მოძრაობა "არა" მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ
ჯგუფზე საუბრობს, რომლის საშუალებითაც, "არას" განმარტებით, საქართველოს
პრეზიდენტი მილიარდერი გახდა.
"ძმებ შარანგიებზე არაერთი ცნობა და ინფორმაცია
ვრცელდებოდა და ვრცელდება დღემდე, რომლის მიხედვითაც ისინი საქართველოში
ფლობენ გარვეული სახის ბიზნესს. დღემდე გავრცელებული ცნობები იყო არასწორი
და რეალობიდან დაშორებული. პრეზიდენტის გამდიდრების ერთ-ერთ ცენტრალურ
წყაროს წარმოადგენს 7 ხელმძღვანელი პირისგან შემდგარი "ბიზნეს კარტელი,"-
ამბობს ლევან ჩიტაძე, მოძრაობა "არას" წარმომადგენელი, თუმცა მხოლოდ 5 პირს
ასახელებს: რეზო შარანგია (დოდიკა), ხვიჩა მაქაცარია, ბუთა ელიავა, გია
ყარამანიშვილი და ლევან ყარამანიშვილი.
"ისინი საქართველოში არ მოღვაწეობენ. მეზობელ ქვეყანაში არიან და ფლობენ "ბილაინისა" და "სოკარის" სოლიდურ წილებს."
როგორც ჩიტაძე ამბობს, "ბიზნეს კარტელი" ამჟამად არაბთა გაერთიანებულ
სამეფოში იმყოფება და ოფშორში დარეგისტირებულ საკუთარ კომპანიებს სხვა
პირებზე აფორმებს.
"ჯგუფი ამჟამად თვითგადარჩენის პროცესი აქტიურ ფაზაში იმყოფება. ისინი
ცდილობენ ახალ ხელისუფლებას თავი მოაჩვენონ უდანაშაულო, პატიოსან
ბიზნესმენებად და შევიდნენ ხელისუფლებასთან გარიგებაში. უკანონო,
ბიზნეს–ტერორით მიღებული შემოსავლების დამალვას კი ოფშორულ რეგიონებში
ცდილობენ."
ლევან ჩიტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს წყაროს, საიდანაც
მოძრაობა "არას" აღნიშნული ინფორმაცია აქვს. გარდა ამისა, ლევან ჩიატაძის
თქმით, გარკვეული მასალების მიწოდებას პროკურატურისთვისაც გეგმავენ.
თბილისში პარლამენტის შენობის აღდგენა იწყება თბილისში პარლამენტის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესი იწყება. რუსთაველის #8-ში საკანონმდებლო ორგანოსთვის საჭირო პირობების შექმნაში შესაძლოა, "ქართუ ჯგუფი" ჩაერთოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარტიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, აპარატის ტექნიკური ნაწილის თანამშრომლები თბილისში უკვე დაიბარეს. წყაროს ცნობით, ამ დროისთვის არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა მიმდინარეობს. ამასთან, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ზურაბ მარაქველიძე თბილისში, პარლამენტის შენობის შესწავლის პროცესის დაწყებასა და ამ მიზნით ქუთაისიდან დადაქალაქში მისი თანამშრომლების გამგზავრებას ადასტურებს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ თავად პარლამენტის აპარტი თბილისში არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს. "ვიცი, რომ რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია შენობაში არსებული მდგომარეობის შესწავლა, მაგრამ მასში თავად პარლამენტის აპარატი ჩართული არ არის, რადგან შენობა პარლამენტს არ ეკუთვნის და საპარტნიორო ფონდისთვისაა გადაცემული. რაც შეეხება აპარტის თანამშრომლეთა იქ მისვლას, მოგეხსენებათ, პარლამენტის აპარატში ადამიანები წლებია, მუშაობენ. მათ კარგად იციან, რა სიტუაცია იყო შენობაში პარლამენტში ქუთაისში გადასვლამდე, რა სიტუაციაა ახლა და რა განსხვავებები არსებობს დღეის მდგომარეობით”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მარაქველიძემ, რომელმაც ამ კონტექსში საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. პარლამენტის ძველი შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის საქმეში "ქართუ ჯგუფის" ჩართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ შესაბამისი დავალება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, მისივე თქმით, ”თუკი ამის სურვილი იქნება, "ქართუ" პროცესში დიდი სიამოვნებით ჩაერთვება”. ”როგორც ცნობილია, ჩვენ გარკვეული სარემონტო და სამშენებლო სიმძლავრეები გვაქვს. უამრავი სკოლა, საავადმყოფო, კულტურული ძეგლი აღგვიდგენია და აგვიშენებია. თუ იქნება შეკვეთა პარლამენტთან დაკავშირებით, დიდი სიამოვნებით მივიღებთ. მე, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ ქვეყნის ხელისუფლება პოლიტიკურ ცენტრში უნდა იყოს. როგორც ეკონომიკური, ასევე ფინანსური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით გაუმართლებლად მიმაჩნია ორი დედაქალაქის არსებობა. პარლამენტის თბილისში დაბრუნებას მივესალმები და, თუ მივიღებთ შესაბამის დავალებას, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ჯავახიშვილმა. თბილისში პარლამენტის დაცლა ივლისში დაიწყო; აგვისტოში შენობიდან უკვე გატანილი იყო ყველა მოძრავი ქონება – ტექნიკური საშუალებები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. ნაწილ-ნაწილ დაიშალა პირველი რესპუბლიკის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზები და პლენარულ სხდომათა დარბაზი; გახორციელდა კომუნიკაციების სისტემების დემონტაჟიც.
სამართლიანობა, ესაა საზოგადოებოს უპირველესი მოთხოვნა, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სოციალური საკითხებია. როცა სამართლიანობა აღდგება, მაშინ ირწმუნებს საზოგადოება, რომ ახალი ხელისუფლება მართლაც შეასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებებს.
პატიმართა ოჯახის წევრებმა რუსთავი-გარდაბნის მაგისტრალი გადაკეტეს
პატიმართა ოჯახის წევრებმა რუსთავი-გარდაბნის მაგისტრალი გადაკეტეს სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებასთან მყოფმა მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში რუსთავი-გარდაბნის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხეს. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ერთი ბრიგადა. მსჯავრდებულების მშობლებმა გზა რამდენიმე წუთის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც საკნებიდან ფანჯრებში გადმომდგარ პატიმრებს შეეხმიანენ და პატიმრებმა მშობლებს მოუწოდეს, რომ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეეფერხებინათ და გაეხსნათ გზა. პატიმრების მშობლებმა გზა რამდენიმე წუთის შემდეგ გახსნეს.
აუ ესენიც უკვე აჭარბებენ რააა. რაღას ითხოვენ. ხომ უმჯობესდება არა ნელ-ნელა პატიმრების მდგომარეობა. ცოტა ესენიც უნდა დაწყნარდნენ.
მართალი ხარ ფეფე, 9 წელია ვითმენთ ამატ უკანონობას და რა უნდათ ეხლა , ერთ კვირაში გადაწყდეს ყველა პრობლემა? გველეშაპი ჯერ კიდევ ცოცხალია, არ აქვს მოკვეთილი ყველა თავი და ცდილოს აამღვრიოს წყალი, არ მგონია, რომ ეს აქციები სპონტანური იყოს, ვიღაცის ხელი ურევია მანდ აყუცილებლად და აბუნტებენ ხალხს, რომ ქვეყანა ქაოსმა მოიცვას, თუმცა ვერ ეღირსებიან მაგას
გაგა გაჩეჩილაძის საქმე მაინტერესებს, არა მგონია მთლად სუფთა იყოს ეს ბავშვი მანდ, თუმცა ძველი ხელისუფლება რომ ყველაფერს იზამდა, რომ დაემძიმებინა ყველაფერი , ცხადია.
ჟურნალ ,,ტაბულამ,, გაავრცელა ეგ ინფორმაცია და ვიდეო, მაგრად მუშაობს ჩორგოლეიშვილი, მართლ;აც რომ თავისი ქმრის ღირსეული ცოლია, ბოროტი, ენაგატარტარებული გველი
მართალი ხარ არალე. ეხლა ყველა რომ ერთდროულად აყაყანდეს, არაფერი გამოვა. ახალი მთავრობა იძულებული გახდება მკაცრად მოკიდოს ქაოსს ხელი და მერე ხომ იცი რა ამბავს ატეხენ ჩასაფრებული ოპოზიზიონრები. ისედაც ყველაფერზე უკვე ახალ მთავრობას დებენ ბრალს.
ეს ხალხიც ცოტა უნდა დაღვინდეს და დაბრძენდეს. ამდენ ყავყავს და ხმაურც, ჯობს ფიქრიც ისწავლონ, ვაააააა. ამხელები არიან და პატარა ბავშვებივით იქცევიან.