელობის მხრივ, არც ოჯახური მდგომარეობის გამო არ მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა. თუ იმ განცახდებაში მითითებულია, რომ მე მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა და არანაირი პრეტენზია არავისთან არ გამაჩნდა არ არის სიმართლე და მასზე ხელი მოწერილი მაქვს მოტყუებით. მე ჩემს ჩვენებაში კონკრეტულად დავასახელე ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა, მე მათ სამივეს ვიცნობდი სახეზე, რადგან ისინი თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი სახეები იყვნენ ზოგადად შეიარაღებულ ძალებში. მე მსურს, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომლებმაც მონაწილობა მიიღეს ჩემს სამსახურიდან უკანონოდ გამოგდებაში და მომექცნენ არაადამიანურად. სხვა ჩვენებაზე დასამატებელი ამ ეტაპზე არაფერი მაქვს.

ჩვენება დაბეჭდილია ჩემი ნაკარნახები სიტყვებით, წავიკითხე, სწორია და ვადასტურებ ხელის მოწერით."

0  
9 ლონდა   (07.11.2012 09:54) [Материал]
ჩვენება 5 _ "თუ ამას არ დაწერ წამალს და იარაღს ჩაგიდებ და სამუდამოდ ციხეში გაგიშვებო"
nato, ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2012 17:23


დიდი სტატიებია და ლინკს დავდებ, ჩვენებების

http://gurianews.com/index.p....mid=114

0  
10 ლონდა   (07.11.2012 09:57) [Материал]
მთავარი პროკურატურა-ახალაიას დაკავების საფუძველი - ჩვენება N3

http://news.ge/ge/news/story/36388-akhalaias-saqme-chveneba-n3

0  
11 ლონდა   (07.11.2012 09:58) [Материал]
მთავარი პროკურატურა-ახალაიას დაკავების საფუძველი - ჩვენება N4

http://news.ge/ge/news/story/36389-akhalaias-saqme-chveneba-n4

0  
12 ლონდა   (07.11.2012 10:05) [Материал]
ბაჩო ახალაიას ადვოკატი ,, ქართული ოცნების“ წევრია
თარიღი: 2012წ, 07 ნოემბერი, დრო: 17:08

[obieqtivi.net]

ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე ,, ქართული ოცნების“ წევრია.

აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ,,ივერიონთან’’ საუბრისას თავად დეკანოიძემ დაადასტურა.

,,დიახ მე ვარ ,,ქართული ოცნების“ წევრი და ეს არ მიშლის ხელს ჩემი პროფესიით დავკავდე’’,-განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება დაკავებულებს, ბაჩო ახალაიას , ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძეს , გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

სამართალდამცავი ორგანო სამივეს უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულები ამჟამად თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან, მათთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

0  
13 ლონდა   (07.11.2012 10:05) [Материал]
შეგზავნილი იქნებოდა 100%

0  
14 არალე   (07.11.2012 10:06) [Материал]
ლონდას სალამი!

თემიდამ დაიწყო თავისი პირდაპირი მოვალეობის ასრულება, როგორც იქნა.

დასაჭერი ბევრია და ეს ენაგატლეკილი ხალხი თუ არ ჩაიგდებს ენას პირში, მიყვებიან უკან, ყველას აქვს თავისი წილი ცოდვა და დანაშაული ჩადენილი საქართველოს წინაშე.

საზოგადოებრივის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დაიწყო შემოსავლების სამსახურმა, ვნახოთ ერთი რითი იმართლებს თავს ჭანტურია.

0  
15 ლონდა   (07.11.2012 10:08) [Материал]
ახალაიას ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებებს არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს
16:37 07-11-2012
ახალაიას ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩვენებებს არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მოწმეთა ჩვენებებს არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს.
"ეს ის შემთხვევაა, როცა მოწმის ჩვენებები არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და უნდა დადგინდეს, მოწმეებს რა ინტერესი ამოძრავებთ – ესენი არიან თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების გამო განაწყენებული პირები და შესაძლოა, ვიღაცის მიმართ არაკეთილგანწყობა ჰქონდეთ. ამიტომ მათი მოტივაცია დასადგენია. შესაბამისად, მხოლოდ მათი ჩვენებები ბაჩო ახალაიას დასაპატიმრებლად საკმარისი მტკიცებულება არ არის", - განუცხადა დავით დეკანოიძემ "ინტერპრესნიუსს".
ამასთან, მისივე ინფორმაციით, პროკურატურას ახალაიას საქმეში სხვა მტკიცებულება არ აქვს.
"საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პროკურატურას სხვა მტკიცებულებები არ აქვს", - აღნიშნა ადვოკატმა.
მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე მოწმის ჩვენება გამოაქვეყნა, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსს, გიორგი კალანდაძესა და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

1-15 16-30 31-45 ... 211-225 226-228
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025