ხუთშაბათი, 19.06.2025, 08:15
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 13 » ალექსანდრე ბურჭულაძე - როდესაც არსებობს პრეზიდენტის ერთი თვითმფრინავი, რაში გვჭირდება მეორე
06:38
ალექსანდრე ბურჭულაძე - როდესაც არსებობს პრეზიდენტის ერთი თვითმფრინავი, რაში გვჭირდება მეორე
14:25 13-12-2012
ალექსანდრე ბურჭულაძე - როდესაც არსებობს პრეზიდენტის ერთი თვითმფრინავი, რაში გვჭირდება მეორე პრეზიდენტისთვის ჩამორთმეული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, სანამ გრიფის "საიდუმლო" ახსნის პროცედურები არ იქნება დაცული, შეუძლებელია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შესყიდვას ჯერ ადევს გრიფი "საიდუმლო". რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ თვითმფრინავით სარგებლობდა არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ მთავრობის წევრებიც, ბურჭულაძის განცხადებით, ეს საკითხი ძალიან იოლად გასარკვევია.
"ნებისმიერი ფრენა, რომელიც განხორციელდა ბორტი #1 და ბორტი #2-ით, არის დაფიქსირებული - კონკრეტულად როდის, სად იმყოფებოდა ეს თვითმფრინავი და რა ფრენა განახორციელა", - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
მანვე ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის გადახდას რამდენიმე წლის განმავლობაში სამინისტრო არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ სერიოზული დეფიციტია თვითონ უწყებაში.
"ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე. როდესაც არსებობს ერთი თვითმფრინავი, რაში გვჭირდება მეორე", - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
რაც შეეხება გრიფის "საიდუმლო" მოხსნის პროცედურას, მინისტრის მოადგილის თქმით, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება, ასევე მოითხოვს გარკვეულ დროს, სავარაუდოდ, ორი კვირაა.
ნანახია: 870 | დაამატა: ტერი
სულ კომენტარები: 2
0  
1 არალე_   (13.12.2012 10:00) [Материал]
აკი ეკონომკლასით ვიფრენ,როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეო?

რომელი ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივანი ეგ გვყავდა, რომ ორი თვითმფრინავი ესაჭიროებოდა wink

0  
2 azazelo   (13.12.2012 14:18) [Материал]
რამდენი უფრენია ამ დოყლაპიას angry თავდაცვის სამინისტრომ ბრიფინგზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.
გრიფით საიდუმლო რომ დაადეს ამ აფერისტებმა biggrin
კიდე გდასახდელი ყოფილა... ბიუჯეტიდან,გადამხდელთა ფულით აფინანსე ეხლა ამათი პარპაში!? გაგონილა? თან ასეთ გაჭირვებაში....
დაჭირდება? ისარგებლოს სამთავრობო თვითმფრინავით ვინ უშლის!!! არა,ამ აჯამმა საკუთარით უნდა იფრინოს არა?))) რატომ?
გასაგებია რატომაც ედო გრიფით საიდუმლო... ამ დეგენერატია ტაშფანდურის შესახებ რომ ვერაფერი შეგვეტყო.

მორჩა მიშაია შენი ფრენა! biggrin შუქიც ჩაგიქრეს! biggrin რკინის ზანავესიც ჩამოიწევა მალე და ეგაა biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025