
"მე რამდენადაც ვიცი და ამის შესახებ ბატონმა გია ვაშაძემ ჩამაყენა საქმის კურსში, კახა ლომაიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა სხვა ხელმძღვანელი მუშაობას ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
მაია ფანჯიკიძემ ეს განცხადებები გუშინ, გადაცემა "პოლიტმეტრში" გააკეთა.